საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის პირველი მაისის N99/02-01 ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის N24847/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად - 10 ვაკანსია.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სტუდენტთა დასაქმების პროგრამა განხორციელდება ერთი თვე.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს.

4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თსუ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დანართი 1), 2023 წლის 25 სექტემბრიდან 2023 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს დასაქმება ბიბლიოთეკაში.

5. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;

ბ) ქართული, რუსული (A-1) და ინგლისური (A-1) ენების ცოდნა;

6. სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რაც გულისხმობს მათი ცოდნის შემოწმებას საოფისე პროგრამა Excel-ის - დაწყებითი საფეხურის ცოდნას, ასევე ქართული, რუსული (A-1) და ინგლისური (A-1) ენების ცოდნას; გასაუბრების დრო და თარიღი სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ.

7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება: ბიბლიოთეკაში შემოსული პირადი კოლექციების ოპერატიულად დამუშავება, აღწერა და სიების მომზადება, ელექტრონულ კატალოგში განსათავსებლად დღეში 45-50 ჩანაწერის გაკეთება (სირთულიდან გამომდინარე).

8. შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შესასწავლად და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის თაობაზე.

9. შერჩეულმა სტუდენტებმა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 2);

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე