საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 21 მაისის №16890/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 28 მაისის №17510/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 2 ივნისის №18024/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 5 ივნისის №18471/02, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2015 წლის  9 ივნისის №18718/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 24 ივნისის №20449/02, 14 ივლისის №22993/02 და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 8 ივლისის №22355/02 და 13 ივლისის №22898/02 და სან დიეგოს უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის 2015 წლის 9 ივლისის №22527/02 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
              რექტორის მოადგილე                   ლევან ალექსიძე
სრულად

ბრძანების N: 116/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) თამარ ვეფხვაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) ეკა ლეკაშვილი - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მოწვეული სპეციალისტი (პედაგოგი), სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ნუგზარ თოდუა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ტარიელ ზარანდია - უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) დალი კანდელაკი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი:
მ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ) ნანი ბენდელიანი - რექტორის მოადგილის კონსულტანტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;
2. სამუშაო ჯგუფს დაევალოს განიხილოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის მიზანშეწონილობის საკითხი და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები არაუგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის მიზნებისათვის სამუშაო ჯგუფის მიერ უზრუნველყოფილი იქნას ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ფუნქციონირების ყველა სფეროს (საფინანსო, ეკონომიკური, ქონებრივი, საგანმანათლებლო /მათ შორის პროგრამული, სტუდენტთა კონტინგენტის/, სამეცნიერო და სხვა) ანალიზი და ამ ანალიზის შედეგების გათვალისწინება. 
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
სრულად

ბრძანების N: 113/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 10 ივლისის №22620/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 3 ივნისის №84/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის 1.7. ქვეპუნქტით დამტკიცებულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის №7 დანართში, ამოღებულ იქნას მე-4 ნომრად მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  №3 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნომერი:

,,5. სადოქტორო პროგრამა – კონფლიქტების ანალიზი და მართვა – 7“.

3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ბრძანების N: 114/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 16 ივლისის №113/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 16 ივლისის #113/01-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;’’

3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მეორე პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 10 ივლისის №22/04  ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მორის შალიკაშვილის 2015 წლის 6 ივლისის № 21974/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 14 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 14 აგვისტოდან 2015 წლის       21 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 21 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
ადმინისტრაციული სამართალი:
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და ფაილების სახით);    
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2015 წლის 14 აგვისტოდან 2015 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით 930-დან 1730 საათამდე. იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) პირველი სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია), ოთახი №117;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში - "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი,                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
                                          
სრულად

ბრძანების N: 110/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 13 ივლისის №22899/02 წერილის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი აკადემიური რეგისტრაციის ვადა 15 ივლისიდან – 11 აგვისტოს ჩათვლით. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან სამაგისტრო პროგრამის "ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" სტუდენტების გადაყვანის შესახებ

  „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, თსუ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 6 ივლისის №65/2015 დადგენილების, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის 127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2015 წლის 8 ივლისის №22360/02 წერილის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის  13 ივლისის №22856/02 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გადაყვანილ იქნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის "ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება" სტუდენტები არსებული სამართლებრივი მდგომარეობისა და სტატუსის შენარჩუნებით, წინამდებარე ბრძანების დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (ერთი დღის ვადაში).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ბრძანების N: 759/01-04

ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

    ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტთა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. წინამდებარე ბრძანების მიზანია ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტთა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, აგრეთვე, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით თსუ-ის მიერ გახსნილ ანგარიშებზე (სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი    TRESGE22, მიმღების  ანგარიში/სახაზინო კოდი 708967509, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) მიზნობრივად ჩარიცხული თანხების განკარგვის წესის დადგენა.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) დავით ჩომახიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი, რექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) რამაზ ბოჭორიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის წევრი;
დ) მერაბ ალავერდაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენციერებათა ფაკულტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის გამგე - კომისიის წევრი;
ე) დალი კანდელაკი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ვ) არჩილ კუკულავა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ზ) ნათელა ლაცაბიძე, პერსონალის მართის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ი) გიორგი ტალახაძე, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) რუსუდან ნასარიძე, საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;
ლ) მურმან ცარციძე, საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი - კომისიის წევრი.

3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხების განაწილება მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების განკარგვას კომისიის წარდგინების საფუძველზე.
5. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თსუ-ს გარდაცვლილ სტუდენტთა ოჯახებისათვის შესაბამისი ფულადი სახსრების გაცემა მოხდეს ამ მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე შემოსული თანხების გარდაცვლილ სტუდენტთა ოჯახებისათვის თანაბრად განაწილების გზით.
6. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე მიზნობრივად შემოსული თანხები განაწილდეს შესაბამის სტუდენტთა და თანამშრომლთა განცხადებების საფუძველზე (განცხადებას უნდა დაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ზარალის მიყენების ფაქტი), კომისიის წარდგინების საფუძველზე.
7. წინამდებარე ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თსუ-სთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობების არსებობის დადასტურება მოხდეს უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპატრამენტის, ხოლო სტუდენტთა თსუ-ს სტუდენტის სტატუსის ქონის დადასტურება მოხდეს სასწავლო პროცესის მართვის დეპატრამენტის მიერ.
8. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს  მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამის ანგარიშზე შემოსული თანხები სრულად მოხმარდეს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის აღდგენითი სამუშაოებისათვის გასაწევ კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ ხარჯებს (საპროექტო მომსახურეობის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი საქონლისა ან/და მომსახურეობის შესყიდვა, შესაძლო შრომითი ანაზღაურება და სხვა).

9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
11. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
12. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კილომეტრი 6).

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი                                 ერმი ქემოკლიძე

სრულად

ბრძანების N: 23/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან "კონფლიქტების ანალიზისა და მართვის" სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების გადაყვანის შესახებ

  „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, თსუ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №61/2015 დადგენილების, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის 127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 2 ივლისის №21723/02 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გადაყვანილ იქნენ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის "კონფლიქტების ანალიზისა და მართვის" სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები არსებული სამართლებრივი მდგომარეობისა და სტატუსის შენარჩუნებით, წინამდებარე ბრძანების დანართის შესაბამისად (დანართი №1).

ბრძანების N: 747/01-04

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 10 ივნისის №90/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2015 წლის პირველი ივლისის №21442/02 წერილისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ა. კუკულავას 2015 წლის 8 ივლისის №22254/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 10 ივნისის  №90/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
1. "4.კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

 მათემატიკის მიმართულება

ქვემიმართულება: მათემატიკური ანალიზი

 ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა

ასისტენტ - პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

კომპიუტერული მეცნიერებების  მიმართულება

ქვემიმართულება: ტექნიკური ინფორმატიკა

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

გეოგრაფიის მიმართულება

ქვემიმართულება: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ბიოლოგიის მიმართულება

ქვემიმართულება: გენეტიკა

ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ელექტრონიკის მიმართულება

ქვემიმართულება: ანტენები და ტალღების გავრცელება

  ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ქვემიმართულება: ელექტრომაგნიტური თავსებადობა

 ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული”. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული    სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
                                          
სრულად

ბრძანების N: 108/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში რექტორის მოადგილეებისათვის რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების რიგითობის განსაზღვრის თაობაზე

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და        მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების კანონმდებლობით განსაზრულ შემთხვევებში დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულება დაეკისროთ შემდეგი თანამდებობის პირებს:
ა) ლევან ალექსიძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
ბ) იოსებ სალუქვაძე - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
გ) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი.
2. თუ რექტორის სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, რექტორის მოვალეობის შესრულების მიზნებისათვის დადგინდეს მონაცვლეობითი რიგითობა და პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის შემდგომ, მომდევნო ჯერზე მოვალეობის შესრულება დაეკისროს პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, შემდგომ პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს, ხოლო შემდგომ შემთხვევებში იგივე რიგითობის დაცვით.
3. იმ შემთხვევაში როდესაც წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მიზეზებიდან გამომდინარე (მივლინება, შვებულება და სხვა) ვერ სრულდება რექტორის მოვალეობა, რექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ამავე პუნქტით განსაზღვრულ რიგითობით მომდევნო თანამდებობის პირს.  
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
სრულად

ბრძანების N: 109/01-01