საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 03 სექტემბრის 117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ტარიელ ზარანდიას 2015 წლის 01 სექტემბრის N28481/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური ინსპექტირების ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის    03 სექტემბრის 117/02-01 შევიდეს ცვლილება და ხსენებული ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპიუტერული ტექნიკის, მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილების ინსპექტირების ჯგუფი:
დ.ა) ბესიკ ალადაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური     რესურსების   მართვის დეპარტამენტის ექსპერტი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი;
დ.ბ) მურმან ცარციძე - საფინანსო დეპარტამენტის და მატერიალური რესურსების  მართვის დეპარტამენტის ექსპერტი,  ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე;
დ.გ) ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.დ) ზურაბ კუბლაშვილი – შიდა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის  განყოფილების  მთავარი სპეციალისტი;
დ.ე) შოთა ბარბაქაძე – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი;  
დ.ვ) ცისანა გავაშელი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ.ზ) ბაქარი გეგეჭკორი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების პროგრამისტი;
დ.თ) თეიმურაზ გოგნაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ.ი) ნიკოლოზ მამუჩაშვილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.

3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                     დავით ჩამახიძე

სრულად

ბრძანების N: 105/02-01

,,სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს 114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    ,, სატენდერო კომისიის , სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის      14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25  აგვისტოს 114 /02-01 ბრძანებ აში ცვლილების შეტანის თაობაზე

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 23– მუხლის პირველი პუნქტის , 24- მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილის , 52- მუხლის პირველი   ნაწილის , 53- მუხლის პირველი   ნაწილის , 54- მუხლის პირველი ნაწილის , 57- მუხლის , 59-ე მუხლის, 63- მუხლის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე –15 მუხლის პირველი პუნქტის , მე –16 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის ა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ერმი ქემოკლიძის 2015 წლის     11 სექტემბრის N31883/02 მოხსენებითი ბარათის   საფუძველზე ,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.          შევიდეს შემდეგი ცვლილება ,, სატენდერო კომისიის , სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის 200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 201 4 წლის 25 აგვისტოს N114 /02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

1. შეიქმნას სატენდერო კომისია შემდეგი შემადგენლობით:       

ა) ერმი ქემოკლიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე  (კომისიის თავმჯდომარე); 

ბ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე); 

გ) არჩილ კუკულავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი); 

დ) ტარიელ ზარანდია– საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის  უფროსი (კომისიის წევრი); 

ე) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი); 

ვ) სერგო სანაძე – საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი (კომისიის წევრი);

ზ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი ( კომისიის წევრი ) “.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს .

3. 
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას .

4.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე .

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                           დავით ჩომახიძე

სრულად

ბრძანების N: 106/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 10 ივლისის №22/04 ერთობლივი ბრძანების,  ენების შემსწავლელი ცენტრის უფროსის რ. დოლიძის 2015 წლის    9 სექტემბრის  №31269/02  წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი.
2.კონკურსი ჩატარდეს ინგლისური და ქართული ენების მასწავლებლების შესარჩევად 3 ვაკანტურ საშტატო ერთეულზე.
3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური და ქართული ენების მასწავლებლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი "ფილოლოგი_ანგლისტი" ან "ინგლისური ენის მასწავლებელი," "ფილოლოგი," ან "ქართული ენის მასწავლებელი"); კრიტერიუმი 1 ; კრიტერიუმი 2
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის  სულ მცირე სამწლიანი დოკუმენტურად   დადასტურებული გამოცდილება;
გ) გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
დ) MS office – ის პროგრამების ცოდნა 

4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი);  განცხადება1 ; განცხადება2
ბ) ავტობიოგრაფია (Resuma/CV _ ქართულ და ინგლისურ ენაზე);
გ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის/დოკუმენტის ასლი/ასლები  (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი "ფილოლოგი_ანგლისტი" ან "ინგლისური ენის მასწავლებელი," "ფილოლოგი," ან "ქართული ენის მასწავლებელი");
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვ) პროფესიული (ენობრივი კომპეტენციის, მეთოდური, დარგობრივი ენის)     განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები; 
ზ) თანამდებობის პროფილით გათვალისწინებული (სასწავლო-მეთოდური) შრომების სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში (განათლება, მეთოდიკა)  მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი დოკუმენტების/სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) გაკვეთილის გეგმა (Lesson plan). (გაკვეთილის გეგმას უნდა ახლდეს შესაბამის ენაზე დეტალურად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზნები, სტრატეგია, გამოყენებული ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები, მიღებული შედეგების არგუმენტირებული აღწერა). 
5. შეიქმნას საკონკურსო კომისია ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად, შესაბამის აპლიკანტთა შერჩევის მიზნით (დანართი №1); 
6.  დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №2);
7. მასწავლებლების კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მეორე ეტაპზე გასული კანდიდატის შერჩევა; 2. გასაუბრება ან/და საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს ჩაატარებინოს საცდელი მეცადინეობა წინასწარ მითითებულ თემატიკაზე. 
8. დამტკიცდეს ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებლის ვალდებულებები (დანართი №3);     

9. მასწავლებელთა მინიმალური სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით
10. კონკურსის შედეგად შერჩეული მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
11. საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით Yყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. №36 თსუ V კორპუსი, ოთახი №230; 
12. კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე.
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე

სრულად

ბრძანების N: 107/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 აგვისტოს N910, 12 აგვისტოს N931, 2 სექტემბრის N987, 7 სექტემბრის N1007 ბრძანებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე N2 დანართის შესაბამისად (დანართი N2);
3.  ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
5. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
6. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი, პროფესორი                                 აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 998/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11  პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" №10/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 8 სექტემბრის №364/28 (კანც. რეგისტრაციის №30581/02, 08.09.14 და N30835/02, 08.09.2015), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 9 სექტემბრის №3765/30-01 (კანც. რეგისტრაციის №30831/02, 08.09.15), ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ 2015 წლის                   8 სექტემბრის N1330/36-01 (კანც. რეგისტრაციის №30935/02, 08.09.15) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის 8 სექტემბრის №1055/29-01 (კანც. რეგისტრაციის №30913/02, 08.09.15), 2015 წლის 9 სექტემბრის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №5654/27-01 (კანც. რეგისტრაციის №30950/02, 09.09.15), იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 9 სექტემბრის N31018/02 წარდგინებებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 11 სექტემბრის MES 1 15 00885078 დასკვნის (კანცელარიაში რეგისტრაციის N32043/02, 14.09.2015) საფუძველზე,
            
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი №4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7.    ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2.    თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ბრძანების N: 994/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის  39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიების (კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2015 წელს უფლება მოიპოვეს ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 1 სექტემბრის #155/15 ბრძანების, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის #83/01-01 ბრძანებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ)   სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ)  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე)   იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ)   მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.

ბრძანების N: 995/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“ სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის            11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის 2015 წლის 03 აგვისტოს №25445/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების ფარგლებში, „ქართულ-ოსური  ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“ სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  დავით ჩომახიძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
დ) დარეჯან თვალთვაძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – კომისიის წევრი;
ე) ავთანდილ არაბული - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი – კომისიის წევრი;
ვ) ნაირა ბეპიევი - უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი;

ზ) ედუარდ ბლანკენშიპი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი – კომისიის წევრი;
თ) თამარ გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
ი) ზარინა გიგოლაევი - უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი ლაბორანტი.
კ) სონია გიპერტ - ფრიცი - გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტი – კომისიის წევრი;
ლ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი – კომისიის წევრი;
მ) თამერლან გურიევი - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
ნ) ნანა მამაგულიშვილი - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
ო) ნინო პოპიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
პ)  ირმა რატიანი - უნივერსიტეტის შოთა რუ სთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის წევრი;
ჟ) რაზიათ ქუმარიტოვი - უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი – კომისიის წევრი;
რ) სოფიო შამანიდი – ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხში – კომისიის წევრი;
ს) მერი ცხოვრებოვა - მწერალი, ლიტერატორი – კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ბრძანების N: 162/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორის 2010 წლის           13 სექტემბრის #83/01-01 ბრძანების, "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს            2013 წლის 15 ივლისის #84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი #1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2015 წლის                       9 სექტემბრის N#1104/32 (#30993/02, 09.09.2015)  წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს მიღება სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე):

1.1. დერმატოლოგია–ვენეროლოგია – 1 ადგილი საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის;
1.2. ალერგოლოგია იმუნოლოგია – 1 ადგილი საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის;
1.3. რეპროდუქტოლოგია – 1 ადგილი რეზიდენტისთვის;  - 1 ადგილი  
    საექიმო სპეციალობის მაძიებლისთვის;  - 2 ადგილი მომიჯნავე   
    სპეციალობებისათვის  გადამზადების კურსის ფარგლებში;
1.4. ოფთალმოლოგია – 1 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.5. ოტორინოლარინგოლოგია -  3 ადგილი რეზიდენტისთვის;  -               
    1 ადგილი სპეციალობის მაძიებლისათვის;
1.6. ინფექციური სნეულებები -  3 ადგილი რეზიდენტისთვის; 
1.7. ენდოკრინოლოგია -  2 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.8. თერაპიული სტომატოლოგია – 5 ადგილი რეზიდენტისთვის;
1.9. ორთოპედიული სტომატოლოგია -  5 ადგილი რეზიდენტისთვის;

2. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიულ მზადებაზე) მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
      2.1.  საბუთების მიღება – 21 სექტემბერი – 28 სექტემბერი;
      2.2.  გასაუბრება –29 სექტემბერი;
      2.3.  შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

5.  ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

ბრძანების N: 163/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, "ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიების (რანჟირების დოკუმენტი) დამტკიცების შესახებ, რომლებმაც 2015 წელს მოიპოვეს უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში" სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 1 სექტემბრის №156/15 ბრძანების,  "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 14 სექტემბრის №5840/27 (კანცელრაიაში რეგისტრაციის №32510/02, 14.09.2015) წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ეროვნულგამოცდებგავლილი მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი სტუდენტები:
ა) საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის         (დანართი №1);
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა სომხურენოვანთათვის (დანართი №2);

ბრძანების N: 997/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის მეორე პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 5 აგვისტოს №27/04  ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2015 წლის                    3 სექტემბრის №29079/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 11 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2015 წლის  26 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2015 წლის 10 ნოემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტი (კონფლიქტების ანალიზისა და მართვის პროგრამა) 

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტი

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);      
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის  მიმღებ  აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი № 203-ა;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
სრულად

ბრძანების N: 157/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,ინფორმაციული განათლება და მედიაწიგნიერება”-ს დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 02 სექტემბრის #28691/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი ,,ინფორმაციული განათლება და მედიაწიგნიერება”  (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა      

სრულად

ბრძანების N: 158/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,ინფორმაციის ცოდნად გადაქცევის პრაქტიკული კურსი”-ს დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის  ,,ინფორმაციის ცოდნად გადაქცევის პრაქტიკული კურსი”-ს დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 02 სექტემბრის #28691/02 წერილის საფუძველზე,
                        
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი ,,ინფორმაციის ცოდნად გადაქცევის პრაქტიკული კურსი” (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
 
რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 159/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 2015 წლის 8 სექტემბრის №30849/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის #5 დანართში და სისხლის სამართლის მიმართულებით საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში პირველ ნომრად მითითებულ მზია ლეკვეიშვილის (თავმჯდომარე) ნაცვლად მიეთითოს მაია ივანიძე (თავმჯდომარე).
2. შეტანილ იქნეს დამატება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის #153/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებულ იურიდიული ფაკულტეტის #5 დანართში მითითებულ საგამოცდო კომისიის შემადგენლობას კერძო სამართლის მიმართულებით დაემატოს:

16. მარიამ ცისკაძე; 
17. აკაკი გაწერელია;  
18. დავით ღიბრაძე;
19. სოსო ღურწკაია; 
20. სერგი ჯორბენაძე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი,პროფესორი    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

სრულად

ბრძანების N: 160/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #84/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის 2015 წლის 04 სექტემბრის #29499/02 წერილის საფუძველზე,   

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის #84/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული  დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. იმ გამოცდის ორგანიზებას, რომელიც ტარდება კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, უზრუნველყოფს შესაბამისი საგამოცდო ცენტრი.
,,4. სწავლების სამივე საფეხურზე შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ ჩასატარებელი შუალედური, სემესტრული დასკვნითი/დამატებითი გამოცდების (ზეპირი) ორგანიზება ხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად“.
ბ)  ბრძანებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. გამოცდის მიმდინარეობის ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან სრულფასოვანი უზრუნველყოფისა და საგამოცდო შედეგების მაქსიმალურად ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით დარბაზები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებითა და ელექტროტალღური სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობებით“. 
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 
     
რექტორი, პროფესორი                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
სრულად

ბრძანების N: 161/01-01