საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №94/2019 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის   25.12.2013, №39988/02  წერილის საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1).


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი