საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 26 ივნისის N12832/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა

1.    ბულია თამრიკო  
2.    გოგუაძე ქეთევან
3.    თავაძე ნანა
4.    გუმბერიძე თინათინ

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 625/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 19 მაისის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის  2018 წლის 11 ივნისის  N11818/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად.
2. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 700  (შვიდასი) ლარით. 
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ბაკალავრის  აკადემიური  ხარისხი; 
ბ) ქართული  ენის ფლობა (კითხვა, წერა, მეტყველება);
გ) ინგლისური ენის ფლობა  (B-2 დონე);
დ)  კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office; Internet Browser ცოდნა; 

4. კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა)  საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
ბ)  საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
დ) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება;

5. კანდიდატი უნდა იცნობდეს ბოლონიის პროცესის დოკუმენტების ძირითად პრინციპებს.

6. უპირატესობა  მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს:
ა)  აქვს ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;


ბ) არის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის/ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის /იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
გ) აქვს კვლევების ჩატარების (კვლევებში მონაწილეობის) გამოცდილება (კითხვარების მომზადება, ანალიზი და სხვა); 
დ)   აქვს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ე)  აქვს ტრენინგების ჩატარების / ფასილიტაციის გამოცდილება;
ვ) აქვს შრომის ბაზრის საკითხებთან, შრომით უფლებებთან, ადამიანური რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული  ცოდნა და გამოცდილება.

7. აპლიკანტს მოეთხოვება: 
ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; 
ბ) დეტალებზე ორიენტირებულობა;
გ)  ოპერატიულობა;
დ) ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
ე)  გუნდურობა და კომუნიკაბელურობა. 

8. შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა)სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ცენტრის მუშაობის ძირითადი საკითხების შესახებ;
ბ) სტუდენტებისთვის პირველადი კონსულტაციის გაწევა კარიერული განვითარების, შრომის ბაზრის საკითხებზე;
გ)საჭიროების  შემთხვევაში  სტუდენტების  დახმარება სააპლიკაციო დოკუმენტებთან დაკავშირებით ( CV - ს, სამოტივაციო წერილის გადახედვა, რჩევები, რეკომენდაციები);
დ) სტუდენტების ინფორმირება (ელ-ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან სხვა გზავნილების საშუალებით) კონკრეტული ვაკანსიების შესახებ, დამსაქმებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება სტუდენტებს შორის; ინფორმაციის მიწოდება სასწავლო სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების შესახებ;
ე) დამსაქმებლების მონაცემთა ბაზის მონიტორინგი და განახლება;
ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ფასილიტაცია;
ზ) ცენტრის  მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ადმინისტრაციული// საორგანიზაციო / ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
თ) ცენტრის ვებ-გვერდისა და ფეისბუქ-გვერდის ადმინისტრირება და მართვა; ცენტრის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მასზე ახალი ინფორმაციის განთავსება;
ი)თსუ-ს ადმინისტრაციასთან, ფაკულტეტებთან ურთიერთობის კოორდინირება სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით; 
კ) დამსაქმებლებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია, დამსაქმებლებთან შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტში;  დასაქმების ფორუმების დაგგემვა და ღონისძიებების საორგანიზაციო მხარდაჭერა; 
ლ) დასაქმების საიტებზე განთავსებულ ინფორმაციის მონიტორინგი ახალი პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და მათთვის თანამშრომლობის შეთავაზების მიზნით;
მ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სტუდენტების რეგისტრაცია, ტრენინგების ფასილიტაცია; 
ნ) კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევების ორგანიზება. 
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
ბ) სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (მაქსიმუმ. 300 სიტყვა);
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ე)სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან  გასაუბრებას, (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
11. სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის 
სტუდენტთა     კარიერული     განვითარების    ცენტრის    კონსულტანტის    შერჩევის   მიზნით 
არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა შეიქმნას საკონკურსო კომისია და დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით კომისიის მუშაობის წესი.
12. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ  უნდა იქნეს 2018 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge  სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტი“.
13. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კონსულტანტის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge  და www. Jobs.ge  .
14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსი.
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
   

ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                  ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 190/02-01

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (13231/10; 29.06.18) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების (2 სტიპენდია) კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 10 ივლისს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
გ)პროფესორი გიორგი ღაღანიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
დ)პროფესორი მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ  კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი                                                                     გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 163/01-01

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე

,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01  ბრძანებაში  ტექნიკური შეცდომების გასწორების თაობაზე

2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანებით დამტკიცდა სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ. ბრძანების სამუშაო ფაილის დაფორმატების შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის გამო დაშვებულია ტექნიკური სახის შეცდომები. კერძოდ, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში  არ უნდა ყოფილიყო მითითებული უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ქეთევან ქუთათელაძე, ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლები - დოდო ჭუმბურიძე და ელდარ ბუბულაშვილი, საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ხათუნა იოსელიანი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ  პოზიციებზე საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების საკითხს სწავლობს თსუ რექტორის 2018  წლის 28 ივნისის N157/01-01   ბრძანებით დამტკიცებული კომისია. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებას უნდა დაემატოს მეცნიერი თანამშრომელი - სოფიო ქადაგიშვილი,  ხოლო საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილებას მეცნიერი თანამშრომელი -  თეა ქამუშაძე, რომლებიც გამორჩენილ იქნა ბრძანების მომზადების პროცესში.   
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის  ზ. აბაშიძის  2018 წლის      14 ივნისის N11583/10-02 წარდგინების   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის  14 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 28 ივნისის N156/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში დაშვებილი ტექნიკური შეცდომები და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ნაწილობრივ (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

                      ძველი  ქვეყნების  ისტორიის განყოფილება

1.ქავთარაძე გიორგი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული
 (10 წლის ვადით);
2. ბახსოლიანი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
        
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება
`
1.კვაჭანტირაძე ეკა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით);
2.გოილაძე  ვახტანგ -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით)
3. ქადაგიძე მარინე  -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული; 
4.გაბისონია პაპუნა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.გოგოლაძე მედეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.ქადაგიშვილი სოფიო -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

                             ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება

1. კიკნაძე ვაჟა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (უვადო).
2.გელაშვილი გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.ქოქრაშვილი ხათუნა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;      
4.მიქიაშვილი ლელა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5. სონღულაშვილი ნატო - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.არაბიძე ირინა  - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.ტყავაშვილი მზია - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

                       საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილება

1.მინდაძე ნინო  -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
(10 წლის ვადით);
2.  გუჯეჯიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3. ჩირგაძე ნინო  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;        
4. ალავერდაშვილი  ქეთევან -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;       
5.აზიკური ნაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
6. მამარდაშვილი  გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7. ნებიერიძე ლელა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული; 
8.  ქამუშაძე თეა  -    მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

                        კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება

1. ოქრუაშვილი სალომე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული 
(10  წლის ვადით);
2. ჯანიაშვილი ლავრენტი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (10   წლის ვადით);
3.ჯალაბაძე ნათია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.კვაშილავა ირმა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

                              ანთროპოლიგიური კვლევის ლაბორატორია

1. ჭითანავა დავით - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2. ლალიაშვილი შორენა -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული’’.   
             
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


 რექტორი                                                                                გიორგი  შარვაშიძე 





სრულად

ბრძანების N: 162/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 3 - 11 სექტემბერი;  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12 - 17 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 17 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 10 - 17 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 2 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 11 - 18 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 19 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 24 სექტემბერი

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 24 სექტემბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 - 24 სექტემბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 სექტემბერი - 12 იანვარი
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 13 - 21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)  
ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი, 22 თებერვალი - 3 მარტი

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),   22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები)
ვ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 158/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების    მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების    გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადა 2018 წლის  1 ივლისიდან 4 აგვისტომდე ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე, შემდეგი გრაფიკით:

ა) გასაუბრება ქართულ ენაში - 10:00 საათი;
ბ)  გასაუბრება რუსულ ენაში - 11:00 საათი;
გ) გასაუბრება ინგლისურ ენაში - 12:00 საათი;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                            გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის - შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული  ლიტერატურის  ინსტიტუტში  მეცნიერი თანამშრომლის -  შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების   მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ი. რატიანის 2018 წლის 2 ივლისის N13355/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ბელა წიფურია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების  პროფესორი.

ბ) რამაზ ჭილაია -  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი
 ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
გ) ლევან ცაგარელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი.

დ) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის  ინსტიტუტის ლიტერატურის  თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ  ბელა წიფურია,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ  რამაზ ჭილაია, საკონკურსო კომისიის  მდივნად  გაგა ლომიძე.
3. დაევალოს კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.  
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა;
5.   ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.  წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                         გიორგი  შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 161/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის   შესარჩევად კონკურსის  გამოცხადების  შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N172/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2018 წლის 27 ივნისის N13070/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 21 ივნისის  N 172/02-01  ბრძანების  მე-10  და მე-12 პუნქტებში:  
ა) ბრძანების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 „10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს   2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი;"
ბ) ბრძანების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს   წარედგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 20 ივლისისა;“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                                    ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 181/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის  შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის"  N1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის"  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის (N11065/10, 31.05.2018), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 8 ივნისის N11674/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 7 ივნისის N11637/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 4 ივნისის N11315/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 5 ივნისის N11368/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 6 ივნისის N11413/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 21 ივნისის N12605/31-01  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან                   5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1)
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
5.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი           გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 585/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;
2.    განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 27 აგვისტო - 3 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 5 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6  სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება –10 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 7 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 13  სექტემბერი;
ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –  10 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  14 - 17 სექტემბერი;
ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
რ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 19 სექტემბერი.

3.    განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი)  სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი       გიორგი შარვაშიძე



სრულად

ბრძანების N: 152/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის 29 მარტის №7735/10-02 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის  2018 წლის  29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის  29 მარტის №7735/10-02  კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის 2018 წლის   29 მარტის  №7735/10-02  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დალი კანდელაკი  - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის  წევრი;
გ) ვასილ ბარამიძე  - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  - კომისიის წევრი;
დ) გიორგი მახარობლიშვილი – იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- კომისიის წევრი;
ე) დარეჯან გარდავაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის მდივანი;
ვ) ია ნაცვლიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს კომისიას 2018 წლის 30 ივნისამდე შეისწავლოს საკითხი და შედეგები წერილობითი სახით წარუდგინოს წარუდგინოს რექტორს.  
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი        გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 153/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2018 წლის 20 ივნისის  N12511/10  წერილის (თან ერთვის  ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2018 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი N9-დან ამონაწერი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
ბ) რევაზ აბაშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ) მაია ლომია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რევაზ აბაშია და  საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;
3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და  თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2018 წლის 10 აგვისტოსი.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორი       გიორგი შარვაშიძე
          

სრულად

ბრძანების N: 154/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართიN1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და                       მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის  ი. რატიანისა  და კომისიის თავმჯდომარის თ. ჯაგოდნიშვილის 2018 წლის 15 ივნისის N12310/10, წერილების   (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

      ქართული ლიტერატურის  განყოფილება

1.    კვიტაიშვილი ემზარ -  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული .
2.    არგანაშვილი გია - მეცნიერი თანამშრომელი  0,5  საშტატო ერთეული .
           
ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის  განყოფილება

  1.  ხვედელიძე ირაკლი - მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული.

          ფოლკლორის  განყოფილება

1.    არაბული ამირან - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება კონკურსის შედეგად არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან.
3.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    



რექტორი         გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 155/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის,  მე-10 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის ზ. აბაშიძის 2018 წლის  14 ივნისის N11583/10-02 წარდგინების (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2018 წლის  14 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი ) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები  ნაწილობრივ  (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: 

                      ძველი  ქვეყნების  ისტორიის განყოფილება
1.ქავთარაძე გიორგი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
2. ბახსოლიანი ნანა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
        

     
                   შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება

3.კვაჭანტირაძე ეკა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.გოილაძე  ვახტანგ -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით)
 5. ქუთათელაძე ქეთევან  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6. ქადაგიძე მარინე  -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
7.გაბისონია პაპუნა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8.გოგოლაძე მედეა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

         ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება

  9. კიკნაძე ვაჟა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (უვადო).
10.ჭუმბურიძე დოდო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული   (10წლის   ვადით);
 11. ბუბულაშვილი ელდარ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული  (10  წლის ვადით);
 12.გელაშვილი გია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 13.ქოქრაშვილი ხათუნა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 14.მიქიაშვილი ლელა -  უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 15.  სონღულაშვილი ნატო - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 16.არაბიძე ირინა  - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 17.ტყავაშვილი მზია - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  

           საქართველოს ეთნოლოგიის  განყოფილება

       18.მინდაძე ნინო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
19.იოსელიანი ხათუნა  -მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);   
20. გუჯეჯიანი როზეტა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
21.ჩირგაძე ნინო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;  22.ალავერდაშვილი ქეთევან -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;     23.აზიკური ნაზი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
24. მამარდაშვილი  გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
25. ნებიერიძე ლელა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;                           

                        კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება

 26. ოქრუაშვილი სალომე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10  წლის ვადით);
 27. ჯანიაშვილი ლავრენტი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10  წლის ვადით);
 28.ჯალაბაძე ნათია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
 29.კვაშილავა ირმა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;


                         ანთროპოლიგიური კვლევის ლაბორატორია

30.ჭითანავა დავით - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
31. ლალიაშვილი შორენა -მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;   
             

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                გიორგი  შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 156/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის შესარჩვად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის  შესარჩვად  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად  კომისიის შექმნის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და              მე-9 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის #63 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობები’’-ს მე-6 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის  2018 წლის 15 ივნისის N11624/10-02, ლოლა სარალიძის 2018 წლის 18 ივნისის N11734/10-02, მანანა ხვედელიძის 2018 წლის 18 ივნისის N11727/10-02, ნინო ღამბაშიძის 2018 წლის   18 ივნისის N11677/10-02, დავით მერკვილაძის 2018 წლის 15 ივნისის N11710/10-02, ჯონი კვიციანის 2018 წლის 18 ივნისის N11750/10-02, რუსუდან ლაბაძის  2018 წლის 18 ივნისის  N11678 /10-02, ალექსანდრე დაუშვილის 2018 წლის 25 ივნისის N12060/10-02, ედიშერ ჯაფარიძის  2018 წლის 18 ივნისის N11676/10-02, შოთა ვადაჭკორიას 2018 წლის 28 ივნისის N12302/10-02 და ქეთევან მანიას 2018 წლის N12064/10-02 განცხადებების საფუძველზე, 
                                                                
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის   ინსტიტუტში  სამეცნიერო  პერსონალის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირების განცახდებებში დასმული საკითხების განსახილველად   კომისია  შემდეგი შემადგენლობით:
1. გიორგი ოთხმეზური - კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი.
2. ვახტანგ ლიჩელი - თავმჯდომარის მოადგილე, ჰუმანიტრულ მეცნიერებათ ფაკულტეტის  პროფესორი.
3. ვასილ გონაშვილი - კომისიის მდივანი იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
4. მორის შალიკაშვილი  -  იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
5. ზურაბ გაიპარაშვილი  - თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

2. დაევალოს კომისიას წარუდგინოს დასკვნა თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 16 ივლისისა. 
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების  გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული  ერთეულებისათვის.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                 გიორგი  შარვაშიძე 



სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 7 თებერვლის №28/01-01 და 13 აპრილის №75/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის თ. ზარანდიას 04.06.2018წ. №11292/31-05, 25.06.2018წ. №12754/31-05 წერილების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  რუსუდან სანადირაძის 12.06.2018წ. №11953/10 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 57610 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრები და მაგისტრანტები დანართი №1-ის მიხედვით;              
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრებისა და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                  ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 614/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში (ლისის საერთო საცხოვრებელი) საცხოვრებელი ფართით მომსახურების ტარიფის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში (ლისის საერთო საცხოვრებელი) საცხოვრებელი ფართით მომსახურების ტარიფის        განსაზღვრის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ნ“ ქვეპუნქტების,  თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 08 ივნისის N153/02-01 ბრძანების პირველი პუნქტის 22 ქვეპუნქტის და  თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2018 წლის 22 ივნისის N12639/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში (ლისის საერთო საცხოვრებელი) საცხოვრებელი ფართით მომსახურების ტარიფი განისაზღვროს შემდეგი სახით:


მომსახურების პაკეტის დასახელება

ლარი

საცხოვრებელი ფართით მომსახურება ( ადგილი ოთახში , ელ . ენერგია , ცივი და ცხელი წყლის მიწოდება , ავეჯი , სხვა ფურნიტურა , სხვა დაცული საერთო სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა , დასუფთავება - დალაგება , თეთრეულის , პირსახოცების რეცხვა - დაუთოვება - გამოცვლა )

13 .00

საცხოვრებელი ფართით მომსახურება ( ადგილი ოთახში , ელ . ენერგია , ცივი და ცხელი წყლის მიწოდება , ავეჯი , სხვა ფურნიტურა , სხვა დაცული საერთო სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა , დასუფთავება - დალაგება , თეთრეულის , პირსახოცების რეცხვა - დაუთოვება - გამოცვლა ) + საუზმე

+8.00

საცხოვრებელი ფართით მომსახურება ( ადგილი ოთახში , ელ . ენერგია , ცივი და ცხელი წყლის მიწოდება , ავეჯი , სხვა ფურნიტურა , სხვა დაცული საერთო სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა , დასუფთავება - დალაგება , თეთრეულის , პირსახოცების რეცხვა - დაუთოვება - გამოცვლა ) + ჰიგიენის საშუალებებით მომარაგება და მომსახურება

+3.00

საცხოვრებელი ფართით მომსახურება ( ადგილი ოთახში , ელ . ენერგია , ცივი და ცხელი წყლის მიწოდება , ავეჯი , სხვა ფურნიტურა , სხვა დაცული საერთო სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა , დასუფთავება - დალაგება , თეთრეულის , პირსახოცების რეცხვა - დაუთოვება - გამოცვლა ) + ტრანსპორტით მომსახურება 1 კმ - ზე .

მსუბუქი ავტომობილი

+0.65

მიკროავტობუსი (10 ადგილიანი )

+0.75

მინი ავტობუსი (26 ადგილიანი )

+0.8 0

საცხოვრებელი ფართით მომსახურება ( ადგილი ოთახში , ელ . ენერგია , ცივი და ცხელი წყლის მიწოდება , ავეჯი , სხვა ფურნიტურა , სხვა დაცული საერთო სივრცით ნაწილობრივი სარგებლობა , დასუფთავება - დალაგება , თეთრეულის , პირსახოცების რეცხვა - დაუთოვება - გამოცვლა ) + ღონისძიების ( შეხვედრა , საჯარო ლექცია , კონფერენცია ) სტუდქალაქის დარბაზში (100 ადგილიანი ) ორგანიზების მომსახურება ( განათებით , გახმოვანებით , პროექტორით , ინტერნეტით , მომსახურე პერსონალით )

+200 .00



2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი                                                                              ნუნუ  ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 174/02-01

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

    ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  05.06.2018 წლის №11050/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად პირთა შერჩევის მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თამარ  გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) ვასილ გონაშვილი - აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) გოჩა ფერაძე, აკადემიური საბჭოს წევრი, თსუ დამოუკიდებელი სამენციერო-კვლევით ერთეულის - თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კომისიის წევრი;
ვ) ირმა ხარშილაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებულმა კომისიამ, დადგენილ ვადაში, უზრუნველყოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარსადგენად შესაბამის პირთა შერჩევა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, სათანადო ინფორმაციის გაგზავნა ელ. მისამართზე info@justice.gov.ge.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                                                                                          გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 150/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 მარტის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2018 წლის  29 მარტის №60/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4  პუნქტის,  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის                        52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის   1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების’’ მე-8 მუხლის ,,გ’’ პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა’’ და ,,ო” ქვეპუნქტების და    ამავე მუხლის მე-9  პუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 ივნისის №12194/10 წერილის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის (პროფესიული განათლების მასწავლებელი) შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2018 წლის  29 მარტის №60/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი #1-ის  მე-3 მუხლის  პირველ პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებელის შერჩევას, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პერსონალის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.’’

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6.


რექტორი                                                      გიორგი შარვაშიძე
                                                           

სრულად

ბრძანების N: 148/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში – ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში – ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი)   დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,    373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,  ,,პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ჰამლეტ მელაძის 2018 წლის 14 ივნისის N11584/10-02 წერილისა და საკონკურსო კომისიის მდივნის პეტრე ბაბილუას 2018 წლის 19 ივნისის N11777/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისისა და 2018 წლის                          18 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმები) საფუძველზე, 


ვბრძანებ:


1. დამტკიცდეს 2018 წლის 22 ივნისიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:


              დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
1. ნატალია ჩინჩალაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
2. გიორგი კაპანაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
3. ნათელა ზირაქაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
4. ლამარა ბიწაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
5. ივანე ცაგარელი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
6. რომან ჯანჯღავა - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
7. მაია სვანაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
8. ნიკოლოზ ავაზაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
      გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება:
1. ხათუნა ჩარგაზია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
2. არჩილ პაპუკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
3. ნინო ხატიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
    დიფერენციალური განტოლებების და ოპტიმალური მართვის განყოფილება:
1. რომან კოპლატაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
      ფუნქციონალური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
1. დაზმირ შულაია  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული

      ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
1. ქართლოს ყაჭიაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
2. ალექსანდრე ტყეშელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული

       კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
1. ჯემალ როგავა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1   საშტატო ერთეული (უვადო)

2. დავით ნატროშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული (უვადო)

3. მიხეილ გაგოშიძე - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
        კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
1. ვალერიან ჯიქია - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
         დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
1. მარიამ ბერიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
2. თენგიზ ტეტუნაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
3. თამარ ქასრაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული


 პროგრამირების განყოფილება:
ბესიკი დუნდუა - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
მიხეილ რუხაია - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
ირაკლი ჩიტაია - მეცნიერი თანამშრომელი - 0.5  საშტატო ერთეული
 პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია:
ლუბა წამალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული
თამაზ კალაძე - მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული

2. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.



რექტორი                                                         გიორგი შარვაშიძე
 
სრულად

ბრძანების N: 149/01-01