საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
“სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №67/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 05.06.2014, №79/01-01 ბრძანებისა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.07.2014, №23225/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №67/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

„ზ) ლელა ბახტაძე – თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 78/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.1. ამერიკისმცოდნეობის, ამერიკული ლიტერატურის მიმართულება; 1.3. ქვეპუნქტი -  მსოფლიო ისტორიის, ისტორიის თეორიის და დიდაქტიკის მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 16.07.2014,  №22061/02; 14.07.2014,  №21667/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) XII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:


„დ) ისტორიის თეორია და დიდაქტიკა


დ.ა) ნინო კიღურაძე - პროფესორი“.


ბ) XVI ნაწილს დაემატოს შემდეგი  შინაარსის  „ა1“  პუნქტი:


„ა1) თემურ კობახიძე - პროფესორი“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 77/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.07.2014, №22132/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 664-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:


„664. ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (დანართი 220).“


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 76/2014

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის  №257 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 16.07.2014, №22115/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები  „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის  №257 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 75/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 6 აპრილის №47/2015 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების ბლანკის ფორმა (დანართი № 1);


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ბლანკის ფორმა (დანართი№ 2);


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                              აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 74/2014

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (დანართი № 1);


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილება;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა
რექტორი, პროფესორი 

სრულად

დადგენილება N: 73/2014

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№52/2015, 04.05.2015; №107/2016, 12.09.2016;
№37/2018, 5.02.2018 დადგენილებებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (დანართი №1); (№52/2015, 04.05.2015) (№107/2016, 12.09.2016) (№37/2018, 5.02.2018)


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილება;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 73/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი - ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება; მეორე პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი -  აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება და 2.2. ქვეპუნტი - კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 14.07.2014,  №21663/02; 14.07.2014,  №21650/02;  14.07.2014,  №21691/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)   I ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:


„დ.ა1) დალი ჩიტუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი“.


ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:


„ა.გ) ლექსიკოგრაფია


„ა.გ.ა) თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი“.


გ)   X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა2“ ქვეპუნქტი:


„ა.ა2) რევაზ აბაშია - ასოცირებული პროფესორი“.


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების:


ა)  I ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.გ“ ქვეპუნქტი;
გ) X ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი.


3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 72/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებისა  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს მიღება არასაკონკურსო ფორმით - ინდივიდუალური წესით.


2. არასაკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 1  სექტემბერს მუდმივმოქმედი მიღების რეჟიმში. წარმოდგენილი განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 3 თვე განცხადების წარმოდგენიდან.


3.  პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)   მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


4. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


5. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


6. ინდივიდუალური წესით პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტში მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის პირობებში. დაინტერესებული პირი ვალდებულია საკონკურსო კომისიაში წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად წარადგინოს პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტად მიღების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                        აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 71/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№96/2015, 14.09.2015  და №128/2015, 14.12.2015 
დადგენილებებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებისა  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს მიღება არასაკონკურსო ფორმით - ინდივიდუალური წესით.


2. არასაკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 1  სექტემბერს მუდმივმოქმედი მიღების რეჟიმში. წარმოდგენილი განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 3 თვე განცხადების წარმოდგენიდან.


3. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: (№96/2015, 14.09.2015)


ა) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; (№128/2015, 14.12.2015)
თ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; (№128/2015, 14.12.2015)
ლ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


4. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


5. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე); (№96/2015, 14.09.2015)
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


6. ინდივიდუალური წესით პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტში მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის პირობებში. დაინტერესებული პირი ვალდებულია საკონკურსო კომისიაში წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად წარადგინოს პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტად მიღების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                          აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 71/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილების, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის დასაფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს კონკურსი.


2. საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის განისაზღვროს 6 ვაკანტური ადგილი.


3. საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 2014 წლის 1 სექტემბერს, დოკუმენტაციის მიღებამ იწარმოოს 2014 წლის 1 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე მიღებული შედეგების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 13 თებერვლისა.


4. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)  მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
 ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ)  ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)  დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი)   ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ)   ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


5. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


6. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი 

სრულად

დადგენილება N: 70/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და მულტიმედია ცენტრის № 21513/02, 11.07.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის  შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრი და დამტკიცდეს მისი დებულება (დანართი №1)“;


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადის გასვლისთანავე აკადემიური საბჭოს მიერ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მონაწილეობით განხილულ იქნეს მულტიმედია ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში დასმული იქნეს ცენტრის სტატუსისა და სტრუქტურის ცვლილების საკითხი.


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 69/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 10.07.2014, №21411/02   წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
გ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 80-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“  (დანართი 81);
ე) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“  (დანართი 83).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 68/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 05.06.2014, №79/01-01 და 05.06.2014, №80/01-01   ბრძანებებისა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 10.07.2014, №21414/02 და 10.07.2014, №21413/02 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ეთერ ხარაიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) სიმონ გელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუგზარ პაიჭაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ)  მურთაზ მაღრაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ემერიტუსი;
ე)  მერაბ ჯულაყიძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ინგა ბალარჯიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) რამაზ ფუტკარაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ნუგზარ თოდუა - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ჩარიტა ჯაში - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მარინა ჩავლეიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ)  ეკა ჩოხელი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გიული ქეშელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


 
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 67/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 19.06.2014, №94/01-01 ბრძანების  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) მზია ლეკვეიშვილი - სისხლის სამართლის მიმართულების ემერიტუსი პროფესორი,   კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი კვერენჩხილაძე – კონსტიტუციური სამართლის მიმართულების  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ)   მორის შალიკაშვილი - სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) გურამ ნაჭყებია - სისხლის სამართლის მიმართულების ემერიტუსი პროფესორი;
ე) ნანა   ჭიღლაძე - კონსტიტუციური   სამართლის   მიმართულების   პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 66/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 16.06.2014, №90/01-01 და 16.06.2014, №91/01-01 ბრძანებებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2014, №19922/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა)  რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეო ჩიქავა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ/კორესპონდენტი, თსუ-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ)  გიორგი გოგსაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე)  დავით კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                         აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 65/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 11.07.2014, №21519/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის 21-ე მუხლში და პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:


„2. სტუდენტი, რომელმაც 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე შიდა მობილობის პროცესში ჩართვის გარეშე შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამა და მის მიმართ არ გამოიცა საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჩაითვალოს შიდა მობილობის წესის დაცვით გადაყვანილ სტუდენტად.“


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 64/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18  ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და რექტორის 07.05.2014, №65/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

1.1. ამერიკისმცოდნეობის, ამერიკული ლიტერატურის მიმართულება:

 

ა) მანანა გელაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვასილ კაჭარავა - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქრიაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი; 
ე) ლაშა ჩახვაძე - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი.

 

1.2. ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება:

 

ა) მანანა რუსიეშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ავთანდილ არაბული - თსუ-ის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა გველესიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან დოლიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) თინათინ ბოლქვაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.


   
1.3. მსოფლიო ისტორიის, ისტორიის თეორიის და დიდაქტიკის მიმართულება:

 

ა) მურმან პაპაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან გორდეზიანი  - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   პროფესორი   (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან  ნადირაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასოცირებული პროფესორი;
ე) გურამ კუტალია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი. 

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:

 

2.1. აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება:


     
ა) ზაზა ალექსიძე - აკადემიკოსი, თსუ-ის ემერიტუს პროფესორი (კომისიის    თავმჯდომარე);
ბ) მაია რაფავა  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული  ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათია  ჩანტლაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული   პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლელა ჯეჯელავა - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი;
ე) ნანი გელოვანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2.2. კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება:

 

ა) ცირა ბარამიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა მაჭავარიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) როსტომ ფარეულიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნოდარ არდოტელი - თსუ-ის  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) რუსუდან ჯანაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი.

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 63/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.06.2014, №18619/02   წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 125);
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 126);
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი 144);
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 145-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქრისტიანობის ისტორია“ (დანართი 145);
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი 146);
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი 149);
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 150-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეთნოლოგია“ (დანართი 150);
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი 151);
კ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი 152);
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი 153);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ანგლისტიკა“ (დანართი 154);
ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი 155);
ო) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი 157);
პ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი 158);
ჟ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი 159);
რ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია  და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“  (დანართი 160);
ს) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი 161);
ტ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 162-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი 162);
უ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი 163);
ფ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 165-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი 165);
ქ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 166-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი 166);
ღ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 167-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი 167);
ყ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თურქული ფილოლოგია“ (დანართი 168);
შ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 169-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ებრაულ-არამეული ფილოლოგია“ (დანართი 169);
ჩ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე)“ (დანართი 170);
ც) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (დანართი 171);
ძ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
წ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ (დანართი 174);
ჭ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 177-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 177);
ხ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 178);

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 62/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის  -  ქუთაისის სასწავლო ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №19802/02, 26.06.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ქუთაისის სასწავლო ცენტრი“.


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის“ დებულება (დანართი №1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

დადგენილება N: 61/2014