საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ა. არაბულის 2017 წლის 13 სექტემბრის  №15333/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2017 წლის 8 სექტემბრის სხდომის ოქმი №22) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების, მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრის ხელმძღვანელი;
გ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
დ) მამია ფაღავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი;
ე) როინ ჭიკაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;    
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  როინ ჭიკაძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის  მდივნად რუსუდან ზექალაშვილი;
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და  თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
5. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2017 წლის 10 ნოემბრისა.
6.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 181/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ნაირა ბეპიევის 2017 წლის 31 აგვისტოს №12804/10-02 და 2017 წლის 7 სექტემბრის №13913/10-02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა)    გიორგი შარვაშიძე – რექტორი (კომიტეტის თავმჯდომარე);
ბ)    ნუნუ ოვსიანიკოვა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
გ)    სოფიო შამანიდი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
დ)    თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ე)    ნაირა ბეპიევი - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე);
ვ)    ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ზ)    მზექალა შანიძე – საქართველოს მეცნიერებათA აკადემიის აკადემიკოსი, ემერიტუსი პროფესორი (კომიტეტის წევრი);
თ)    ავთანდილ არაბული – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
ი)    ირმა რატიანი – უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
კ)    სონია გიპერტ-ფრიტცი – გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ლ)    ელენე ბესოლოვა – ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
მ)    ელმირა გუტიევა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი (კომიტეტის წევრი);
ნ)    თინათინ მარგალიტაძე – უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ო)    მანანა გელაშვილი – უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
პ)    თინათინ ბოლქვაძე – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ჟ)    მაია გურაბანიძე – უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
რ)    ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ს)    ირაკლი საღარეიშვილი – უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ტ)    გიორგი ღვედაშვილი – უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტსი წევრი);
უ)    ნანა მამაგულიშვილი – უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ფ)    არჩილ კუკულავა – უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ქ)    გიორგი ტალახაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ღ)    ნინო პოპიაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ყ)    თამარ გელაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომიტეტის წევრი);
შ)    რაზიათ ქუმარიტოვი – უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პედაგოგი (კომიტეტის წევრი).
2.    კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით, დამტკიცდეს სერტიფიკატის ფორმა თანდართული სახით (დანართი N1).
3.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4.    დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს ქართულ-ოსურ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად გამოფენის მომზადება და მოწყობა.
5.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 180/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და   ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №14865/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს მიღება 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2.    განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა”  15 ვაკანტური ადგილით;
3.    განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:

პირველი ეტაპი:

ა)    საბუთების მიღება – 18-21 სექტემბერი;
ბ)    გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) – 22 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 25 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26-27 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 28 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 29 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –  2 - 3 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 5 ოქტომბერი.

მეორე ეტაპი:

ა)    საბუთების მიღება – 30 ოქტომბერი - 3 ნოემბერი;
ბ)    გამოცდა ინგლისურ ენაში (B2  დონე) - 6 ნოემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 ნოემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8-9 ნოემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 ნოემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 13 ნოემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან –  14 - 15 ნოემბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 17 ნოემბერი;

 4.    განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს: ბ.ა.) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ.) კვლევის მიზნებს;
ბ.გ.) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ.) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ე.) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ვ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ზ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2017 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
თ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ი) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

კომისიის თავმჯდომარე:

1.    აკად. პროფ. ლევან ალექსიძე

კომისიის წევრები:

1.    პროფ. ქეთევან ხუციშვილი
2.    პროფ. ვასილ კაჭარავა
3.    პროფ. თამაზ ზუბიაშვილი
4.    პროფ. ნათია ლაპიაშვილი
5.    პროფ. მერაბ აბდალაძე

6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე
                                
სრულად

ბრძანების N: 178/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „ქართულ-ოსურ  ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად  საორგანიზაციო კომისიის შექმნისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის ნაირა ბეპიევის 2017 წლის 31 აგვისტოს №12804/10-02 და 2017 წლის 7 სექტემბრის №13913/10-02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს მესამე საერთაშორისო კონფერენციის – ,,ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე – რექტორი (კომიტეტის თავმჯდომარე);
ბ) ნუნუ ოვსიანიკოვა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
გ) სოფიო შამანიდი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
დ) თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ე) ნაირა ბეპიევი - ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე);
ვ) ნანი გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ზ) მზექალა შანიძე – საქართველოს მეცნიერებათA აკადემიის აკადემიკოსი, ემერიტუსი პროფესორი (კომიტეტის წევრი);
თ) ავთანდილ არაბული – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
ი) ირმა რატიანი – უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
კ) სონია გიპერტ-ფრიტცი – გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ლ) ელენე ბესოლოვა – ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
მ) ელმირა გუტიევა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი (კომიტეტის წევრი);
ნ) თინათინ მარგალიტაძე – უნივერსიტეტის ლექსიკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ო) მანანა გელაშვილი – უნივერსიტეტის პროფესორი (კომიტეტის წევრი);
პ) თინათინ ბოლქვაძე – უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომიტეტის წევრი);
ჟ) მაია გურაბანიძე – უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი (კომიტეტის წევრი);
რ) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ს) ირაკლი საღარეიშვილი – უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ტ) გიორგი ღვედაშვილი – უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტსი წევრი);
უ) ნანა მამაგულიშვილი – უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ფ) არჩილ კუკულავა – უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ქ) გიორგი ტალახაძე – უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომიტეტის წევრი);
ღ) ნინო პოპიაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი (კომიტეტის წევრი);
ყ) თამარ გელაშვილი – უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომიტეტის წევრი);
შ) რაზიათ ქუმარიტოვი – უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პედაგოგი (კომიტეტის წევრი).
2. კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით, დამტკიცდეს სერტიფიკატის ფორმა თანდართული სახით (დანართი N1).
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
4. დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს ქართულ-ოსურ სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად გამოფენის მომზადება და მოწყობა.
5. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 180/01-01

2017-2018 სასწავლო წლიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

     სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 29 აგვისტოს №737/01-04 ბრძანებით ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, რექტორის 2017 წლის 29 აგვისტოს №737/01-04 ბრძანებისა და დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    მიეცეთ 2017-2018 სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელების უფლება 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებზე წინამდებარე ბრძანების დანართების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი № 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი  №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);  

2.    დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.            
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 761/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  
2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2017 წლის 8 სექტემბრის №14441/10-02 მიმართვის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) პირველსემეტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -  5 – 12 სექტემბერი
ა.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 18 სექტემბერი

ბ)   2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 5 სექტემბერი - 31 ოქტომბერი
ბ.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 18 სექტემბერი
ბ.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 15 დეკემბერი
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (დასკვნითი გამოცდები) - 18 - 23 დეკემბერი
ბ.ე)  არდადეგები  - 24 დეკემბერი - 21 იანვარი
გ) 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 8 იანვარი - 31 მარტი
გ.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 15 - 19 იანვარი
გ.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 22 იანვარი - 11 მაისი
გ.დ)  საგამოცდო პერიოდი - 14  - 19 მაისი
გ.ე)   არდადეგები 20 მაისი - 15 სექტემბერი  
დ) 2017-2018 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:

დ.ა) აკადემიური რეგისტრაცია - 25 - 31 მაისი
დ.ბ)   სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 ივნისი - 15 აგვისტო
დ.გ)  საგამოცდო პერიოდი (დასკვნითი გამოცდები) - 20 - 25 აგვისტო

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 177/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ რექტორის 2017 წლის 14 აგვისტოს №681/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2017 წლის  14 აგვისტოს №681/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის  მე-2  პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 სექტემბრის №15258/28; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 05 სექტემბრის №14591/27; 13 სექტემბრის №15263/27 და 13 სექტემბრის №15321/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 13 სექტემბრის №15284/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 11 სექტემბრის №15140/29;  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 13 სექტემბრის №15281/31-01; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 11 სექტემბრის №15048/26 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 12 სექტემბრის №15195/32 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
  
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი  №1); 
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი  №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7). 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 760/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 14 აგვისტოს №13/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის  დ. კორძაიას 2017 წლის 31 აგვისტოს №14375/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 14 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან  2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 6 ნოემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 ონკოლოგიის დეპარტამენტი
     პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით); 
ბ)  კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია
ი) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
   ი.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა
       განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
   ი.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
   ი.გ. კლინიკური ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
       განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის
       გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან  2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის №78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   II სართული,   ოთახი N27-28;
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 174/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით -,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 14 აგვისტოს №13/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 2017 წლის 31 აგვისტოს №14375/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 14 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 6 ნოემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

პათოლოგიის დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
ი) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ი.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა
განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
ი.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
ი.გ. კლინიკური ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის
გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის №78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N27-28;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 175/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 14 აგვისტოს №13/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 2017 წლის 31 აგვისტოს №14375/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.  უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 14 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან  2017 წლის                  27 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 6 ნოემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

პათოლოგიის  დეპარტამენტი
  ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.  ასისტენტ -პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);  
ბ)    კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);    
 გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამოტივაციო  წერილი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
   თ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა
       განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
   თ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
   თ.გ. კლინიკური ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
       განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის
       გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან  2017 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის №78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი,   II სართული,   ოთახი N27-28;
7.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი         გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 176/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 17 ივლისის №75/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-9 მუხლის 9.2. პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 31 აგვისტოს №14376/27 წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

კომისიის თავმჯდომარე:
პროფ. ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

 კომისიის წევრები:
1.    პროფ. თედო დუნდუა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2.    პროფ. თეიმურაზ პაპასქირი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
3.    ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.
4.    ასოც. პროფ. დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი.
5.    პროფ. რისმაგ გორდეზიანი – სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე
6.    ასოც. პროფ. ქეთევან ხუციშვილი – სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
7.    ასოც. პროფ. ელისაბედ ბჟალავა – სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი
8.    ფილ. დოქტ. ნინო პოპიაშვილი - კომისიის მდივანი.

დარგობრივი კომისიები:

ფილოსოფია

1.    აკაკი ყულიჯანიშვილი -  პროფესორი
2.    ვალერიან რამიშვილი - პროფესორი
3.    ლელა ალექსიძე -  პროფესორი
4.    დემურ ჯალაღონია - პროფესორი
5.    ირაკლი ბრაჭული - ასოცირებული პროფესორი
6.    ანასტასია ზაქარიაძე - ასოცირებული პროფესორი
7.    რევაზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი
8.    მამუკა დოლიძე - ასოცირებული პროფესორი
9.    ნაპო კვარაცხელია - ასოცირებული პროფესორი

ისტორია:

საქართველოს ისტორია; საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა;  კავკასიის ისტორია; შუა საუკუნეების ისტორია; ახალი და უახლესი ისტორია; ძველი მსოფლიოს ისტორია; მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია

1.    გიული ალასანია - პროფესორი
2.    მარიამ ჩხარტიშვილი  - პროფესორი
3.    ჯაბა სამუშია -  პროფესორი
4.    ჯონი კვიციანი - ასოცირებული პროფესორი
5.    მიხეილ ბახტაძე - ასოცირებული პროფესორი
6.    გიორგი ოთხმეზური - ასოცირებული პროფესორი
7.    დიმიტრი შველიძე - ასოცირებული პროფესორი
8.    ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ასოცირებული პროფესორი
9.    ბონდო კუპატაძე - ასოცირებული პროფესორი
10.    ქეთევან ნადირაძე - ასოცირებული პროფესორი
11.    აპოლონ თაბუაშვილი - ასოცირებული პროფესორი
12.    ლევან გორდეზიანი -  პროფესორი
13.    მარიკა მშვილდაძე - ასოცირებული პროფესორი
14.    თეიმურაზ პაპასქირი -  პროფესორი
15.    მურმან პაპაშვილი - პროფესორი
16.    თეა წითლანაძე - ასოცირებული პროფესორი
17.    მერაბ კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი
18.    გოჩა ჯაფარიძე -  პროფესორი
19.    ნანა გელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
20.    ლეილა ხუბაშვილი  – ასოცირებული პროფესორი
21.    ფატი შეყლაშვილი - ასოცირებული პროფესორი
22.    მირიან მახარაძე - ასოცირებული პროფესორი
23.    ნანი გელოვანი - ასოცირებული პროფესორი

რუსეთისმცოდნეობა

1.     დალი კანდელაკი - ასოცირებული პროფესორი

ამერიკისმცოდნეობა

1.      ვასილ კაჭარავა -  პროფესორი
2.    თემურ  კობახიძე -  პროფესორი
3.    ელენე მეძმარიაშვილი - ასოცირებული პროფესორი

ანთროპოლოგია, არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია

1.   როლანდ თოფჩიშვილი -  პროფესორი  
2.  ქეთევან ხუციშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.  როზეტა გუჯეჯიანი - ასოცირებული პროფესორი
4.   დავით ლორთქიფანიძე - აკადემიკოსი
5.   ვახტანგ ლიჩელი - პროფესორი
6.   ზვიად კვიციანი - ასოცირებული პროფესორ
7.   მარინე ფუთურიძე - ასოცირებული პროფესორი

კულტურის კვლევები:

1.    ნინო ჩიქოვანი -  პროფესორი
2.    ქეთევან კაკიტელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.    ივანე წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

ხელოვნებათმცოდნეობა

1. ზაზა სხირტლაძე -  პროფესორი
2. ირინა კოშორიძე - ასოცირებული პროფესორი
3. ნათელა ჯაბუა - ასოცირებული პროფესორი
4. ნინო სილაგაძე - ასოცირებული პროფესორი
5. მაია ციციშვილი - ასოცირებული პროფესორი
6. ირინე მირიჯანაშვილი - ასოცირებული პროფესორი

ფილოლოგია:

ქართველური ენათმეცნიერება; იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება;   თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება, ქართული ბიბლიის ფილოლოგია

1.    თამაზ გამყრელიძე -  პროფესორი
2.    რამაზ ქურდაძე -  პროფესორი
3.    დარეჯან თვალთვაძე – პროფესორი
4.    ლელა ციხელაშვილი - ასოცირებული პროფესორი
5.    კახა გაბუნია - ასოცირებული პროფესორი
6.    რუსუდან ზექალაშვილი - ასოცირებული პროფესორი
7.    მაია ლომია - ასოცირებული პროფესორი
8.    ინგა სანიკიძე - ასოცირებული პროფესორი
9.    გიული შაბაშვილი - ასოცირებული პროფესორი
10.    სალომე ომიაძე - ასოცირებული პროფესორი
11.    ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი
12.    ქეთევან მარგიანი-სუბარი - ასოცირებული პროფესორი
13.    რევაზ აბაშია - ასოცირებული  პროფესორი
14.    ეთერ სოსელია  - ასოცირებული პროფესორი
15.    რუსუდან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი
16.    თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი
17.    მარინე ივანიშვილი  - ასოცირებული პროფესორი
18.    ცირა ბარამიძე -  პროფესორი  
19.    ნანა მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი
20.    მერაბ ჩუხუა - ასოცირებული პროფესორი
21.    როსტომ ფარეულიძე - ასოცირებული პროფესორი
22.    ანა ხარანაული - ასოცირებული პროფესორი

ქართული ლიტერატურის ისტორია;  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა; ფოლკლორი

1. ელგუჯა ხინთიბიძე -  პროფესორი
2. ლელა ხაჩიძე - ასოცირებული პროფესორი
3. ნესტან სულავა - ასოცირებული პროფესორი
4. მაკა ელბაქიძე - ასოცირებული პროფესორი
5. ნანა გონჯილაშვილი - ასოცირებული პროფესორი
6. ვლადიმერ მინაშვილი - ასოცირებული პროფესორი
7. თამარ შარაბიძე - ასოცირებული პროფესორი
8. ეკა ვარდოშვილი  - ასოცირებული პროფესორი
9. ქეთევან სიხარულიძე - ასოცირებული პროფესორი
10. კახაბერ ლორია -  პროფესორი
11. რუსუდან ბურჯანაძე - ასოცირებული პროფესორი
12. რუსუდან ნიშნიანიძე - ასოცირებული პროფესორი
13. თამარ პაიჭაძე - ასოცირებული პროფესორი
14. ირმა რატიანი - პროფესორი
15. რამაზ ჭილაია - ასოცირებული პროფესორი
16. გაგა ლომიძე - ასოცირებული პროფესორი
17. ტრისტან მახაური - ასოცირებული პროფესორი
18. ხვთისო მამისიმედიშვილი - ასოცირებული პროფესორი

ინგლისური ფილოლოგია; გერმანული ფილოლოგია; რომანული ფილოლოგია; თარგმანმცოდნეობა; სლავური ფილოლოგია; ევროპული ლიტერატურა, ლიტერატურული ურთიერთობები.

1.    მანანა რუსიეშვილი -  პროფესორი
2.    მანანა გელაშვილი -  პროფესორი
3.    ინესა მერაბიშვილი  -  პროფესორი
4.    თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი
5.    რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი
6.    გიორგი ყუფარაძე - ასოცირებული პროფესორი
7.    ნათელა ნემსაძე - ასოცირებული პროფესორი
8.    ნინო დარასელია - ასოცირებული პროფესორი
9.    ირინე გველესიანი  - ასოცირებული პროფესორი
10.    ლალი ქეცბა-ხუნდაძე - პროფესორი
11.    ალექსანდრე კარტოზია -  პროფესორი
12.    მარინა ანდრაზაშვილი - ასოცირებული პროფესორი
13.    ნუნუ კაპანაძე - ასოცირებული პროფესორი
14.    ნინო ქიმერიძე - ასოცირებული პროფესორი
15.    სოფიო მუჯირი - ასოცირებული პროფესორი
16.    კონსტანტინე ბრეგაძე - ასოცირებული პროფესორი
17.    ქეთევან გაბუნია -  პროფესორი
18.    ნანა გუნცაძე - ასოცირებული  პროფესორი
19.    მარინე კობეშავიძე  - ასოცირებული პროფესორი
20.    მაია ჯავახიძე  - ასოცირებული პროფესორი
21.    ბელა ხაბეიშვილი - ასოცირებული პროფესორი
22.    ირინე დარჩია - ასოცირებული პროფესორი
23.    დავით გოცირიძე - პროფესორი
24.    მარინე ალექსიძე - ასოცირებული პროფესორი
25.    ნატალია ბასილაია - ასოცირებული პროფესორი
26.    მარიამ ფილინა - პროფესორი
27.    მაია თუხარელი - ასოცირებული პროფესორი
28.    ნინო წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

კლასიკური ფილოლოგია, ძველაღმოსავლური ფილოლოგია, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია

1.     რისმაგ გორდეზიანი -  პროფესორი
2.     თინათინ  დოლიძე -  პროფესორი
3.     იამზე გაგუა - ასოცირებული პროფესორი
4.     ირინე დარჩია - ასოცირებული პროფესორი
5.     ეკატერინე კობახიძე - ასოცირებული პროფესორი
6.     ნანა ტონია - ასოცირებული პროფესორი
7.     ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი
8.     ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი
9.     მანანა ფხაკაძე - ასოცირებული პროფესორი
10.   რუსუდან ცანავა - ასოცირებული პროფესორი
11.   სოფიო შამანიდი - სრული პროფესორი
12.   ანი ჩიქოვანი - ასოცირებული პროფესორი
13.   მაკა ქამუშაძე - ასოცირებული პროფესორი

არაბული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, ებრაულ-არამეული ფილოლოგია, არმენოლოგია, ასირიოლოგია

1.    დარეჯან გარდავაძე - ასოცირებული პროფესორი
2.    მაია ანდრონიკაშვილი - ასოცირებული პროფესორი
3.    მარიამ ნანობაშვილი - ასოცირებული პროფესორი
4.    გიორგი ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი
5.    ნინო ეჯიბაძე - ასოცირებული პროფესორი
6.    მარინე ჯიქია - პროფესორი
7.    ელისაბედ ბჟალავა - ასოცირებული პროფესორი
8.    ქეთევან ლორთქიფანიძე  - ასოცირებული პროფესორი
9.     მარიამ ჩაჩიბაია -  პროფესორი
10.   მამუკა ბუცხრიკიძე - ასოცირებული პროფესორი
11.   დალი ჩიტუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი
12.   ნათია ჩანტლაძე - ასოცირებული პროფესორი
13.   ირინე ტატიშვილი – პროფესორი
14.   მაია ღამბაშიძე - ასოცირებული პროფესორი

2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 173/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 7 სექტემბრის №14828/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 8 სექტემბრის №14996/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 7 სექტემბრის №14902/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 7 სექტემბრის №14900/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 7 სექტემბრის №14893/26, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 8 სექტემბრის №14918/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    გადაყვანილ იქნენ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №6);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი             გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 758/01-04

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლოის 31 აგვისტოს N14349/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი - 16 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9 - 16 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 ოქტომბერი -  3 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 5 - 20 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
26 თებერვალი - 2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 1 – 7 იანვარი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 20 თებერვალი - 5 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი  –  5 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 16 სექტემბერი.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი           გიორგი შარვაშიძე        
სრულად

ბრძანების N: 170/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 1 სექტემბრის №14393/28 და 7 სექტემბრის №14826/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14541/30 და 5 სექტემბრის №14613/30, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14562/32), მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 2017 წლის 1 სექტემბრის №14430/31-01, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 5 სექტემბრის №14689/31-01 და 7 სექტემბრის №14809/31, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 4 სექტემბრის №14566/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლის 4 სექტემბრის №14494/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 29 აგვისტოს №14190/26 და 5 სექტემბრის №14692/26 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე

რექტორი გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 171/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის მურმან ცარციძის 2017 წლის 04 სექტემბრის N14542/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-14 მუხლის 14.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
       „14.3. ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი“;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 192/02-01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” კომპანიასთან ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში’’ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის  26 დეკემბრის №969 ბრძანებით დამტკიცებული ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს ,,ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით” გაფორმებული №09-1/78/132 ხელშეკრულების ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანიამ ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში”. აღნიშნულ კომპანიასთან დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მიერ მომზადდა ანგარიში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2017 წლის 30 აგვისტოს №14224/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ადმინისტრაციული მართვის ოპტიმიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით კომპანიასთან ,,ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში’’ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შემდგომში გათვალისწინებისა და განხორციელებისათვის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)    მიხეილ ჩხენკელი – რექტორის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)    ნუნუ ოვსიანიკოვა – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ)    ლაშა საღინაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ)    თამარ ზარანდია – იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ე)    მარინე კუჭუხიძე – შპს ,,სტრიმის” (,,The stream – Consulting & Development”)  დირექტორი.
2.    დაევალოს კომისიას, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული მიზნით, შეიმუშაოს წინადადებები და წერილობითი  სახით წარუდგინოს რექტორს.
3.    ბრძანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 172/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2017 წლის 17 ივლისის №140/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" რექტორის 2017 წლის 17 ივლისის №140/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის "ა.ა", "ა.ბ" და "ა.გ" ქვეპუნქტებში და აღნიშნული ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

" ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 24 აგვისტო – 7 სექტემბერი; 
  ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება – 1 - 7 სექტემბერი;
  ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 6 - 8 სექტემბერი ".
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 167/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 6 აგვისტოს N130/01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის  29 აგვისტოს №14185/27 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის  - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

2. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას   სახელობის   სტიპენდიის   დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის   6 აგვისტოს 130/01-01-01 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის საფუძველზე.
3. დამტკიცდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პროფესორი რამაზ ქურდაძე (კომისიის წევრი);
დ) პროფესორი კახაბერ ლორია (კომისიის წევრი);
ე) ასოცირებული პროფესორი  მაია ლომია (კომისიის წევრი);
ვ) ასოცირებული პროფესორი ვლადიმერ მინაშვილი (კომისიის წევრი);
ზ) ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი (კომისიის წევრი);
თ) ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე (კომისიის წევრი);
ი) ასისტენტ პროფესორი ელენე გოგიაშვილი (კომისიის  მდივანი).
4. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა  კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ)  ავტობიოგრაფია – CV;
გ) აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან);
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
5. სტიპენდიის მოპოვების მსურველმა დოქტორანტმა კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია – CV;
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცენული ნაშრომი(ებ)ი;
ე) წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
ვ) უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმნათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელინ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
6. სტიპენდიის  მიღების  მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება  მოხდეს   2017 წლის 22  სექტემბრიდან - 29 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 17.00 საათამდე უნივერსიტეტის  I კორპუსის 208-ე ოთახში.
7. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს 2017 წლის 5 ოქტომბრისა.
8.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 166/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ.), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანი გაფრინდაშვილის 2017 წლის 25 აგვისტოს №14120/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.  კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 8 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 7 ნოემბრისა;
4.  კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

   ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
კლასიკური ფილოლოგიის  კათედრა

    ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ნეოგრეცისტიკის  კათედრა

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-
სამეცნიერო ინსტიტუტი
 
რომანული ფილოლოგიის (ფრანგული ლიტერატურა) კათედრა

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

რომანული ფილოლოგიის (იტალიური ფილოლოგია) კათედრა

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
 
კავკასიური ენების კათედრა

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
 
არაბისტიკის კათედრა

 ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.    აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);     
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.    საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ოქტომბრის  18 საათამდე, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე                                   
                       
სრულად

ბრძანების N: 165/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 30 აგვისტოს №14274/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების  დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) თამარ თათრიშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №: 302, 303, 304 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მქონე ,,ქ” ქვეპუნქტი:
,,ქ) ნინო ტყეშელაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი- თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე №345 (ელექტრონული სწავლების ცენტრი) და 305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 191/02-01