საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის     2013 წლის     11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს   ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა    და    განათლების    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” რექტორის  2025 წლის 8 აგვისტოს N181/01-01 ბრძანების


ა) 1.1 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:

„9 თებერვალი - 2 მარტი; “

განისაზღვროს: „9 თბერვალი - 7 მარტი“

ბ) 1.1 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:

„ 23 თებერვალი - 2 მარტი; “

განისაზღვროს: „23 თებერვალი - 7 მარტი; “

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია