საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ბიბლიოთკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2022 წლის 16 ივნისის N14038/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1.         შევიდეს   ცვლილება   ,,სსიპ   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,28. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

1. თამარ გიორგაძე – ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე, მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა კოორდინატორი.

2. ირინე გოგიჩაიშვილი – წამყვანი ბიბლიოთეკარი (წამყვანი სპეციალისტი), თსუ საწყობიდან გამოწერილი საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე, პარტნიორი უნივერსიტეტებისა    და   ბიბლიოთეკებისათვის   საჩუქრად   გადასაცემ   წიგნებსა   და საკანცელარიო ნივთებზე.

3. მაია აბულაძე – თსუ ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – სტუდენტთა აბონემენტის ფონდზე.

4. მაია კახიანი – თსუ ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – პერიოდული გამოცემების ფონდზე.

5. ეკა ყაჩმაზაშვილი – თსუ ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – საცნობარო ბიბლიოგრაფიულ ფონდზე.

6. მანია ხალაძე – თსუ ბიბლიოთეკის წიგნსაცავის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის წიგნსაცავის საცავებში განთავსებულ წიგნად ფონდებზე (საცავების მონიტორინგი).

7. ლელა ფოფხაძე – თსუ ბიბლიოთეკის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე, წამყვანი ბიბლიოთეკარი (წამყვანი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის გრიგოლ წერეთლის სახელობის სამკითხველო დარბაზის ფონდზე და №:DY00062511 საკონტროლო–სალარო აპარატზე (უნივერსიტეტის ქ. N11).

8. ესმა ტყებუჩავა – თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – თსუ საწყობიდან შემოტანილ სარესტავრაციო მასალებზე; რესტავრაციის განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე (უნივერსიტეტის ქ. N11, ოთახი 302).

9. ლიანა ვალიევა – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – ძირითად (ოპერატიულ) ფონდზე.

10. თამარ ქადაგიშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) –სტუდენტთა აბონემენტის ფონდზე.

11. ქეთევან ჯმუხაძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – ძირითად (ოპერატიულ) ფონდზე.

12. მერი გოჩიაშვილი – თსუ ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების გამგე, პირველი კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (პირველი კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – განყოფილებაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა, ოთახი №508).

13. ნინო შამათავა – თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების გამგე, პირველი   კატეგორიის   მთავარი   ბიბლიოთეკარი   (პირველი   კატეგორიის   მთავარი 
სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ და რარიტეტულ გამოცემათა განყოფილების საცავებში დაცულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში განთავსებულ კოლექციებზე.

14. ქეთევან სამადაშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ და რარიტეტულ გამოცემათა განყოფილების საცავებში დაცულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში განთავსებულ კოლექციებზე.

15. თამარ კახეთელიძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ და რარიტეტულ გამოცემათა განყოფილების საცავებში დაცულ საბიბლიოთეკო    დოკუმენტებზე,     თსუ     ბიბლიოთეკის     ცენტრალურ     კორპუსში განთავსებულ კოლექციებზე.

16. ქეთევან ქუსიკაშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის იშვიათ და რარიტეტულ გამოცემათა განყოფილების საცავებში დაცულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში განთავსებულ კოლექციებზე.

17. ლეილა ცანკაშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – პერიოდულ გამოცემებზე.

18. დავით პაპუაშვილი – უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში (უნივერსიტეტის ქ. N11) განთავსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე.

19. ჯუმბერ კვიტატიანი – უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის აუდიო სტუდიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე (თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალური შენობა).

20. მარინე დგებუაძე – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბიბლიოთეკო ფონდზე.

21. შუშანიკ ასათიანი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე, წამყვანი ბიბლიოთეკარი (წამყვანი სპეციალისტი) – სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზის საბიბლიოთეკო ფონდზე და №DY00146830 საკონტროლო–სალარო აპარატზე (ი. ჭავჭავაძის გამზირი №13).

22. ლიანა ლომთათიძე – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ლიტერატურის    სამკითხველო     დარბაზის     გამგე,     მეორე     კატეგორიის     მთავარი ბიბლიოთეკარი (მთავარი სპეციალისტი) – აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების საბიბლიოთეკო ფონდზე.

23. ირმა ირემაძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ლიტერატურის სამკითხველო დარბაზის საბიბლიოთეკო ფონდზე. 
24. თამარ მურჯიკნელი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო–საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).

25. ხათუნა ჩუგოშვილი – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის გამგე, წამყვანი ბიბლიოთეკარი (წამყვანი სპეციალისტი) – შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის წიგნად და პერიოდული გამოცემების ფონდებზე, აგრეთვე ამ დარბაზში დაცულ სხვა საბიბლიოთეკო ერთეულებზე.

26. ცირა სიხარულიძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო– საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).

27.    მარინე   ნაოჭაშვილი   –   უფროსი   ბიბლიოთეკარი   (უფროსი   სპეციალისტი)   – რუსთაველის დარბაზის გამგისთვის მატერიალური პასუხიმგებლობის ქვეშ გადაცემული საბიბლიოთეკო    დოკუმენტების   იმ   ნაწილზე,   რომელსაც   მიღება-ჩაბარების   აქტის საფუძველზე გადასცემს დარბაზის გამგე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდზე (რდ3).

28. მარინე ბეროშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში დახურულ ფონდზე (რდ1).

29. რუსუდან კალანდარიშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – რუსთაველის დარბაზის გამგისთვის მატერიალური პასუხიმგებლობის ქვეშ გადაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტების იმ ნაწილზე, რომელსაც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს დარბაზის გამგე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდზე (რდ3);

30. თეა კაშია – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – რუსთაველის დარბაზის    გამგისთვის     მატერიალური     პასუხიმგებლობის     ქვეშ     გადაცემული საბიბლიოთეკო    დოკუმენტების   იმ   ნაწილზე,   რომელსაც   მიღება-ჩაბარების   აქტის საფუძველზე გადასცემს დარბაზის გამგე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში მხატვრული ლიტერატურის ფონდზე (რდ3), მარო მაყაშვილის დარბაზისა და საბავშვო ბიბლიოთეკის ფონდებზე.

31. მარიამ შინჯიაშვილი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში სამეცნიერო – საგანმანათლებლო ფონდზე (რდ2).

32.    ვარა   ოთარაშვილი   –   სპეციალისტი   –   უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკის   შოთა რუსთაველის    სახელობის   სამკითხველო   დარბაზში   განთავსებულ   კომპიუტერულ ტექნიკაზე. 
33. შალვა ჯანგავაძე –უფროსი სპეციალისტი, თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში (ი. ჭავჭავაძის გამზირი №1) ასლგადამღებ აპარატებსა და №DY00100760 საკონტროლო–სალარო აპარატზე.

34. გიორგი ბოკუჩავა – უფროსი სპეციალისტი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის    სახელობის   სამკითხველო   დარბაზში   განთავსებულ   კომპიუტერულ ტექნიკაზე.

35. ლია გურული – თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) –თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

36. ლია შავგულიძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის II დარბაზში არსებულ საბიბლიოთეკო ფონდზე (ჭავჭავაძის გამზირი №3).

37. ქეთევან ნაკაშიძე – თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მთავარი სპეციალისტი) – თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე და №GET000001762 საკონტროლო– სალარო აპარატზე (ბელიაშვილის ქ. №78).

38. მაია ერისთავი – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

39. ლია გოგიაშვილი–შარიფაშვილი – თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – თსუ III სასწავლო კორპუსში განთავსებული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

40. მარიამ გოგოლაძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ III კორპუსში განთავსებული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ №DY00158083 საკონტროლო–სალარო აპარატზე.

41. თამარ ბაგრატიონი – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე და № GET000001763 საკონტროლო–სალარო აპარატზე ( უნივერსიტეტის ქ. №13).

42. ნინო ნემსიწვერიძე – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

43. ნონა ფირცხალავა – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ ტურიზმის სკოლაში გათავსებულ საბიბლიოთეკო ფონდზე. 
44. ირაკლი დვალიძე – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე, მეორე კატეგორიის მთავარი ბიბლიოთეკარი (მეორე კატეგორიის მთავარი სპეციალისტი) – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

45. ლევან ხარანაული – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდზე.

46. თამარ წიკლაური – უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) – თსუ იურიდიული    ფაკულტეტის    ბიბლიოთეკის    საბიბლიოთეკო    ფონდსა    და    თსუ იურიდიული   ფაკულტეტის   ბიბლიოთეკაში   არსებულ   ასლგადამღებ   აპარატსა   და
№DYGE092560 საკონტროლო–სალარო აპარატზე (ჭავჭავაძის გამზირი №3).

47. ლელა დოლმაზაშვილი – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

48. რუსუდან თავართქილაძე – თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

49. ხათუნა კვახაძე – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

50. მარინა ბებურიშვილი – ვახტანგ ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის სპეციალისტი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

51. შალვა გლოველი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

52. ელენე დათუკიშვილი – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

53. მარიამ ნადარეიშვილი – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

54. ნუნუ დურგლიშვილი – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარი – ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

55. ლუიზა კოროშინაძე - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

56. მზიური მდინარაძე -   ალ.თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

57. მარიამ ჯანაშვილი - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი - წიგნად ფონდზე პასუხისმგებელი პირი.

58. ვიოლეტა მნათობიშვილი - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე. 
59. გიორგი ახალაია - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი -  ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე პასუხისმგებელი პირი.

60. ელისო კუხიანიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

61. ირმა ღლონტი - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტი (ბიბლიოთეკარი) - ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე.

 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 108/02-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2022 წლის 21 ივნისის N14388/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი №1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 6. განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით სარგებლობა განსაკუთრებით ფასეული გამოცემებით სარგებლობისას საბიბლიოთეკო დოკუმენტით მომსახურება დასაშვებია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვით. განსაკუთრებით ფასეულ გამოცემებს განეკუთვნება 1921 წლამდე გამოცემული ნაბეჭდი პროდუქცია, ხელნაწერები, პირადი კოლექციები, აგრეთვე სხვა საბიბლიოთეკო დოკუმენტი, რომელსაც მინიჭებული    აქვს    ლიტერი    „იშ“. ნებართვა გაიცემა  მკითხველის  განცხადებაზე წერილობით. განცხადებაში მკითხველი პირად და საკონტაქტო მონაცემებთან ერთად, მიუთითებს საკვლევ თემას, რისთვისაც ესაჭიროება ეს გამოცემა. უნივერსიტეტის სტუმარი დამატებით წარმოადგენს მომართვას შესაბამისი დაწესებულება/ორგანიზაციიდან. განსაკუთრებით ფასეული გამოცემებით სარგებლობისას თაროდან მისი აღების ადგილზე ბიბლიოთეკარი განათავსებს „შემცვლელ ბარათს“, რომელზეც დაიტანება ინფორმაცია ამ საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობის შესახებ (მკითხველის პირადი მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია, სარგებლობის მიზანი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მიერ ნებართვის გაცემის დამადასტურებელი საბუთი). განსაკუთრებით ფასეული გამოცემის სარგებლობის შესახებ ინფორმაციას ავსებს ამ საბიბლიოთეკო დოკუმენტზე პასუხსიმგებელი პირი ამ მიზნით საგანგებოდ შექმნილ ზონარგაყრილ ჟურნალში. შევსებული ჟურნალი გადაეცემა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილეს მიღება – ჩაბარების აქტით“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 110/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 18 მაისის N84/02-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი   ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის,   თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 13 ივნისის  N13603/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით (შინაარსში „სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“, ნაცვლად, შეცდომით მითითებული იქნა „ტრენინგკურსის „თანამედროვე მენეჯერის უნარები“), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 18 მაისის N84/02-01 ბრძანების შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - ,, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების,
53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „უკრაინული ენა დამწყებთათვის“, დამტკიცების შესახებ რექტორის 2022 წლის 18 მაისის N145/01-01 ბრძანების და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 18 მაისის N11284/10 წერილის საფუძველზე,". დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
2.დაევალოს   საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ლაშა საღინაძე 
 

სრულად

ბრძანების N: 106/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და   ინსტიტუტის   დირექტორის ნინო ფარცვანიას  2022 წლის 10 ივნისის N13485/10 წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის    სხდომის ოქმი N5) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გრიგორ გიორგაძე - ვ. ჭავჭანიძის სახელობის   კიბერნეტიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) როლანდ ომანაძე - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის, მათემატიკური ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის პროფესორი;
დ) გიორგი ხიმშიაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური  კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი.

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ხიმშიაშვილი,    საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ როლანდ ომანაძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად გრიგორ გიორგაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 185/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017 წ.), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 6 მაისის N12/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 9 ივნისის N13359/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
4.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 20 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 21 ივლისიდან 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტოსი;
5.კონკურსი    გამოცხადდეს     არნოლდ    ჩიქობავას    სახელობის    ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული

6. მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ  მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’საქართველოს  კანონით  გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 21 ივლისიდან 2022 წლის 25 ივლისის ჩათვლით. 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306;
8.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი); 
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 187/01-01

2021/2022 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის და  თსუ   საგარეო ურთიერთობის   დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 14056/10; 17/06/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს კონკურსი  2021/2022 სასწავლო წლისთვის  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული     ერაზმუს+       საერთაშორისო      კრედიტ-მობილობის პროგრამის    ფარგლებში  პარტნიორი   ჰაჯეტეპეს   უნივერსიტეტის    მიერ თბილისის         სახელმწიფო        უნივერსიტეტის         აკადემიური        და ადმინისტრაციული        პერსონალისთვის       გამოყოფილი      სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 20 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    ნინო    ოკრიბელაშვილი,    თსუ     რექტორის    მოადგილე,    კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნატა ასათიანი, თსუ  რექტორის კონსულტანტი, კომისიის წევრი;
გ)   ნინო   ქიმერიძე,    თსუ    ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის    მდივნად    თსუ    საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი  - ნათია კალანდაძე.
5.    ბრძანების     უნივერსიტეტის    ოფიციალურ     ვებ-გვერდზე      განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    დამტკიცდეს   კონკურსის    ჩატარებისა   და   კანდიდატთა    შერჩევის   წესი (დანართი №1).
7.    წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა         დეპარტამენტი,         შიდა         აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 188/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 26 აპრილის N114/01-01 ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 14.06.2022წ. N13680/29 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ენუქიძის 15.06.2022წ. N13881/10 დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2021-2022 სასწავლო წლის    გაზაფხულის   სემესტრში   დაფინანსდნენ       42632.50   ლარით,   საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტები შემდეგი თანაფარდობით:

N  გვარი სახელი თანხა (ლარში)

1 თეზელაშვილი    მარიამი    1406.25
2 მარიამიძე მაგდალინა   1406.25
3 შერეშაშვილი ბეჟანი 1406.25
4 მაღლაკელიძე მარიამი  1406.25
5 ლაშხი თამარ   1406.25
6 მარკოზაშვილი  მაკა    1406.25
7 გაბიანი ბადრი   1406.25
8 დიხამიჯია ნინო  1406.25
9 მიქელაძე ირაკლი 450
10 ხვთისიაშვილი ნათია  1406.25
11 კიკნაძე ენრიკო  1406.25
12 ადუაშვილი  ლელა  1406.25
13 ციყელაშვილი სალომე   1406.25
14 ზაქარაშვილი ბექა    1406.25
15 კუპატაძე  ქრისტინე   600
16 დალაქიშვილი ნინო  1080
17 ჯორჯიკია ალექსანდრე  500
18 ქეშელაშვილი ნათია  1406.25 
19 ნადირაძე გივი 1406.25
20 მეტრეველი თამარ   1406.25
21 ჭაბაშვილი სალომე  1406.25 
22 ხაჩიძე  გიორგი   1406.25
23 არნაძე   მარიამ   1406.25
24 ჯაიანი დალი  1406.25
25 ოგანესიანი  სვეტლანა  1406.25
26 ბუძიშვილი სალომე  550
27 ორაგველიძე გიორგი 550
28 ცერცვაძე ელისო 1406.25
29 აბდალაძე თინათინი  1406.25 
30 თოლორდავა ლანა  1406.25
31 ბერიაშვილი  ანი  1406.25
32 ქარსელაძე რუსუდან  1406.25
33 რიგალაშვილი რუსუდან 1080
34 ამბარცუმოვი მაია  1260
 

2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების
მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 608/02-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და   თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის  - მიხეილ  ნოდიას სახელობის  გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2022 წლის 10 ივნისის N13426/10 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს   შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჰ3“ ქვეპუნქტი:
,,ჰ3) თამარ ჯიმშელაძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში გრანტ NYS – 2016 – 69 ,,ჭაბურღილებში მიკროტემპერატურული ვარიაციებით საქართველოში კლიმატური ცვლილებები შეფასება“ და გრანტ FR17-633 „გეოდინამიური პროცესების ევოლუციის შესწავლა და    პროგნოზირება“  ფარგლებში  არსებულ  მატერიალურ  რესურსებზე პასუხისმგებელი პირი .“.
2.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი      ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 103/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომელთა შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ sაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბრეგვაძის 2022 წლის 17 მაისის  N11168/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ    სამეცნიერო-კვლევით    ერთეულში    -    თინათინ    წერეთლის სახელობის    სახელმწიფოსა  და სამართლის       ინსტიტუტის       მეცნიერი თანამშრომელთა თანამდებობებზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირაკლი ბურდული - საკონკურსი კომისიის თავჯდომარე - იურიდიული ფაკულტეტის  პროფესორი;
ბ)   გიორგი   მახარობლიშვილი   -   საკონკურსო   კომისიის   თავჯდომარის მოადგილე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
გ)   კობა   ყალიჩავა   -   -   საკონკურსო   კომისიის   მდივანი   -   იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

2.   დაევალოს საკონკურსო კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2017    წლის    31    მაისის    N63/2017    დადგენილებით    დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
3.   დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 ივლისისა.
4. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი).
5. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 183/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე  მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე- 11 პუნქტების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 08 ივნისის №13179/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო  წლის  გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 15 -22 ივნისი;
2.2. გასაუბრება – 23 ივნისი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 24 ივნისი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე. 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      ნინო ოკრიბელაშვილი
 

სრულად

ბრძანების N: 184/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8  მუხლის,  მე-10  მუხლის  მე-3 პუნქტის,  და  საკონკურსო  კომისიის  თავმჯდომარის გურამ ქუთელიას 2021 წლის 8 ივნისის N10020/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 27 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო  პერსონალის  -  უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი  თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი)   და განისაზღვროს არჩეულად: ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება ალექსანდრე რაზმაძე   - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  -  1 საშტატო ერთეული;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ალქსანდრე რაზმაძესთან.
3. წინამდებარე  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 178/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებების გაუქმების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა გელა გელაშვილმა 2022 წლის 8 ივნისს  წერილით  (დოკ. N13190/10 08.06.2022, თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი) მიმართა თსუ რექტორს ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის   და მეცნიერი თანმშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ და საკონკურსო კომისიის დამტკიცების    შესახებ 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებების   გაუქმების თაობაზე. ინსტიტუტის დირექტორი ხსენებულ წერილში მიუთთებს, რომ   საკონკურსო კომისიის შემადგენობაში გათვალისწინებული არ იყო კონკურსის მრავალპროფილურობა და შესაბამისი დარგების ვიწრო სპეციალისტების ჩართვის საკითხი, ასევე კომისიის თავმჯდომრემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო   უარი განაცხდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის,       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა"   და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2022 წლის 8 ივნისის  N13190/10 წერილის (თან ერთვის 2022 წლის პირველი ივნისის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი)საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. გაუქმდეს   „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“     თსუ რექტორის 2022 წლის 13 მაისის №137/01-01 და „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში-ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში-მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანმშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ“ თსუ რექტორის 2022 წლის 25 მაისის N155/01-01 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან;
2.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,    საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტი).
3.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 179/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის 2022 წლის   8 ივნისის N13174/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2022 წლის პირველი ივნისის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი ჯაფარიძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (მეცნიერებათა დოქტორი);
ბ) გელა გელაშვილი -- ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ალექსანდრე   შენგელაია   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
დ) ჯამლეტ   მონასელიძე   -   ელეფთერ   ანდრონიკაშვილის   სახელობის   ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური სისტემების    ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ჯუანშერ ჩქარეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის  განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი  მეცნიერი თანამშრომელი;
ვ) სულხან    ნანობაშვილი    -    ელეფთერ    ანდრონიკაშვილის    სახელობის    ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ნაწილაკთა ფიზიკის   განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ზ) ალექსანდრე ღონღაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მთავარი   მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ჯაფარიძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ    გელა გელაშვილი,    კომისიის    მდივნად ალექსანდრე ღონღაძე.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 11 ივლისისა.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 180/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელისთვის თსუ პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთათვის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის დანართზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,მე-8 პუნქტის ,,ა“ მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 მაისის №99/ნ ბრძანების 22 მუხლის, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 09 ივლისის N13321/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელს მიენიჭოს თსუ პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულების სახელზე პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის დანართზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის   სტრუქტურულ   ერთეულებისთვის   მიწოდება   დაევალოს   უნივერსიტეტის
კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 181/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების    შესახებ”   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის შოთა ზაზაშვილის 2022 წლის 17 ივნისის N9933/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 6 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები
(შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:

დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილება:
ა) მაია სვანაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული 
ბ) ნიკოლოზ ავაზაშვილი   - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

გამოთვლითი მათემატიკისა და მოდელირების განყოფილება:
ა) არჩილ პაპუკაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) ნინო ხატიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებების განყოფილება:
ა) მიხეილ გაგოშიძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

კომპლექსური ანალიზის და გამოყენებების განყოფილება:
ა) ვალერიან ჯიქია - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

ალბათობის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება:
ა) ალექსანდრე ტყეშელაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5
საშტატო ერთეული

დისკრეტული მათემატიკის განყოფილება:
ა) თენგიზ ტეტუნაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული
ბ) თამარ ქასრაშვილი -  მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 0.5 საშტატო ერთეული

საინჟინრო და ფიზიკური ამოცანების განყოფილება:
ა) ლუბა წამალაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე


რექტორი      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 182/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021- 2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს N128/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) „1.1.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 18 სექტემბერი.“

ბ) „1.2.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 25 სექტემბერი.“

გ) „1.3.“ პუნქტის „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 20 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22-28 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 29 ივლისი - 25 სექტემბერი.“

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 174/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-4  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  2014  წლის  22  დეკემბრის  №118  დადგენილების- „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  (პროფესორი,  ასოცირებული  პროფესორი,  ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4, 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის №14/04 ერთობლივი ბრძანებისა   და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 6 ივნისის N12923/27  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე ასისტენტების სამსახურში მისაღებად.
2. უნივერსიტეტის  ასისტენტი  4  (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს დოქტორანტი.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 10 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 11 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოსი.
4. კონკურსი   გამოცხადდეს   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტზე ასისტენტების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ქართული ლიტერატურის ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული;
ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტი - 1 საშტატო ერთეული;


5. ასისტენტის  აკადემიურ  თანამდებობაზე  ასარჩევმა  კანდიდატმა       უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამოტივაციო წერილი.
6. ასისტენტის აკადემიურ   თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. 
7.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2022  წლის 11 ივლისიდან  2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით 10-დან 16 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, ოთახი N207;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა     ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო   ტექნოლოგიების   დეპარტამენტი,   პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
 

სრულად

ბრძანების N: 175/01-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18, მე- 20 და 21-ე პუნქტების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 7 ივნისის N14/04 ერთობლივი ბრძანებისა და       თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის   ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 7 ივნისის N13036/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2022 წლის 3 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად:
ლექსიკოლოგიის განყოფილება
ა) რუსუდან რამიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -  ერთი  საშტატო ერთეული
ბ) სოფიკო ბერულავა - მეცნიერი თანამშრომელი   -  0,5  საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს      (საფინანსო      დეპარტამენტი,      პერსონალის      მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 176/01-01

2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ტრირის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 13180/10; 08/06/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის     ორმხრივი თანამშრომლობის     ხელშეკრულების    ფარგლებში    პარტნიორი    ტრირის უნივერსიტეტის მიერ თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი       სტიპენდიების       კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 10 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მორის შალიკაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) გიორგი რუსიაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


რექტორი       გიორგი    შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 177/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის,
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,ივანე ჯავახიშვილის    სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და  ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ჭეიშვილის     2022 წლის 6ივნისის N12883/10 წერილის   (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 2 ივნისის   სხდომის ოქმი N4) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო    უნივერსიტეტის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა   და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების  შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ლევან   გორდეზიანი   -   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   ისტორიისა   და   ეთნოლოგის ინსტიტუტის ძველი ქვეყნების ისტორიის   განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) მარიამ  ჩხარტიშვილი  -   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის    შუა     საუკუნეების     საქართველოს     ისტორიისა     და     წყაროთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) ელდარ  ბუბულაშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 
დ) ქეთევან  ხუციშვილი  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  ისტორიისა  და  ეთნოლოგის ინსტიტუტის   საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) როლანდ თოფჩიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტის   კავკასიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ ლევან გორდეზიანი,     საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ქეთევან ხუციშვილი,   საკონკურსო კომისიის  მდივნად მარიამ ჩხარტიშვილი.
3. დაევალოს კომისიას   უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.  დაევალოს  საკონკურსო  კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ  რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 12 ივლისისა .
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით   გადაეცეს   დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 171/01-01