საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის
22 ივლისის №94/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№114/2014, 28.11.2014 , №145/2016, 05.12.2016,
№9/2018, 22.01.2018, №95/2018, 26.03.2018

დადგენილებებით


    
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, ხარისხის უზუნველყოფის სამსახურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის   25.12.2013, №39988/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1). (№114/2014, 28.11.2014) (№145/2016, 05.12.2016) (№9/2018, 22.01.2018) (№95/2018, 26.03.2018)


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას. 
4.  დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 

 


                                                                                
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი