საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
"ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2012  წლის 22 თებერვლის  №12/2012  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ’’ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2013 წლის 20 თებერვლის №4244/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012  წლის 22 თებერვლის  №12/2012  დადგენილების  №1 დანართით  დამტკიცებული  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებიდან ამოღებულ იქნეს  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 36/2013

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012 წლის 26 დეკემბრის №174/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის N21/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 25.02.2013, №5001/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:


„თ1) დავით პატარაია (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 35/2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №20/2013 დადგენილების პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 

„გ) კავკასიოლოგია (კავკასიური ენები):


1) ნოდარ არდოტელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);
2) ბელა შავხელიშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;
3) ვლადიმერ კიკილაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
4) რევაზ აბაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
5) ვასილ გონაშვილი - ასოცირებული პროფესორი, თსუ რექტორისა და აკადემიური საბჭოს კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 34/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 9 ნოემბრის №120/2015 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი.“.


2. დამტკიცდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 33/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 9 ნოემბრის №120/2015 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№66/2013, 03.06.2013 დადგენილებით



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი.“.


2. დამტკიცდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 33/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 28 დეკემბრის №176/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 4 თებერვლის №12/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: №4611/02, 22.02.2013)  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი დამატებები:

 

ა) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:


1) ეკა ჩოხელი – ასოცირებული პროფესორი.“;

 

ბ) VIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:


„ე1) ლარისა ყორღანაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“;

 

გ) IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:


„გ1) მარინე კობალავა – ასოცირებული პროფესორი.“;
2) ეთერ სარჯველაძე – ასისტენტ–პროფესორი;
3) ეკატერინე უროტაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;

 

დ) XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:


„ა1) ნანა კაციტაძე – ასოცირებული პროფესორი.“.

 

ე) XII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:


ვ ) მაია გიორგობიანი – ასისტენტ–პროფესორი;
ზ ) ზამირა შონია – ასისტენტ–პროფესორი;“.

 

ვ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინააარსის XIII პუნქტი:


„XIII. ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა


ა) დემურ სიჭინავა – ასოცირებული პროფესორი;
ბ) თინა მელქოშვილი – – ასისტენტ–პროფესორი;
გ) რუსუდან სეთურიძე – ასისტენტ–პროფესორი.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 32/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №20/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილები: 22.02.2013, №4706/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:

 

ა) IV ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი:

 

ა) ბ.ა1) თინათინ დოლიძე – სრული პროფესორი.“;

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 31/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №3672/02, 15.02.2013  და №3694/02, 18.02.2013 წერილების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების პირველი ნაწილის  შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:


ა) „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
ბ) „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);

 

2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მეორე ნაწილის  შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:


ა) „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 34);
ბ) „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ (ქართულ–რუსულენოვანი) (დანართი 35);
გ) „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 36);
დ) „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 37);
ე) „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა “ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 38);
ვ) „ა“ პუნქტის 39-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 39);
ზ) „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 40);
თ) „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
ი) „გ“ პუნქტის 45-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
კ) „გ“ პუნქტის 49-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 49);
ლ) „გ“ პუნქტის 51-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“ (დანართი 51);
მ) „გ“ პუნქტის 58-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (დანართი 58);
ნ) „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 62);
ო) „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 63);
პ) „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი 64);
ჟ) „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
რ) „დ“ პუნქტის 762-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199);

 

3. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილის  შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:


ა) „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 77);
ბ) „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 78);
გ)  „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 79);

 

4. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მეხუთე ნაწილის  შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:


ა) „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (დანართი 94);
ბ) „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“  (ინგლისურენოვანი)  (დანართი 96);

 

5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

7. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 30/2013

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა  და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის იანვრის №/3673/02, 15.02.2013 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს:


ა) ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).


ბ) დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №2).

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №116/2012 დადგენილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ.“.

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 29/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №276 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 14.02.2013, №3438/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 24 სექტემბრის №276 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

 

13. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ენვერ ლაგვილავას გაუგრძელდეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 28.12.2012, №176/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.".

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 28/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილებაში და ამავე დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №81/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 14.02.2013 №3394/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილებაში და ამავე დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2012 წლის 10 სექტემბრის  №81/2012 დადგენილების პირველი ნაწილის II1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„II1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ეკა ავალიანს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 10.01.2013, №03/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.“.

 

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილების მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 

„4. დადგენილება ძალაში შევიდეს თსუ რექტორის 10.01.2013, №03/01-01 ბრაძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლისთანავე.“.

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 27/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 14.02.2013, №3394/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 26 სექტემბრის №286 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

 

12. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორებს ცირა ბარამიძესა და ბეჟან ჯავახიას გაუგრძელდეთ სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 10.01.2013 №03/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 26/2013

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 11.02.2013, №3051/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და ახალგაზრდების სამეცნიერო–პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 25/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 1 ნოემბრის №148/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების (წერილი 15.02.2013, №3583/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილების „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.მ“ ქვეპუნქტი:


„ბ.მ) ლაშა ტუღუში – ასისტენტ–პროფესორი.“;

 

ბ) „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:


„დ.ა1) რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი.“;

 

გ) „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ა1“ ქვეპუნქტი:


„ე.ა1) ამირან ბერძენიშვილი – სრული პროფესორი.“;

 

დ) დადგენილების „ვ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.დ“ ქვეპუნქტი:


„ვ.დ“ ნანა რუხაძე – ასისტენტ–პროფესორი.“;

 

ე) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:


„ზ) გენდერი:


ზ.ა) თამარ საბედაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 24/2013

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლისა და აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აკადემიური საბჭოს წევრის სამეცნიერო-შემოქმედებით შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნისას აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მისი ჩართვა და კენჭისყრაში მონაწილეობა განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იყოს აკადემიური საბჭოს წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი და შესაძლებელი იყოს მისი ხმის იდენტიფიცირება.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 23/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 2012 წლის 13 დეკემბრის №168/01-01 და 2013 წლის 10 იანვრის №01/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) გეოგრაფია:

 

1. დავით კერესელიძე - თსუ სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
2. ლია მაჭავარიანი -  თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. ზურაბ სეფერთელაძე - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. ვასილ გონაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. ლია ტრაპაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 


ბ) ინტერდისციპლინური (ფიზიკა, ბიოლოგია):

 

1. ალექსანდრე შენგელაია - თსუ სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
2. დიანა ძიძიგური - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. ნოდარ ცინცაძე - თსუ სრული პროფესორი;
4. ნანული დორეული - თსუ სრული პროფესორი;
5. ედუარდ ჩიკვაიძე – თსუ ემერიტუსი;
6. ზურაბ ქუჩუკაშვილი– თსუ ასისტენტ-პროფესორი;
7. ვასილ გონაშვილი– თსუ ასოცირებული პროფესორი;
8. გურამ ქუთელია - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 


გ) ფიზიკა:

 

1. ალექსანდრე შენგელაია - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ახალკაცი ანატოლი - თსუ ემერიტუს-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. ვასილ გონაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. დიმიტრი დარასელია –  ფიზიკის დოქტორი;
5. ლია ტრაპაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 


დ) კომპიუტერული მეცნიერებები:

 

1. ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. გია სირბილაძე - თსუ სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. რევაზ ქურდიანი -  თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. ვასილ გონაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. ტრაპაიძე ლია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი).

 


ე) ბიოლოგია:

 

1. დიანა ძიძიგური - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. არნოლდ გეგეჭკორი -  თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. თეიმურაზ ლეჟავა -  თსუ სრული პროფესორი;
4. ნანული დორეული -  თსუ სრული პროფესორი;
5. ნანა კოშორიძე -  თსუ სრული პროფესორი;
6. ნანული კოტრიკაძე -  თსუ სრული პროფესორი;
7. ვასილ გონაშვილი– თსუ ასოცირებული პროფესორი.
8. მაგდა ალანია - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 


ვ) ქიმია:

 

1. იოსებ შათირიშვილი – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ზურაბ ფაჩულია – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
3. ზიგფრიდ კურატაშვილი – აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
4. ვასილ გონაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. მაგდა ალანია - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 


ზ) ელექტრული და  ელექტრონული ინჟინერია:

 

1. რომან ჯობავა - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ლევან შოშიაშვილი -თსუ ასისტენტ პროფესორი;
3. ანატოლი ახალკაცი - თსუ ემერიტუს-პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
4. ვასილ გონაშვილი– თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. მაგდა ალანია - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 22/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 26 დეკემბრის №174/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ლევან ალექსიძე - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ირინა ქურდაძე - სრული პროფესორი;
გ) ეკა სირაძე - ასოცირებული პროფესორი;
დ) დავით ბოსტოღანაშვილი - ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
ე) თამარ ვეფხვაძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 21/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

 

ა) მსოფლიო ისტორია  (ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია):

 

1. ნანა ხაზარაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ჯემალ შარაშენიძე - თსუ ემერიტუსი;
3. ლევან გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი;
4. ნინო ჩიქოვანი - თსუ სრული პროფესორი;
5.აკაკი გეთიაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
6. ნინო გომართელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
7.თეა ქარჩავა - თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
8.თამარ ვეფხვაძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
9. არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

 

ბ) ბიზანტიური ფილოლოგია:

 

1. რისმაგ გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. რუსუდან ცანავა - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
3. ნანა ტონია - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. თეა წითლანაძე - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 20/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 01.02.2013, №2132/02 წერილის საფუძველზე,



აკადემიური საბჭო ადგენს:



1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 187–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



„187. არქეოლოგია-პალეოანთროპოლოგია (დანართი 187);“.



2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 19/2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 4 თებერვლის №12/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 28 დეკემბრის №176/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 4 თებერვლის №12/2013 დადგენილების პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თ) ვასილ კიკუტაძე – ასოცირებული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 18/2013