საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრისN№117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრისN№117/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის და  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 აგვისტოს №177/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, შესყიდული საქონლის, სამუშაოს, მომსახურების სპეციფიკის სახეობისა და ჯგუფების გათვალისწინებით, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბესიკ ალადაშვილი  -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) მურმან ცარციძე  - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე.

გ) სამშენებლო, სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო მასალების ინსპექტირების ჯგუფი:  
გ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
გ.ბ) მურმან ცარციძე -   საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
გ.გ) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი;
გ.დ) ირაკლი მაისურაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ.ე) ზურაბ მენაღარიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი;
გ.ვ) ნუგზარ გოგობერიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

დ) კომპიუტერული ტექნიკის, მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების ინსპექტირების ჯგუფი:

დ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
დ.ბ) მურმან ცარციძე -  - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ.გ) შოთა ბარბაქაძე –საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;  
დ.დ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.ე) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი;
დ.ვ) თეიმურაზ გოგნაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ.ზ) ნიკოლოზ მამუჩაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

ე) საკანცელარიო საქონლის (ქაღალდის და სხვ.) ინსპექტირების ჯგუფი:

ე.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ე.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ე.გ) თენგიზ სირაძე – გამომცემლობის პოლიგრაფიული უზრუნველყოფის კოორდინატორი;
ე.დ)  გურამ ხოსიშვილი  - გამომცემლობის სპეციალისტი;
ე.ე) ერეკლე კუპატაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი.

ვ)  სანიტარულ - ჰიგიენური საქონლის ინსპექტირების ჯგუფი:

ვ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ვ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ვ.გ) ერეკლე კუპატაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი;
ვ.დ) ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ზ) ლაბორატორიული მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და სპეციალიზირებული სასწავლო ტექნიკის  ინსპექტირების ჯგუფი:

ზ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ზ.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ზ.გ) შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;   
ზ.დ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ზ.ე) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი.

თ) სასტამბო და საგამომცემლო მომსახურების ინსპექტირების ჯგუფი:

თ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
თ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი;  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
თ.გ) თენგიზ სირაძე – გამომცემლობის პოლიგრაფიული მომსახურების კოორდინატორი;
თ.დ) გურამ ხოსიშვილი - გამომცემლობის სპეციალისტი.

ი) ავეჯის, სასწავლო და სამეურნეო ინვენტარის ინსპექტირების ჯგუფი:

ი.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ი.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ი.გ) ირაკლი მაისურაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი.დ) ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი.

კ) ლიფტების მომსახურების შესყიდვის ინსპექტირების ჯგუფი:

კ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
კ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
კ.გ) ზურაბ კილასონია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი;
კ.დ) თედორე ჯანგულაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

ლ) ავტოპარკის ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ინსპექტირების ჯგუფი:

ლ.ა) ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
ლ.ბ) მურმან ცარციძე -   საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
ლ.გ) ოთარ გოგიტაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ავტოფარეხის უფროსი;
ლ.დ) გიორგი დარჯანია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მძღოლი.

მ) უნივერსიტეტში არსებული კვების ობიექტებისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის ინსპექტირების ჯგუფი:

მ.ა)  ბესიკ ალადაშვილი -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, კონსულტანტებისა და ექსპერტების ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
მ.ბ) მურმან ცარციძე -  საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
მ.გ) ვალერი არღუთაშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კვების ობიექტების მენეჯერი - ჯგუფის ხელმძღვანელი;
მ.დ) თენგიზ გოგოლაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსი) კვების ობიექტის ადმინისტრატორი - ჯგუფის წევრი;
მ.ე)  აკაკი მიქაბერიძე - უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში - ჯგუფის წევრი;
მ.ვ) ბეჟან ბუაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  (მე-10 სასწავლო კორპუსი) ადმინისტრატორი.

ბ) ბრძანების მე-3 - მე-4  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ა) ,,3. ცალკეულ შემთხვევებში, შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსპექტირების ჯგუფებში შესაძლებელია მოწვეულ იქნან შესაბამისი დარგის (სფეროს) ექსპერტები ან შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი, ან შესყიდული საქონლის, სამუშაოს და მომსახურების ინსპექტირება დაევალოს უნივერსიტეტის თანამშრომელს/თანამშრომლებს.“;
ბ.ბ) ,,4. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა ძალაშია მასზე ჯგუფის წევრთა უმრავლესობის (მაგრამ არანაკლებ ორისა) ხელმოწერის შემთხვევაში (ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წევრთა უმრავლესობის რაოდენობის განსაზღვრისას, ინსპექტირების ჯგუფის ის წევრები, რომლებთანაც შეჩერებულია შრომითი ურთიერთობები ოდენობაში არ ჩაითვლება).“

გ) ბრძანების მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

,,41. დაევალოს ინსპექტირების ჯგუფს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომწოდებელ მხარესთან პირგასამტეხლოს (საურავის) დაანგარიშება, საურავის რაოდენობის გამოთვლა და მისი მიწოდება საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებისათვის.“.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.     ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                                     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 189/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი #03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის #12/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის ვ. შენგელიას 2017 წლის 16 აგვისტოს #13672/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გამოქვეყნებული აქვს 2 სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან აქვს ERIH-ში ინდექსირებული 2 სტატია;

3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10
წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

6. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;

7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 25 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 10 ნოემბრისა;

8. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (უვადოდ)
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)
ლექსიკოლოგიის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ)

9. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული
ლექსიკოლოგიის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

10. კონკურსი გამოცხადდეს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართველურ ენათა განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ("მიკე") განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული
ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
ლექსიკოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 10 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ხუთი)
თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63/2017 დადგენილება, დანართი #2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

12. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 26 სექტემბრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. #8, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N 306;

13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთამეცნიერების ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენთამეცნიერების ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;

14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 161/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე სეჯალ კუმარის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე სეჯალ კუმარის ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების / საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის №637 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 ივლისის №10574/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე სეჯალ კუმარი
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 692/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ
  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად    დამოწმებული ასლი;
ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით);
გ)ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი   (ვაჟებისათვის);
ე)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი   დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 აგვისტოს №177/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) საფინანსო დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
დ) პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);

ე)მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ვ)საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი/უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);
ზ)საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი)”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი ,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 184/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ლაშა საღინაძისათვის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 აგვისტოს №177/02-01 ბრძანების და უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის ს. სანაძის 2017 წლის 11 აგვისტოს №13434/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ლაშა ლიპარტელიანი – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტი - შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;

ბ) ბრძანების  დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) თამარ თათრიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №№: 303, 302, 304, 305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                     ლაშა საღინაძე                    
                                                                                           



სრულად

ბრძანების N: 185/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №173-ე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 1 აგვისტოს  №12794/31-02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

ა)    სამართლის მიმართულება

1.    ირმა ხარშილაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2.    მაია კოპალეიშვილი
3.    მაია ივანიძე
4.    თამარ ზარანდია
5.    დავით ბოსტოღანაშვილი
6.    ვასილ გონაშვილი
7.    მორის შალიკაშვილი
8.    გიორგი ცერცვაძე
9.    ლელა ჯანაშვილი
10.    ირა აქუბარდია
11.    ეკატერინე შენგელია
12.    ეკა ზარნაძე
13.    გიორგი მახარობლიშვილი
14.    შორენა ჩარბაძე (კომისიის მდივანი)

ბ) საერთაშორისო სამართლის მიმართულება

1.    ლევან ალექსიძე (კომისიის თავმჯდომარე)
2.    ირინე ქურდაძე
3.    ქეთევან ხუციშვილი
4.    ეკა სირაძე (კომისიის მდივანი)

2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 158/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის 2017 წლის 9 აგვისტოს №13304/10, №13279/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)



რექტორი     გიორგი შარვაშიძე     
სრულად

ბრძანების N: 681/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N№135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ღლონტის 2017 წლის 26 ივლისის №12217/10, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2017 წლის 28 ივლისის №12480/10 და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2017 წლის 01 აგვისტოს №12726/1 და 09 აგვისტოს №13242/28 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი №1-ის პირველ მუხლის ,,56”-ე პუნქტი ამოღებული იქნას;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ოთარ თაბორიძე – რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - თსუ-ს მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე №№:N108; 110; 151; 158; 300 და თსუ-ს მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №018 კაბინეტებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
გ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,უ” და ,,ფ” ქვეპუნქტები:
,,უ) ცირა ოქრიაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №№: 348, 349 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ფ) თამარ თათრიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №№: 348, 349 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
დ) ბრძანების დანართი №1-ის 30-ე მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. თათია მთვარელიძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი _ საუნივერსიტეტო მაღაზიათა ქსელში სარეალიზაციო წიგნებსა,  კომპიუტერულ   ტექნიკაზე  და №DY00146831 საკონტროლო-სალარო აპარატზე (ი. ჭავჭავაძის გამზ. №1) პასუხისმგებელი პირი”;
ე) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჭ” პუნქტი:
,,ჭ) ალექსანდრე გვენცაძე – თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პროექტების ბიუჯეტით შეძენილ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა




სრულად

ბრძანების N: 179/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (სუბსპეციალობის) პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (სუბსპეციალობის)  პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის    91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის  №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 9 აგვისტოს №13282/32 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების  (სუბსპეციალობის) პროგრამაზე - პალიატიური მედიცინა – (8 მაძიებელი).
2.    რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (სუბსპეციალობის) პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
2.1. საბუთების მიღება – 14 – 15 აგვისტო;
2.2. გასაუბრება – 16 აგვისტო;

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.


რექტორი            გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილების პირველი მუხლის 31 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განხორციელებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 27 ივლისის  №669 და  01 აგვისტოს №690 ბრძანებების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი:

სახელი   გვარი

მოქალაქეობა

პასპორტის

ფაკულტეტი / საგანმანთლებლო პროგრამა/

1.        

არია თალებნია ჰირ

ირანის ისლამური რესპუბლიკა


ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტი;

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ელექტრული ინჟინერია

2.        

ვალენტინ ორეიზემენა ომოვომა

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა


ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა ფაკულტეტი;

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქიმია/ბიოქიმია


2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 652/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის "ზ" და "თ" ქვეპუნქტების, 85-ე მუხლის 11 პუნქტის, "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 მაისის №3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის №MES 5 15 00743943 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2017 წლის 21 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩამოწერილ იქნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბალანსიდან 55 551,67 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები (100 ერთეული, დანართი №1);
2.    დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 4373 კგ. (შავი ლითონი)) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
5.    დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 173/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების  ჩამოწერის შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის "ზ" და "თ" ქვეპუნქტების, 85-ე მუხლის 11 პუნქტის, "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 29 მაისის №3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის             29 ივლისის №MES 5 15 00743943 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2017 წლის 21 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩამოწერილ იქნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის  ბალანსიდან 340 958 ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები (370 ერთეული, დანართი №1);
2.    დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 3976 კგ.  (მ.შ. 3966 კგ. შავი ლითონი, 10 კგ. ალუმინი)) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
5.    დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 174/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსი”-ს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსი”-ს დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 28 ივლისის №12477/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 ივლისის №12335/10 წერილების საფუძველზე,         
                              
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსი” (დანართი №1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 154/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,Linux ოპერაციული სისტემა”-ს (ბაზისური დონე) დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,Linux ოპერაციული სისტემა”-ს (ბაზისური დონე) დამტკიცების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 28 ივლისის №12508/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 ივლისის №12335/10 წერილების საფუძველზე,         
                            
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი                  ,,Linux ოპერაციული სისტემა” (ბაზისური დონე) (დანართი №1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი                       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 155/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,Linux ოპერაციული სისტემა”-ს (გაღრმავებული დონე) დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,Linux ოპერაციული სისტემა”-ს (გაღრმავებული დონე) დამტკიცების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 28 ივლისის №12510/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 ივლისის №12335/10 წერილების საფუძველზე,         
                            
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი                ,,Linux ოპერაციული სისტემა” (გაღრმავებული დონე) (დანართი №1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 



რექტორი                                გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 156/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის - "მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა " ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ



სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის - "მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა " ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნებ:

1.    2017 წლის 4-6 ოქტომბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის "მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა - დაგეგმარება - მართვა "  ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შარვაშიძე - თსუ რექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) რამაზ ხომერიკი - თსუ ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დავით კერესელიძე - თსუ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) დალი ნიკოლაიშვილი - თსუ პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ე) თენგიზ გორდეზიანი - თსუ ასოც. პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ვ)მარიამ ელიზბარაშვილი - თსუ ასოც. პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ზ) ნელი ჯამასპაშვილი - თსუ დოქტორი, ინჟინერი, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ი) ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
კ) ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ლ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
მ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ნ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
ო) თამარ ებრალიძე - თსუ გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი;
      
2.    დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და ამ მიზნით შემოსული თანხის ფარგლებში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და ვებ-გვერდის მომზადება.
4.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5.    დაევალოს თსუ გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 152/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის  სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების და თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 19 ივლისის №11747/28, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 21 ივლისის №11965/26 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 21 ივლისის №11953/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 20 ივლისის №11821/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 21 ივლისის №11871/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 20 ივლისის №11785/31-02 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 20 ივლისის №11787/32 წერილების საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)



რექტორი             გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 618/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,კომპიუტერის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა”-ს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,კომპიუტერის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა”-ს დამტკიცების შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 25 ივლისის №12156/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 14 ივლისის №11397/10 წერილების საფუძველზე,         

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი ,,კომპიუტერის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა” (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 


რექტორი                    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 147/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევების” (გაღრმავებული კურსი)-ს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევების” (გაღრმავებული კურსი)-ს დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის 25 ივლისის №12160/10 და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 14 ივლისის №11393/10 წერილების საფუძველზე,         
                               
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი ,,ინფორმაცის ტექნოლოგიები და კომპიუტერული უნარ-ჩვევები” (გაღრმავებული კურსი) (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 



რექტორი                    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 148/01-01