პროექტის "მეცნიერება მომავალი თაობისთვის" ფარგლებში პროფესორმა ზვიად გაბისონიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „ციფრული ერა: ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს აწმყოსა და მომავალზე“.
- ციფრული ტრანსფორმაცია და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია;
- ციფრული ერის „გამრღვევი ტექნოლოგიები“;
- ხელოვნური ინტელექტის არსი და სახეები;
- ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და პოტენციალი;
- ხელოვნური ინტელექტის ცალკეული პროდუქტები - ChatGPT, DeepSeek;
- ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები - სუპერ ხელოვნური ინტელექტის ერა;
- ხელოვნური ინტელექტი ცალკეულ დარგებში - თვითმართვადი დრონები, ავტომანქანა „TESLA“, რობოტები, ნანო ტექნოლოგიები და სხვა.
იხილეთ საჯარო ლექცია
ზვიად გაბისონია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი ციფრულ მმართველობის საკითხებში, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ექსპერტი სამართლის ტექნოლოგიებში (LegalTech).
2023-2024 – USAID Economic Governance Program-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართალში. 2022-2025 - მიღებული აქვს 8 საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების პრობლემატიკის კვლევის მხარდაჭერისათვის.
2020-დღემდე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.
2021- დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერების და ინოვაციების საკითხებში.
არის 8 წიგნის და 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით.