საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ლილი ჟორჟოლიანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2012 წლის 24 დეკემბრის №33552/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის ცნობილ ირანისტს ქალბატონ ლილი ჟორჟოლიანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 131/2012

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 12 ოქტომბრის №134/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 დეკემბრის №122/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: №32924/02, 19.12.2012) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) IV ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ქვეპუნქტი:


ბ.გ) მარიამ ელიზბარაშვილი – ასოცირებული პროფესორი.“;

 

ბ) IV ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:


„გ.ა1) ზურაბ სეფერთელაძე – ასოცირებული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 130/2012

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 15 ოქტომბრის №136/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №119/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილები: 19.12.2012, №32898/02; 18.12.2012, №32776/02; 18.12.2012, №32763/02; 20.12.2012, №33041/02; 19.12.2012, №32964/02; 24.12.2012, №33424/02; 20.12.2012, №33171/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) I ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ ქვეპუნქტი:


„ გ.ა1) მარინა ჯიქია - სრული პროფესორი.“;

 

ბ) I ნაწილის „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.გ“ ქვეპუნქტი:


„ე.გ) ნინო სამსონია - ასოცირებული პროფესორი.“;

 

გ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ა.ა.ვ1“ ქვეპუნქტი:


„ა.ა.ვ1) რუსუდან დოლიძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

დ) IV ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები:


ა.ვ) ქეთევან ნადარეიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ა.ზ) ზაზა ხინთიბიძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ე) IV ნაწილის "გ" პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ.ბ “ პუნქტი:


" გ.ბ) მაკა ქამუშაძე - ასისტენტ-პროფესორი.“;

 

ვ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი:


„გ) თინათინ ბოლქვაძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ზ) VII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ პუნქტი:


„ა2) ნინო წერეთელი - ასოცირებული პროფესორი.“;

 

თ) VIII ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი“ ქვეპუნქტი:


„ა.ი) ნინო შარაშენიძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ი) IX ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ1“ ქვეპუნქტი:


„ბ.ბ1) თამარ შარაბიძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

კ) IX ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:


„დ.ბ1) ხვთისო მამისიმედიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ლ) X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ პუნქტი:


„ბ) კავკასიის ისტორია


ბ.ა) ჯონი კვიციანი - ასოცირებული პროფესორი;
ბ.ბ) გიორგი ჟუჟუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;

 

მ) XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ პუნქტები:


„ბ1) ჯაბა სამუშია - სრული პროფესორი.“;
„ბ2) ქეთევან ნადირაძე - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ნ) XVII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ პუნქტი:


„დ1) ირინე მირიჯანაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“.

 

 ო) XIX ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ა.ბ“ ქვეპუნქტი:


„ა.ბ) რევაზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი.“;

 

პ) XIX ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ“ ქვეპუნქტი:


„ბ.გ) ნაპო კვარაცხელია - ასოცირებული პროფესორი.“;

 

ჟ) XIX ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“ და „გ.ა2“ ქვეპუნქტები:


„გ.ა1) აკაკი ყულიჯანიშვილი - სრული პროფესორი.“;
გ.ა2) ანასტასია ზაქარიაძე - ასოცირებული პროფესორი.“.

 

რ) XX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ პუნქტი:


„ზ) ნინო ჩახუნაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 129/2012

აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტისა  და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №32431/02, 14.12.2012 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) „გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 28 დეკემბრის №67 დადგენილება;


ბ) „ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 8 ოქტომბრის №50 დადგენილება;


გ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 26 სექტემბრის №43 დადგენილება;


დ) „2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 7 სექტემბრის №142 დადგენილება;


ე) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 16 ივნისის №263 დადგენილება;


ვ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 27 თებერვლის №183 დადგენილება;


ზ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“   2009 წლის 16 მარტის №195 დადგენილება;


თ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 იანვრის №4/2010 დადგენილება;


ი) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილება;  


კ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №9/2010 დადგენილება;


ლ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის გაზაფხულის სემეტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №7/2010 დადგენილება;


მ) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2011 წლის 11 აპრილის №32/2011 დადგენილება.


2. დაევალოს თსუ ფაკულტეტებს ორი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადებული სადოქტორო პროგრამების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების კრედიტების დაანგარიშება და გადაყვანა თავსებად მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე.


3. ამ დადგენილებით ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სტუდენტთა ინტერესის მაქსიმალური დაცვით.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 128/2012

აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2014 წლის 19 მაისის №44/2014 დადგენილებით


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტისა  და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №32431/02, 14.12.2012 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) „გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 28 დეკემბრის №67 დადგენილება;


ბ) „ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2007 წლის 8 ოქტომბრის №50 დადგენილება;


გ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური (გარდამავალი პერიოდის) სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2007 წლის 26 სექტემბრის №43 დადგენილება;


დ) „2008-2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 7 სექტემბრის №142 დადგენილება;


ე) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 16 ივნისის №263 დადგენილება;


ვ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2009 წლის 27 თებერვლის №183 დადგენილება;


ზ) „2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“   2009 წლის 16 მარტის №195 დადგენილება;


თ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 იანვრის №4/2010 დადგენილება;


ი) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2010 წლის 25 ივნისის №66/2010 დადგენილება;  


კ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №9/2010 დადგენილება;


ლ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010 წლის გაზაფხულის სემეტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 5 თებერვლის №7/2010 დადგენილება;


მ) „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010/2011  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  2011 წლის 11 აპრილის №32/2011 დადგენილება.


2. დაევალოს თსუ ფაკულტეტებს ორი თვის ვადაში უზრუნველყონ ამ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადებული სადოქტორო პროგრამების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების კრედიტების დაანგარიშება და გადაყვანა თავსებად მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე.

 

3. ამ დადგენილებით ძალადაკარგულ სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების თავსებად აკრედიტებულ პროგრამებზე გადაყვანისას სასწავლო და კვლევითი კომპონენტის აღიარება მოხდეს შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარდგინების საფუძველზე ფაკულტეტის საბჭოს მიერ დადგენილი წესით, სტუდენტთა ინტერესის მაქსიმალური დაცვით. (№44/2014, 19.05.2014)


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 128/2012

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 თებერვლის №12/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 თებერვლის №12/2012 დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1–ის მე–3 მუხლის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გ) სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.“.

 

2. დადგენილებით მიღებული საკითხი დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 127/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 16 ნოემბრის №154/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ირაკლი ბურდული - სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი კვერენჩხილაძე - სრული პროფესორი;
გ) თამარ ზარანდია - ასოცირებული პროფესორი;
დ) მზია ლეკვეიშვილი - თსუ ემერიტუსი;
ე) გურამ ნაჭყებია - თსუ ემერიტუსი;
ვ) ირმა ხარშილაძე - ასოცირებული პროფესორი.
ზ) სოფიო ცინცაძე - თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 126/2012

პროფესორ ანდრეას კნორისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრულ პროფესორ ანდრეას კნორს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 125/2012

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

არ არის დამტკიცებული ამ დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად
თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ

 



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილებით დამტკიცებულ №2, №3, №4, №5 და №6 დანართებში ნაცვლად სიტყვებისა „(გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა)“, ჩაიწეროს სიტყვები „(გარდა კანონის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სამეურვეო საბჭოს წევრებისა, რომელთაც გააჩნიათ მხოლოდ ჰონორარისა და კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯების ანაზღაურების უფლება, ასევე გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა).“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 124/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ

,,არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელი შემდეგი სახით:


ა)  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა;
ბ)  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
გ)  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი.

 

2.  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა (სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ქვედა რგოლი) წარმოადგენს პროგრამის ან მომიჯნავე, მონათესავე, ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთიანობას.

 

3. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი არის სასწავლო-სამეცნიერო  მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.

 

4. სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი არის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ან/და  სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.

 

5. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისა და შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ფაკულტეტს.

 

6. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურული მოწყობა ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით დგინდება ფაკულტეტის მიერ და აისახება ფაკულტეტის დებულებაში, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტისთვის ფაკულტეტის მოქმედი დებულება ითვალისწინებს ფაკულტეტზე ისეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არსებობას, რომელიც თავის შემადგენლობაში არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების არსებობას, ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო სტრუქტურაში ამგვარმა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა შესაძლებელია ფუნქციონირება გააგრძელოს ამჟამად არსებული სახით. ასეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელახლა შექმნის შემთხვევაში, მისი ფორმირება სავალდებულოა წინამდებარე დებულების მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

8. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

9. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 123/2012

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 5 თებერვლის №31/2018 დადგენილებით


,,არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელი შემდეგი სახით: (№31/2018, 05.02,2018)

 

ა)  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა;
ბ)  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
გ)  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი.

 

2.  სასწავლო–სამეცნიერო მიმართულება/კათედრა (სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ქვედა რგოლი) წარმოადგენს პროგრამის ან მომიჯნავე, მონათესავე, ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთიანობას.

 

3. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი არის სასწავლო-სამეცნიერო  მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.

 

4. სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი არის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ან/და  სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების/კათედრების გაერთიანება.

 

5. ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საჭიროებისა და შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ფაკულტეტს.

 

6. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურული მოწყობა ამ დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით დგინდება ფაკულტეტის მიერ და აისახება ფაკულტეტის დებულებაში, რომელიც მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტისთვის ფაკულტეტის მოქმედი დებულება ითვალისწინებს ფაკულტეტზე ისეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არსებობას, რომელიც თავის შემადგენლობაში არ ითვალისწინებს სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების არსებობას, ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო სტრუქტურაში ამგვარმა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა შესაძლებელია ფუნქციონირება გააგრძელოს ამჟამად არსებული სახით. ასეთი სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელახლა შექმნის შემთხვევაში, მისი ფორმირება სავალდებულოა წინამდებარე დებულების მე-3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

8. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 123/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 12 ოქტომბრის №134/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

 

I. ბიოლოგიის მიმართულება:


ა) დიანა ძიძიგური - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) არნოლდ გეგეჭკორი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეიმურაზ ლეჟავა - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი;
დ) ნანული დორეული - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი;
ე) ნანული კოტრიკაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი;
ვ) ნანა კოშორიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი;
ზ) ნინო ფორაქიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი;
თ) ვასილ გონაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი;
ი) მაგდა ალანია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

II. გეოგრაფიის მიმართულება:


ა) რობერტ მაღლაკელიძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დალი ნიკოლაიშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) გიორგი დვალაშვილი - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი;
დ) ეთერ დავითაია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ–პროფესორი;
ე) ვასილ გონაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) მაგდა ალანია - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 122/2012

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა შერჩევისა და ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №97/2012 დადგენილების თანახმად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად შერჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები:

 

ა) ლელა გაფრინდაშვილი;
ბ) რევაზ ჯორბენაძე.

 

2. შერჩეული კანდიდატები ასარჩევად წარედგინოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.

 

3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 121/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის №306 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 02.11.2012, №28494/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 ნოემბრის № 306 დადგენილების II1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების სრულ პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძეს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 30 ივლისამდე.".

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 120/2012

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის №136/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს,

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

 

ა) აღმოსავლეთმცოდნეობა (თურქოლოგია, ასირიოლოგია) (დანართი №1);

 

ბ) დასავლეთ ევროპული ფილოლოგია - ინგლისური ფილოლოგია (ინგლისური ენა), რომანისტიკა (ფრანგული ენა) (დანართი №2);

 

გ)  კავკასიოლოგია (კავკასიის ისტორია), საქართველოს ისტორია (დანართი №3);

 

დ) ფილოსოფია (ფილოსოფიის ისტორია, თეორიული ფილოსოფია, პრაქტიკული ფილოსოფია),  პედაგოგიკა (დანართი №4);

 

ე) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება, ქართული ენა  (ქართველური ენათმეცნიერება),   ქართული ლიტერატურის ისტორია (ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ფოკლორისტიკა), თარგმანი  და ლიტერატურული ურთიერთობები (დანართი №5);

 

ვ) ხელოვნების ისტორია და თეორია (დანართი №6);

 

ზ) კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა (კლასიკური ფილოლოგია,ნეოგრეცისტიკა) (დანართი №7).

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 119/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 16 ოქტომბრის №113/2017 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 06.12.2012 №31635/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მიღებულ იქნეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 118/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2017 წლის 16 ოქტომბრის №113/2017 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2013 წლის 21 ოქტომბრის №116/2013
დადგენილებით


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 06.12.2012 №31635/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. მიღებულ იქნეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება (დანართი №1) და დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 118/2012

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 07.12.2012 №31768/02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:

 

„დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

 

„ა) 861. ოფისის მენეჯერი (მდივან - რეფერენტი) (II საფეხური) (დანართი 205);
ბ) 862. ოფისის მენეჯერი (მდივან - რეფერენტი) (III საფეხური) (დანართი 206).“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 117/2012

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2013 წლის 18 თებერვლის №29/2013 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა  და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2012 წლის 6 დეკემბრის №31735/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 116/2012

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 7 დეკემბრის №315 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 22.11.2012, №30275/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 7 დეკემბრის №315 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 პუნქტი:

 

„II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრულ პროფესორ მარინა ჯიქიას გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 15.10.2012, №136/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლამდე.".

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის პერსონალის მართვის დეპარტამენტს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115/2012