საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს  კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით   დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის      – ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025- 2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე   ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” რექტორის 2026 წლის 21 იანვრის N10/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში  და  იურიდიული   ფაკულტეტზე ვაკანტური ადგილების რაოდენობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"

N დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 სამართალი 40
2 ევროპისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი) 1

"

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია