საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 17.01.2014, №1149/02  წერილების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:


ა) III ნაწილის „ა“  პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“  პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 78);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი