საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ შესახებ თსუ რექტორის 2015 წლის 02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ შესახებ თსუ რექტორის 2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ3 პუნქტის,  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №116 დადენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-10 მუხლისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ თსუ რექტორის 2018 წლის 12 იანვრის №04/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის" შესახებ თსუ რექტორის  2015 წლის  02 სექტემბრის №151/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დოქტორის დიპლომის ფორმის ნაწილში და დამტკიცდეს  ახალი დოქტორის დიპლომის ფორმა წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.


    რექტორი         გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 147/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საგამოცდო ცენტრის უფროსის 2018 წლის 21 ივნისის N12540/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი შემფასებლის 2018 წლის 21 ივნისის N491 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

 

სრულად

ბრძანების N: 173/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველების   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის უფროსის  გიორგი ტალახაძის  2018 წლის 13 ივნისის  N12063/10 წერილის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის   შესარჩევად.
2.  მატერიალური     რესურსების    მართვის    დეპარტამენტის    ტექნიკური     ზედამხედველის
ანაზღაურება  განისაზღვრება თვეში 2000 (ორიათასი) ლარით.
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)ჰქონდეს უმაღლესი სამშენებლო-საინჟინრო განათლება, სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით. 
ბ)ჰქონდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ  3 წლიანი გამოცდილება.
გ)ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Word, Excel;
4. აპლიკანტი  უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; 
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი; 
გ)  დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი; 
დ) გუნდური მუშაობის უნარი; 
ე)  ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
ვ)  მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; 
ზ)  სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
         
5. აპლიკანტს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება: 
1) სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
2) მშენებლობაში მონაწილეთა მიერ საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულების, სამშენებლო ნორმების და წესების, სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობების და იმ ნორმატიული დოკუმენტების შესრულების კონტროლი, რომლებიც ეხება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხს და შესრულების ტექნოლოგიას;
3) გამოყენებული მასალების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
4) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პროცესში იმ შეუსაბამობების და დეფექტების გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს და წესებს, სახელმწიფო სტანდარტებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. ფოტოფიქსაცია და განკარგულების გაცემა მათ აღმოფხვრაზე. განკარგულების სრულად და დროულად შესრულების კონტროლი, რაც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
5) მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების შესაბამისად;
6) გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების, მასალების და დანადგარების  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების (ტექნიკური პასპორტის, სერტიფიკატის, ლაბორატორიული გამოცდის შედეგების და ა.შ.) შემოწმება;
7) კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი;
8) სამუშაოთა შესრულების ფარული აქტების შემოწმება და შედარება ფაქტიურად შესრულებულ მოცულობებთან. რეალურად შესრულებული ფარული სამუშაოების აქტების დამოწმება ხელმოწერით და მათში მოყვანილი სამუშაოების დასრულების თარიღის მითითებით;
9) შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
10) შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში („ფორმა №2“) მოყვანილი სამუშაოების  მოცულობების შედარება  ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურება (სამშენებლო კომპანიის მიერ შუალედური სამუშაოების დოკუმენტაციის გადმოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში);
11) დასრულებული სამუშაოების მოცულობების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა.  დასკვნის მომზადება აღნიშნული პროექტით მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები;
12) სამუშაოთა შესრულების გრაფიკის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით მისი ოპტიმიზაცია;
13) პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას დამკვეთის ინფორმირება;
14) ხარჯთაღრიცხვაში ახალი სამუშაოს შეტანის შემთხვევაში მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებზე და საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით;
15) სამშენებელო ორგანიზაციის მიერ შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი წესების დაცვის მონიტორინგი და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
16) ექსპლუატაციაში გასაშვები სისტემების (მაგ. გათბობის) გამოცდის უზრუნველყოფა და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
17) მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ დამკვეთისათვის ყოველკვირეული ანგარიშის მიწოდება წერილობითი ფორმით. ასევე, ყოველთვიური შემაჯამებელი ტექნიკური ანგარიშების მიწოდება;
18) პროექტის მონაწილე მხარეებთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა შეჩერების, შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
19) სამუშაოთა შემსრულებლის მიერ ობიექტის/დანადგარების ექსპლუატაციის წესების      (სადაც რელევანტურია) დამკვეთისთვის გადაცემის კონტროლი. 

6. აპლიკანტს   მოეთხოვება პერიოდულად  ანგარიშის წარდგენა

ა) ზედამხედველი წარუდგენს თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ყოველკვირეულ ანგარიშს სამუშოების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს:
სამუშაოების ზოგად მიმდინარეობას (მოკლე ანალიზი);
აღმოჩენილ შენიშვნებს/ნაკლოვანებებს და მათი გადაწყვეტის გზების მოკლე აღწერას;
რეაბილიტაციის პროცესის ამსახველ ფოტომასალას.

(ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსთან).

ბ)  ზედამხედველი წარუდგენს თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურ ანგარიშს, სადაც მითითებული უნდა იქნეს სამუშაოების მიმდინარეობა და მათი ყველა ძირითადი კომპონენტის რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში,  ანგარიში ასევე  უნდა მოიცავდეს: 
სამუშაოთა წარმოების გრაფიკის ანალიზს ჩამორჩენის მიზეზის მითითებით ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებს; 
გაკონტროლებული სამუშაოების ჯამურ შედეგებს პროცენტულად;
შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას;
სხვა რაოდენობრივ მაჩვენებლებს, მათ შორის, გამოვლენილი და აღმოფხვრილი   ნაკლოვანებების რაოდენობას.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი   და სხვ.)
ე) მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
9. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის  შესარჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს   2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი;"
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge- და Jobs.ge
12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ივლისისა;
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   

ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                        ნუნუ ოვსიანიკოვა
   
 







სრულად

ბრძანების N: 172/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 19 ივნისის N12439/10 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ბ) ცოტნე მსხალაძე  - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი - თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე NN:412-419 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 170/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბლუმბერგის (bloomberg) საერთაშორისო სასაწავლო -კვლევითი ლაბორატორიის მიერ ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბლუმბერგის  (bloomberg) საერთაშორისო სასაწავლო -კვლევითი ლაბორატორიის მიერ ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2016 წლის 04 მარტის №4 სხდომის ოქმის, ბლუმბერგის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას 11.04.2018წ.     №8214/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბლუმბერგის (bloomberg) საერთაშორისო სასაწავლო - კვლევითი ლაბორატორიის მიერ ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევის ტარიფების ღირებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
2. ტრენინგ კურსი გაიხსნას ინდივიდუალურად, ლაბორატორიის ხელმძღვანელის  (ე. ჯგერენაია) გადაწყვეტილებით;
3. ტრენინგ კურსზე მასწავლებლებისათვის ერთი საათის ღირებულება და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ტრენინგ კურსის მსმენელების მიერ გადახდილი თანხებიდან;
4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვერგბერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                 ნ. ოვსიანიკოვა   


სრულად

ბრძანების N: 163/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის  პროგრამაზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის   8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს   2013 წლის 15 ივლისის  №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 ივნისის №11877/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე:


1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4 მაძიებელი

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
2.1. საბუთების მიღება – 13-19 ივნისი;
2.2. გასაუბრება – 20 ივნისი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 22 ივნისი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მაოდგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 143/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ),  თსუ აკადემიური საბჭოს                            2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2018 წლის 12 ივნისის N140/01-01 ბრძანებისა და  ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის თამარ გაგოშიძის  2018 წლის 11 ივნისის N11852/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 15 ივნისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი

განათლების მეცნიერებების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი
                 
  პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

5.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი –  Word და PDF ფაილების სახით);   
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის  21 ივლისამდე 9:30-დან 18:00 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
7.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე 

სრულად

ბრძანების N: 144/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის    22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2018 წლის 12 ივნისის N140/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის  2018 წლის 11 ივნისის N11852/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 15 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა;


4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა  და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი

განათლების მეცნიერებების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი
   
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);      ,
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 16 ივლისიდან 2018 წლის 26 ივლისამდე 930-დან 1800 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                                                                           ალექსანდრე ცისკარიძე 

სრულად

ბრძანების N: 145/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში   ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2018 წლის    03 ივნისის N12062/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში და შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

  ,,4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირი არის უნივერსიტეტში მობილობის, ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი და ზემოხსენებული მემორანდუმი, ხელშეკრულება თუ სხვა სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ სტუმართა ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უნივერსიტეტის სტუმრები განთავსდებიან ფართით სარგებლობის (მომსახურებისთვის) გადასახადის გადახდის გარეშე. ლისის საერთო საცხოვრებელში აგრეთვე შესაძლებელია განთავსდნენ უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სხვა მიზნობრივი პროფილის პროექტის ან ღონისძიების მონაწილეებს (მათ შორის ერთობლივი პროექტის, ღონისძიების, რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი), შესაბამისი პროექტისა თუ ღონისძიების პირობების გათვალისწინებით (კერძოდ, ხსენებული პირობები  შეიძლება  ეხებოდეს ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდის 

გარეშე, ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდით შესაბამისი პროექტის ან ღონისძიების ბიუჯეტით გათვალისწინებული ოდენობით, მაგრამ არანაკლებ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ოდენობებისა, პროექტით ან ღონისძიებით გათვალისწინებულ ვადებს და სხვ.))“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 156/02-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის 26 იანვრის #01/03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით  შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2017 წლის  26 იანვრის #01/03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და  63-ე  მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის  მე-4  პუნქტის, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის წარმომადგენლობითი საბჭოს 23 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’  და  ,,ნ’’ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’  ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის ,,კ’’ და ,,ლ’’ პუნქტების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსის  2018 წლის 1 მაისის  №8678/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით  შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის 2017 წლის  26 იანვრის #01/03 ბრძანების  პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილებები  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით  დამტკიცდეს  შიდა მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა)კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის კონსულტანტი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე:
ბ)ანა ჟორჟოლიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
გ)ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
დ) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ე) ეკა ლეკაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  -     შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ვ) ლევან საბაური - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ზ)ვალერი არღუთაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
თ)ნატო კაკაშვილი -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ი)მერაბ ხოხობია -ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი -   შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
კ) ნინო გოგიაშვილი -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ლ) მარიამ გოგოჭური  -  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის მდივანი:
მ)მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ნ)ზაქარია ქიტიაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ო)ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
პ)ლევან სილაგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი -შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ჟ)ლელა წიფურია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
რ)ზეინაბ ახალაძე - მოწვეული პედაგოგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ს)ზვიად ბეშკენაძე - მოწვეული პედაგოგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ტ) დავით კბილაშვილი - მოწვეული პედაგოგი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
უ)მურთაზ სვანაძე - ქუთაისის სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ფ)თეა ზარნაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი -  შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ქ) მარიამ ჩეკურიშვილი -  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი   - შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრი.’’
2.ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი                                                                              ირმა გრძელიძე

სრულად

ბრძანების N: 08/03

ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ივ. ჯავახიშილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის  ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის  სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა ” , ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაია მენთეშაშვილის  წერილის (N11894/10; 12/06/2018) საფუძველზე

ვბრძანებ

1.    ჩატარდეს კონკურსი ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის  საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად;
2.    კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 14 ივნისს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი #203);
3.    დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - მანანა რუსიეშვილი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
ბ)  კომისიის წევრი - რენატა პიტონაკოვა (ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის პროფესორი);
გ) კომისიის წევრი - ნინო პავლიაშვილი (თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7.  ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

          
რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 139/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო  ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის  12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ 3. სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.“
 
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი             გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 142/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტში  სამეცნიერო  პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ აბესაძის 2018 წლის 11 ივნისის N11870/10 და N11874/10 წერილების  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 8 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი   ოქმი N1) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: 
ეკონომიკური თეორიის განყოფილება
1) პაპავა  ვლადიმერ  -  მთავარი  მეცნიერი  თანამშრომელი – 1 საშტატო  ერთეული      (უვადო)
2) კვარაცხელია მურმან  - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3) დავლაშერიძე ნატალია  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4) კურატაშვილი ქეთევან -  მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   

მაკროეკონომიკის განყოფილება
1)   ბიბილაშვილი ნანა - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  თეთრაული ციცინო - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   

სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება
1)  დათუნაშვილი ლინა - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  ქავთარაძე თენგიზ  -უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3)  ბრეგვაძე გია - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
4)  ქველაძე ქეთევან - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ბიზნესის პრობლემათაკვლევის განყოფილება
1)  კაკულია ეთერ - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  ცუცქირიძე მარინე - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
3)  გოგოხია თეიმურაზ  - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   

ფინანსებისა და საბანკო საქმის განყოფილება
1)  ასათიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  სიგუა გიორგი - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 0,5  საშტატო ერთეული
3)  მელაშვილი მედეა - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული              

საერთაშორისო  ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება 
1)  ქისტაური ნუნუ - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  თოთლაძე ლია - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   
3)  თაფლაძე თამარი - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   
ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის განყოფილება
1)  ჩხეიძე თინათინ - უფროსი მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
2)  ნოზაძე ზურაბ -  მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   
3)  დვალიშვილი ლია - მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული   
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


    
რექტორი                                               გიორგი  შარვაშიძე 


სრულად

ბრძანების N: 138/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა " ქვეპუნქტის, მე-4 და მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 მაისის N20/04 ერთობლივი ბრძანების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის  ი. რატიანის  2018 წლის 4 ივნისის N11308/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 11 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 16 ივლისიდან   2018 წლის  20 ივლისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა;
5. კონკურსი გამოცხადდესს სიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის -  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის  სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:        
   
ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილება:
მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული

6. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 16 ივლისიდან  2018 წლის  20 ივლისის  ჩათვლით 1000-დან 1700  საათამდე თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტში.   მისამართი:  თბილისი, მ. კოსტავას ქ N5, მე-2 სართული.    ტ:2.93 53 00; 298 2676.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



      
რექტორი         გიორგი შარვაშიძე               




სრულად

ბრძანების N: 137/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის #217/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის #217/02-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის #11260/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს  დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 02 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,21“  და ,,22“ პუნქტები:
,,21. ლისის საერთო საცხოვრებელში განთავსებული სტუმრებისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საცხოვრებელი ფართით სარგებლობის (ადგილი ოთახში ელ. ენერგიის, ცივი და ცხელი წყლის მიწოდების, გათბობის, ავეჯის, სხვა ფურნიტურის, საერთო სასადილოსა და სამზარეულოს, სამრეცხაოს, სხვა დაცული საერთო სივრცის ნაწილობრივ სარგებლობის უზრუნველყოფით) ტარიფი -1 პირი თვეში 150 ლარი (არაუმეტეს 15 დღის შემთხვევაში -75 ლარი);
ბ) საცხოვრებელი ფართით მომსახურების (ადგილი ოთახში ელ. ენერგიის, ცივი და ცხელი წყლის მიწოდების, გათბობის, ავეჯის, სხვა ფურნიტურის მომსახურებით, დასუფთავება დალაგების     მომსახურებით,     ასევე     კვებით     მომსახურებით,     ან    მის    გარეშე,  რეცხვით 
მომსახურებით ან მის გარეშე, ჰიგიენის საშუალებებით მომარაგებისა და მომსახურებით ან მის გარეშე, ტრანსპორტით მომსახურებით ან მის გარეშე, ღონისძიების (შეხვედრა,  საჯარო  ლექცია, 

კონფერენცია) სტუდქალაქის დარბაზში ორგანიზების მომსახურებით (განათებით, გახმოვანებით, პროექტორით, ინტერნეტით, მომსახურე პერსონალით, ან მის გარეშე) ტარიფი დგინდება მომსახურების დაჯგუფებული სახეობების მიხედვით, უნივერსიტეტის სტუდქალაქის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მომსახურების პაკეტების 1დღე-ღამის ღირებულების დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ამ ვადის გასვლამდე, მომსახურების შესაბამის პაკეტში ფასის განმსაზღვრელი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში 1 წლის ვადის ათვლა ხორციელდება ბოლო შეფასების თარიღის მიხედვით. კონკრეტული მომსახურების ხელშეკრულების ღირებულება განისაზღრება მომსახურების მიმღები პირის მიერ შერჩეული პაკეტის ღირებულებისა და მომსახურების ვადის შესაბამისად. 
22. წინამდებარე ბრძანების 21 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების პაკეტების ღირებულების დადგენის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის სტუდქალაქის ადმინისტრაციისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის წერილობითი მოთხოვნისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მითითებით  დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს. მომსახურების აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილი ღირებულებები მტკიცდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცალკე ბრძანებით.’’.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი                                                                             ნუნუ  ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 153/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის N11260/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის  27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში: 


ა)  შინაგანაწესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე   ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1)  სტუმარი - უნივერსიტეტში მობილობის ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი, ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი.“;


ბ) შინაგანაწესის  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 9. ლისის საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის სტუმრის განთავსების წესები


1. ლისის საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით განისაზღვრება საცხოვრებელი ფართი უნივერსიტეტის სტუმრების განთავსების მიზნით.

2. სტუმართა ლისის საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კორესპონდენცია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილობითი დავალებით. ხსენებული     კორესპონდენციის    წარდგენამდე     შესაბამისი      სტრუქტურული     ერთეული 

ვალდებულია სტუმრების ვიზიტის დადეგმვის ეტაპზე (ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ვიზიტამდე 15 სამუშაო დღით ადრე) დაადგინოს ლისის საერთო საცხოვრებლის მზაობა შესაბამისი ვიზიტის უზრუნველსაყოფად. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო საცხოვრებელში განთავსებული სტუმრის მიერ ფართით სარგებლობისა, ან მომსახურებისათვის გადასახადის გადახდის მიზნით გამოიყენება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული სარგებლობის ტარიფები.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირი არის უნივერსიტეტში მობილობის, ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი და ზემოხსენებული მემორანდუმი, ხელშეკრულება თუ სხვა სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ სტუმართა ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უნივერსიტეტის სტუმრები განთავსდებიან ფართით სარგებლობის (მომსახურებისთვის) გადასახადის გადახდის გარეშე.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                         ნუნუ ოვსიანიკოვა






სრულად

ბრძანების N: 154/02-01

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
 „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა  და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის  N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის ს. სანაძის 2018 წლის 07 ივნისის N11575/10   კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.     შევიდეს  დამატება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) ავთანდილ ჭეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი.“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი             ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 155/02-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი   N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 მაისის N20/04 ერთობლივი ბრძანების,  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 31 მაისის N11123/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 31 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (უვადო) თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:
ა) გიორგი ცოცანიძე -  ქართველურ ენათა განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 1 საშტატო ერთეული (უვადოდ);
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გიორგი ცოცანიძესთან.  
3.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    

რექტორი      გიორგი  შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 135/01-01

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დაფუძნებასა და დაფუძნებასთან დაკვშირებული ღონისძიებების გატარების შესახებ
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დაფუძნებასა და დაფუძნებასთან დაკვშირებული ღონისძიებების გატარების შესახებ

   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის ,,ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,   46-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაფუძნდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“, რომლის ერთადერთ დამფუძნებლად განისაზღვროს უნივერსიტეტი;
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს მმართველობით ორგანოდ, დამფუძნებელთან ერთად განისაზღვროს საზოგადოების საერთო კრება შემდეგი შემადგენლობით:
1. თამაზ მარსაგიშვილი 
2. მარიამ ცაცანაშვილი  
3. გრიგორ ტატიშვილი    
4. მარინე მაჭავარიანი  
5. ნათელა ანანიაშვილი 
6. რაულ კოკილაშვილი 
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დირექტორად დაინიშნოს თამაზ მარსაგიშვილი 
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დირექტორის მოადგილედ დაინიშნოს მარიამ ცაცანაშვილი 
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორს გრიგორ ტატიშვილს  მიენიჭოს უფლებამოსილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დაფუძნებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სახელით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება;


6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს დაფუძნებასთან დაკავშირებით დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო მოსაკრებლისათვის გადარიცხოს 100 (ასი) ლარი;
7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრი“-ს იურიდიულ მისამართად განისაზღვროს ქ. თბილისი, მინდელის ქ. N11;
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი                                                         გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 136/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სადოქტორო პროგრამებზე;
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები: 

ა) საბუთების მიღება - 25 ივნისი - 2 ივლისი და 29 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება დოქტორანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) -                    4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) –                         7 სექტემბერი;
ლ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
მ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
ნ) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
ო) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11 - 13 სექტემბერი;

პ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 14 სექტემბერი;   
ჟ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი 
რ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
ს) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ლ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 132/01-01