საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი“ (დანართი № 1);


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის №141 დადგენილება;


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 96/2014

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
24.06.2016, №62/2016 და 25.05.2020, №42/2020
დადგენილებებით



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი“ (დანართი №1); (24.06.2016, №62/2016) (25.05.2020, №42/2020)


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის №141 დადგენილება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 96/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის
№19/2019 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის № 33174/02, 25.09.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი “.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის“ დებულება (დანართი №1).


3.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 95/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 11 თებერვლის
№19/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№1/2015, 22.01.2015;  №55/2018, 19.02.2018;
№221/2018, 12.11.2018 დადგენილებებით 

                                                                     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის № 33174/02, 25.09.2014  წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრი“. (№55/2018, 19.02.2018)

 

2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (№1/2015, 22.01.2015) (№55/2018, 19.02.2018) (№221/2018, 12.11.2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა

რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 95/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2014, №33313/02 წერილის  საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I  ნაწილის  “ა“ პუნქტს დაემატოს 84, 85, 86 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდნენ  შემდეგი შინაარსით: 


„84. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (დანართი 222);
85. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (დანართი 223);
86. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოქიმიის საბაკალავრო პროგრამა (ინგლისურენოვანი) (დანართი 224).“


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 94/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.09.2014, №26688/02, 03.09.2014, №27175/02, 26.09.2014, №33403/02, 26.09.2014, №33404/02  წერილებისა და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 4 სექტემბრის  №23 ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №230 დადგენილებაში  და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:


„11. 2014-2015 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით.“


2. განხორციელდეს ტექნიკური სახის შესწორება აკადემიური საბჭოს 2014 წლის 4 სექტემბრის №80/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1).


3. ამოღებულ იქნას აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 მარტის №18/2011 დადგენილების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების XI ნაწილის “თ“ და „ლ“ პუნქტები, 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების I ნაწილის „ლ“ პუნქტი, 2012 წლის 10 სექტემბრის  №80/2012 დადგენილების „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები.


4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 93/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 61-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2014, №33403/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები:


ა) სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №3, 30.10.2006);
ბ) სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების თაობაზე (დადგენილება №8, 27.11.2006);
გ) სამაგისტრო პროგრამების გაერთიანების შესახებ (დადგენილება №16, 19.03.2007);
დ) ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამაში “სამედიცინო ბიოფიზიკის” მოდულის დამატების შესახებ (დადგენილება №17, 19.03.2007);
ე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №37, 17.07.2007);
ვ) გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №66, 28.12.2007);
ზ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №95, 14.07.2008);
თ) უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №96, 14.07.2008);
ი) დაწყებითი განათლების შესახებ საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №100, 14.07.2008);
კ) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში არჩევითი საგნების რაოდენობასთან დაკავშირებით (დადგენილება №107, 30.07.2008);
ლ) სამაგისტრო პროგრამის – „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ დამტკიცების შესახებ (დადგენილება №109, 30.07.2008);
მ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №143, 7.10.2008);
ნ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №145, 28.10.2008);
ო) 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №160, 21.01.2009);
პ) 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ (დადგენილება №202, 13.04.2009);
ჟ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №258, 16.07.2009);
რ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №259, 16.07.2009);
ს) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №272, 21.09.2009);
ტ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების  დამტკიცების შესახებ (დადგენილება №273, 21.09.2009);
უ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასირიოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის, ეთნოლოგიისა და ირანისტიკის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ (დადგენილება №308, 13.11.2009);
ფ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №64, 25.06.2010);
ქ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №65/2010, 25.06.2010);
ღ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №67/2010, 25.06.2010);
ყ) აზერბაიჯანულენოვანთათვის და სომხურენოვანთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №68/2010, 25.06.2010);
შ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო კურსების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №85/2010, 12.07.2010);
ჩ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე საერთაშორისო სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამების და  სადოქტორო პროგრამის დამტკიცების შესახებ (დადგენილება №100/2010, 13.09.2010);
ც) საბაკალავრო პროგრამის –„კავკასიოლოგია“ (რუსულენოვანი) – დამტკიცების შესახებ (დადგენილება №117/2010, 13.10.2010);
ძ) 2009-2010  წლის  სამაგისტრო  პროგრამების  სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №118/2010, 13.10.2010);
წ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №119/2010, 13.10.2010);
ჭ) 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებზე ორი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ (დადგენილება №125/2010, 1.11.2010);
ხ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებში ცვლილებების შეტანის შესახებ (დადგენილება №135/2010, 29.11.2010);
ჯ) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიული განათლების პროგრამების დამტკიცების შესახებ (დადგენილება №8/2011, 31.01.2011);
ჰ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №259/2009 დადგენილებით  დამტკიცებული თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2009–2013 სასწავლო წლების საბაკალავრო პროგრამების და  №64/2010 დადგენილებით დამტკიცებული 2010–2014 სასწავლო  წლების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ (დადგენილება №16/2011, 14.02.2011);
1) „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის №64 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში დამატებების შეტანის შესახებ (დადგენილება №20/2011, 7.03.2011);
2) „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ 2010  წლის 25 ივნისის №65 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ (დადგენილება №21/2011, 7.03.2011).


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 92/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 25.09.2014,  №33012/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.09.2014, №33212/02  წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 155-ე, 158-ე, 161-ე, 163-ე, 167-ე, 168-ე, 169-ე, 171-ე, 174-ე და I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15, მე-16, მე-18 ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 91/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.09.2014, №32870/02 წერილის  საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI  ნაწილის  “დ“ პუნქტს დაემატოს 1411 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 


„1411. რუსეთისმცოდნეობა/Russian Studies (დანართი 221).“


2.  დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 90/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 30 ივლისის №125/01-01 და №126/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 12.09.2014,  №29915/02; 12.09.2014, №29916/02; 12.09.2014, №29936/02; 12.09.2014, №30178/02; 12.09.2014, №30050/02; 12.09.2014, №30059/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უარი ეთქვათ საკონკურსო კომისიებს მათ მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე.


2. დაევალოს საკონკურსო კომისიებს კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატარონ საკონკურსო პროცედურები, უზრუნველყონ კომისიის შემაჯამებელი ოქმის დადგენილი წესით გამოქვეყნება და არსებული თანდმევი პროცედურების დაცვის შემდგომ, არა უგვიანეს 2014 წლის 26 სექტემბრისა, წარუდგინონ კონკურსის შედეგები აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 89/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  31-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 11.09.2014,  №30/01/02-01-02  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების  IV ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 88/2014

“სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის,   თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014  წლის 19 ივნისის №94/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის  №66/2014 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 22.08.2014,  №25567/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ და „პ2“   ქვეპუნქტები:


„პ1. ქეთევან ერემაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);
 პ2. ირაკლი კობახიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე);”


ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ2“   ქვეპუნქტი:


„ჟ2. ნონა თოდუა (პროფესორის თანამდებობაზე).“


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 87/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის,   თსუ-ის რექტორის 2014  წლის 5 ივნისის №79/01-01 და №80/01-01, 2014  წლის 26 ივნისის №98/01-01 და №99/01-01  და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014  წლის 4 აგვისტოს №128/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის  №67/2014 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 08.08.2014,  №24491/02; 15.08.2014,  №24976/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:


„ა2. თეიმურაზ ბერიძე - პროფესორი;“


ბ) V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:


„გ1. ნინო მიქიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;“


გ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ5“ ქვეპუნქტი:


„დ5. ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი;“


დ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:


 „ზ. მანანა ხარხელი - ასისტენტ-პროფესორი.“


ე) IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ4“ ქვეპუნქტი:


„გ4. მაია სეთური - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) XII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:


„ე1. მერაბ ხმალაძე - ასოცირებული პროფესორი;“


ზ) XIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:


„ბ1. ენვერ ლაგვილავა - ასოცირებული პროფესორი;“


თ) XIV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:


„ე. მიხეილ თოქმაზიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ. ჯემალ ხარიტონაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების:


ა) I ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი;
ბ) VI ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 86/2014

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 16 ივნისის №90/01-01 და №91/01-01  ბრძანებებისა  და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №65/2014 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 07.08.2014, №24395/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილების „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ.ა2“ ქვეპუნქტი:

 

„დ.ა2) ვაჟა ლორთქიფანიძე - პროფესორი;“

 

ბ) დადგენილების „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.დ“ ქვეპუნქტი:

 

„დ.დ) ანზორ სახვაძე - ასისტენტ-პროფესორი.“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი 

სრულად

დადგენილება N: 85/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014  დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 30.07.2014, №125/01-01 და 30.07.2014, №126/01-01  ბრძანებების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორის   აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

1.1. კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:

 

ა)    ალექსანდრე გამყრელიძე - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)   გია სირბილაძე - თსუ-ის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)   ირინა ხუციშვილი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ)  ვალიდა სესაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ე)    ბესარიონ შანშიაშვილი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

 

1.2. გეოგრაფიის მიმართულება:


    
ა)  ლია მაჭავარიანი - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)  ნოდარ წივწივაძე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ელენე სალუქვაძე - გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის  გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (კომისიის მდივანი);
დ)  ნოდარ ელიზბარაშვილი - თსუ-ის პროფესორი;
ე)  ზურაბ სეფერთელაძე - თსუ-ის პროფესორი.

 

1.3. ქიმიის მიმართულება:

 

ა)   ბეჟან ჭანკვეტაძე  - თსუ-ის პროფესორი   (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)   იოსებ ჩიკვაიძე  - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)  ნინო თაყაიშვილი  - თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)  შოთა სამსონია - თსუ-ის პროფესორი;
ე)  ავთანდილ ქორიძე - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი.

 

1.4. გეოლოგიის მიმართულება:

 

ა) ვაჟა გელეიშვილი - თსუ-ის  კავკასიის  ალ.თვალრელიძის  მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის  სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების  მეცნიერ-სპეციალისტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის    თავმჯდომარე);
ბ)  ივერი წერეთელი -  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)   გურამ ქუთელია - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) მირიან  თოფჩიშვილი - თსუ-ის  ალ.ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;    
ე)  არჩილ  მაღალაშვილი  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული  პროფესორი.  


   
1.5. ბიოლოგიის მიმართულება:

 

ა)   დიანა ძიძიგური - თსუ-ის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)   ნანული დორეული - თსუ-ის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);  
გ)   მანანა გორდეზიანი - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ)   თეიმურაზ ლეჟავა - თსუ-ის პროფესორი;
ე)  ნანა კოშორიძე - თსუ-ის პროფესორი.

 

1.6. ელექტრონიკის მიმართულება:

 

ა)  რომან ჯობავა - აკადემიური დოქტორი, შპს  EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა  EMCoS ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ)   დავით კაკულია - თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ)  ლია ტრაპაიძე- თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის მდივანი);
დ)  ლევან შოშიაშვილი - თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი;
ე )  ანატოლი ახალკაცი - თსუ-ის ემერიტუს პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 84/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 30.07.2014, №127/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.09.2014, №146/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გერმანული ფილოლოგიის კათედრის (ქვემიმართულება - გერმანული ენა და თარგმანი) პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


  
ა)  ლალი ქეცბა-ხუნდაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა გელაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ქიმერიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  გერმანული ფილოლოგიის  კათედრის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  გერმანული ფილოლოგიის  კათედრის ასოცირებული პროფესორი; 
ე)  ლევან ცაგარელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 83/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 01.09.2014, №26300/02 და 02.09.2014, №26689/02 წერილების  საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა)  I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);     
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 16);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო   პროგრამა „გეომორფოლოგია-კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება“ (დანართი 20);
ე) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო  პროგრამა „მედიცინა” (დანართი 94);
ვ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)” (დანართი 96).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 82/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.09.2014, №27192/02   წერილის  საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა    „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)“ (დანართი 35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“  (დანართი 36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“  (დანართი 37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური სამუშაო (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 39-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 39);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 40-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 40);
თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 41);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები“ (დანართი 45);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 46-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედია და ახალი ტექნოლოგიები“ (დანართი 46);
მ)  II  ნაწილის  „გ“  პუნქტის  47-ე  ქვეპუნქტით  დამტკიცებული  სამაგისტრო  პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 47);
ნ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 50-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 50);
ო) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი გეოგრაფია “ (დანართი 62);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 63-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება “ (დანართი 63);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი 219);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 664-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (დანართი 220).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 81/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №14/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ტექნიკური სახის შესწორება განხორციელებულია

აკადემიური საბჭოს 29.09.2014, №93/2014 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014  დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა   და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.09.2014, №27175/02 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014–2015 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №14/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1) (დანართი 2). 


 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
 4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 80/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.09.2014, №26946/02 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარი  (დანართი 1). 


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

დადგენილება N: 79/2014