საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესის მე-2 მუხლისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს 15.01.2014, №914/02 მიმართვის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. გამოცხადდეს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრების არჩევნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე (2 სტუდენტი), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (1 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი), მედიცინის ფაკულტეტზე (2 აკადემიური პერსონალი, 1 სტუდენტი) და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ( 1 სტუდენტი).
2. არჩევნების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 14 თებერვალი.
3. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება რექტორის შესაბამის აქტის საფუძველზე მოხდეს არა უგვიანეს 2014 წლის 28 იანვრისა.
4. რეგისტრაციის ვადა კანდიდატებისათვის განისაზღვროს 3-9 თებერვლით.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი