საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ’’, ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 07 თებერვლის N28/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 29 აპრილის N11793/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა განისაზღვროს 350 000 ლარით.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 45 818 ლარი;

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 63 724 ლარი;

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 37 836 – ლარი;

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 87 588 ლარი;

ე) იურიდიული ფაკულტეტი – 54 265 ლარი;

ვ) მედიცინის ფაკულტეტი – 36 054 ლარი;

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 24 715 ლარი;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 134/02-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ – რექტორის 2024 წლის 29 მარტის N79/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის N4/04 ერთობლივი ბრძანების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 30 აპრილის N131/02-01 ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჯაიანის 2024 წლის პირველი მაისის N12112/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ – რექტორის 2024 წლის 29 მარტის N79/01-01 ბრძანებაში:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის პირველ აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 2 მაისს, 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივნისისა’’. ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 2 მაისსს, 2024 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 1100-დან 1700 საათამდე, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის შენობაში. მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი N202’’.

2. ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 112/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 23 აპრილის N11351/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 2 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მიკროეკონომიკის კათედრა

ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“;

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საგანმანათლებლო დისციპლინების ინგლისურ ენაზე წარმართვის მიზნით)

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - „ა“ კატეგორია .

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) საჭიროების გათვალისწინებით, ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პერიოდის ინგლისურ ენაზე პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლება ინგლისურ ენაზე) მათ შორის შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ვ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამოტივაციო წერილი; ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

6. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. შესვენება 13.00-დან 14 სთ-მდე, (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.

7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს სინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმნაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 113/01-01

პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან   ჩარიცხული  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის  კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის,   54-ე მუხლის    პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,    56-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების და მე-9  პუნქტის საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის   მინისტრის 2024 წლის  17 აპრილის  N440273 ბრძანების  და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 30 აპრილის №11862/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - უნივერსიტეტი) სტუდენტებისათვის  პროგრამის  ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”  ფარგლებში სტიპენდიების  მინიჭების  წესი“ თანდართული სახით (დანართი N1).
2. პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში, 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის  მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების   შედეგად/ერთიანი   ეროვნული  გამოცდების   გავლის  გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან   ჩარიცხული  აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის, აქტიური სტატუსის მქონე  შესაბამისი საფეხურის სტუდენტების ოდენობის გათვალისწინებით  ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა გადანაწილდეს შემდეგნაირად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 182 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 257 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  – 146 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 351 სტუდენტი;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  -  96 სტუდენტი;
ვ) იურიდიული ფაკულტეტი -  206 სტუდენტი;
ზ) მედიცინის ფაკულტეტი -  85 სტუდენტი.
3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრულ ვადაში.
4. ფაკულტეტებმა  დასაფინანსებელ სტუდენტთა სია  პირადობის  მოწმობის  ასლისა და ანგარიშის  ნომრის  ამონაწერით  საქართველოს ბანკიდან   (ელექტრონული  ვერსია excel ფორმა) წარმოადგინონ საფინანსო დეპარტამენტში  2024 წლის 22 მაისის  ჩათვლით.
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 114/01-01

“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2023 წლის 10 აგვისტოს N186/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2023 წლის 10 აგვისტოს N186/01-01 ბრძანების 1. პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 22 ივნისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი- 18 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 24 - 30 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 აგვისტოს N185/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 აგვისტოს N185/01-01 ბრძანების 1.1 პუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 18 მარტი - 4 აგვისტო; ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები-5 აგვისტო -12 აგვისტო;

ბ. ე) არდადეგები - 7-11 მაისი; 13 აგვისტო - 18 სექტემბერი. 2. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 აგვისტოს N185/01-01 ბრძანების 1.2 პუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 4 მარტი - 22 ივლისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები-24 ივლისი -29 ივლისი;

ბ. ე) არდადეგები - 7-11 მაისი; 30 ივლისი - 18 სექტემბერი. 3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 110/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2024 წლის 17 აპრილის N 10897/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 30 აპრილს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 31 მაისიდან 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 31 მაისიდან 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N 203;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 104/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოდომის სემესტრისთვის პარტნიორი ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 11856/10; 30.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 30 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვახტანგ ლიჩელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) სოფიო თოთიბაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) მარიამ ქებურია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 105/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 23 აპრილის N11351/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 2 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მაკროეკონომიკის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი- 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

საერთაშორისო ბიზნესის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

მარკეტინგის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

ფინანსების და საბანკო საქმის კათედრა

ასისტენტ-პროფესორი -1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, 10.00-სთ-დან 17.00 სთ-მდე, შესვენება 13.00-დან 14.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვ ის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 106/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის 14/04 ერთობლივი ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2024 წლის 30 აპრილის N11892/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 26 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

ნინო ზავრადაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

მარიამ ვიბლიანი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული თამარ ნასუაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

გ) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

გიორგი მაღრაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 108/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების

1.1 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 22 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 20 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 26 ივლისი - 1 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 7-11 მაისი, 2 აგვისტო - 22 სექტემბერი.

2.შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანების

1.2 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 22 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივნისი - 18 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 24 – 30 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 7-11 მაისი, 31 ივლისი - 29 სექტემბერი.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 109/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოფდომის სემესტრისთვის პარტნიორი ბრემენის, გაიზენჰაიმისა და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 11692/10; 26.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ბრემენის, გაიზენჰაიმისა და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 29 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ფირიაშვილი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ პროფესორი და ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღავნელი, კომისიის წევრი;

ბ) თამარ კბილაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ნიკოლოზ ფხაკაძე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული ლექტორი და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღავნელი, კომისიის წევრი;

დ) ფირცხალავა ეკატერინე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 103/01-01

2024/2025 სასწავლო წლის შემოფდომის სემესტრისთვის პარტნიორი იავასკულასა და ფულდას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 11695/10; 26.04.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი იავასკულასა და ფულდას უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 29 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სანდრო ტაბატაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

ბ) სალომე ნამიჭეიშვილი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ფირცხალავა ეკატერინე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის 1/04 და 10 მარტის 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 102/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის N7 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობების“ მე-4 მუხლისა და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის 2024 წლის 10 აპრილის N10045/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის საპროექტო მომსახურების შესყიდვის განსახორციელებლად, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად საკონკურსო კომისიისა და საკონკურსო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 8 მაისის N102/02-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტს ,,ვ’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტები: ,,ზ) დიმიტრი ელიკაშვილი - არქიტექტორი;

თ) ნიკოლოზ გობეჯიშვილი - არქიტექტორი.’’

ბ) ბრძანების მე-3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით - ,,დ) გიორგი მეგრელიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 129/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მირიან ტაბიძის 2024 წლის 19 აპრილის N11167/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 17 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:

დავით მჭედლიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:

პავლე წოწკოლაური - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

გიორგი ქისტაური - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პერსონალთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 98/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში შოთა რუსათაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 10 აპრილის N13/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2024 წლის 25 აპრილის N11592/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 24 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

ფოლკლორის განყოფილება

ეკა ჩხეიძე-უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი თორნიკე კანდელაკი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან;

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 99/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N 63/2017 დადგენილების დანართი N 1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 24 აპრილის N 11451/10 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 23 აპრილის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N 2) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ნინო ჩუბინიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ნინო ჩუბინიძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეული კავკასიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 101/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 24 აპრილის N97/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაშვებული ტენიკური შეცდომის გასწორების მიზნით (სათაურში ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ნაცვლად, შეცდომით მითითებულ იქნა ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 24 აპრილის N97/01-01 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 100/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37- 2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის 14/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის რევაზ კვატაშიძის 2024 წლის 17 აპრილის N10852/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლმაიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით) სამეცნიეროკვლევით პროექტებში მონაწილეობა;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 24 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით. კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 11 ივნისისა.

5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლი - 1.0 საშტატო ერთეული;

6.სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N 2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 მაისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. №11, მე-4 სართული, ოთახი N408;

7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი)

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 96/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N284/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე2 ნაწილის, 57- ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი, პროფესიული და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის N284/01-01 ბრძანების პირველი პუნქტში და „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) დოქტორის დიპლომის ფორმა - სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 95/01-01