საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

N#

გვარი

სახელი

პ/ნ

სემესტრი

        1

ბაზიარი

თეა

9

        2

გორგოშაძე

ანანო

9

        3

მაღლაფერიძე

ეკა

9

       4

მახარაშვილი

ლიკა

9

       5

ნარეკლიშვილი

ეთერი

9

2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, #6). 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1416/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.  განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით: 

შემოდგომის სემესტრი

1.1. აკადემიური რეგისტრაცია  - 14 - 21 ნოემბერი;
1.2. სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 ნოემბერი  – 11 მარტი;
1.3. არდადეგები – 1 – 8 იანვარი; 9-16 აპრილი;
1.4. საგამოცდო პერიოდი – 13 მარტი – 25 მარტი (დასკვნითი გამოცდები),
                                                 31 მარტი – 10 აპრილი (დამატებითი გამოცდები).

გაზაფხულის სემესტრი

1.5. აკადემიური რეგისტრაცია  - 11 – 17 აპრილი;
1.6. სააუდიტორიო მეცადინეობები – 17 აპრილი  – 29 ივლისი;
1.7. საგამოცდო პერიოდი – 31 ივლისი – 12 აგვისტო (დასკვნითი გამოცდები),
                                               16 – 27 აგვისტო  (დამატებითი გამოცდები). 

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი         გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 207/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–21, მე–4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ –   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენლების შეყვანის მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის   25 ნოემბერს:
ა) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული -  მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი.
ბ) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - 1 წევრი. 
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 

ა) ლიანა აბესალაშვილი - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი; 
გ) ცისანა გავაშელი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
დ) მანანა კაკაბაძე - მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ე)გიორგი მახარობლიშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ვ) ჯემალ როგავა - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მენციერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) გვანცა ხასია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
3. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და თსუ-ის შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.  აკადემიური  საბჭოს  წევრობის  კანდიდატთა  რეგისტრაცია  დაიწყოს 2016 წლის    
14 ნოემბერს 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 18 ნოემბერს 18:00 საათზე    (5 კალენდარული დღე).
6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატი ვალდებულია სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტუროს, რომ მას სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
7.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  კანცელარიაში,   შემდეგ  მისამართზე:   
ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი,   ოთახი  N114.
8.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   ძალაში   შესვლის   დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 202/01-01

,,2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 8 ნოემბრის №199/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (41154/02; 10.11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:
1. 2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 8 ნოემბრის №199/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2.კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 9, 11 და 12 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის პირველ კორპუსში, ოთახი №202 და ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1)." 

2. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 201/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 33-ე მუხლის პირველის პუნქტის, თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №835 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე)
გ) პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  დოკუმენტი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2.  განისაზღვროს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად  9-10 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი                              გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 200/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)

2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 1401/01-04

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (40731/02; 07.11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 9 და 11 ნოემბერს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №202
 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)თინათინ დავითაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)მაია სვანაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)გიორგი ჯაიანი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)მანანა გელაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)გიორგი ყუფარაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
თ)ირინე გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)მაია ჯავახაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)თამარ ჭუმბურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)ირინე ხერხეულიძე, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
მ)მარიამ ხოფერია, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ნ)გიორგი რუსიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ო)ხათუნა მაისაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)ალექსანდრე კუხიანიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ)ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
რ)მარიამ ფანჯიკიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა   ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ს)ჩარიტა ჯაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ტ)ია ნაცვლიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
უ)დავით სიხარულიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ფ)სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს 
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                          გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 199/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:  
      
ა) შემოდგომის სემესტრი

ა.ა. აკადემიური რეგისტრაცია  - 7 - 11 ნოემბერი;
ა.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 7 ნოემბერი  – 25 თებერვალი;
ა.გ. არდადეგები – (1 – 8 იანვარი); (20 – 26 მარტი);
ა.დ. საგამოცდო პერიოდი – 27 თებერვალი – 9 მარტი (დასკვნითი გამოცდები),
                        15 – 18 მარტი  (დამატებითი გამოცდები).

ბ) გაზაფხულის სემესტრი

ბ.ა. აკადემიური რეგისტრაცია – 27 მარტი - 31 მარტი;
ბ.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 27 მარტი – 8 ივლისი;
ბ.გ. საგამოცდო პერიოდი – 10 – 22 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),
                           28 ივლისი - 4 აგვისტო (დამატებითი გამოცდები).

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 197/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით სადოქტორო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)
2. შეტანილ იქნას ცვლილება (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                გიორგი შარვაშიძე
                
სრულად

ბრძანების N: 1400/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 22 სექტემბრის №15/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2016 წლის 28 ოქტომბრის №39728/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 10 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით;
3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5. უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 520 (ხუთას ოცი) ლარით.
6. უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი.
ვ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.

7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დიანა ძიძიგური – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) არნოლდ გეგეჭკორი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ნანული დორეული - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
დ) მანანა გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;

9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის (ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
10. საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი;
11. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
12. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
13. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 198/01-01

ბრემენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ბრემენის  უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებელი შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის  წერილის (40255/02; 02. 11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 20.11.2016-20.12.2016 ბრემენის უნივერსიტეტის მიერ     გამოყოფილ სადოქტორო პროგრამაზე სტიპენდიატების შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 4 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი #203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3). 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი       
შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – იოსებ სალუქვაძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი);  
ბ) კომისიის წევრი – დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი, (DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი); 
გ) კომისიის   წევრი  –  ჩარიტა   ჯაში   (თსუ   ეკონომიკისა   და   ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი). 
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის 
კოორდინატორი ლელა კაცაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (იხ. დანართი).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე                           

სრულად

ბრძანების N: 195/01-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის 2016 წლის 20 ოქტომბრის №183/99-01-01-60 კორესპონდენციის, ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის 2016 წლის   31 ოქტომბრის N39919 სამსახურებრივი ბარათისა და საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის 2016 წლის 27 ოქტომბრის N39620/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის   17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში: 
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-9 მუხლის 9.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  „9.3. ავთანდილ თარხნიშვილი - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი“;
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-20 მუხლის 20.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  „20.1. ქეთევან ლორთქიფანიძე - ენების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე“;
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-9 მუხლის 9.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  „9.1. ოთარ თაბორიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 181/02-01

2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი (საფრანგეთის რესპუბლიკა) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (40283/02 02.11.2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (INSA) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 4 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 13:00 საათზე, ოთახი №101 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
a. მერაბ ელიაშვილი (თსუ პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე)
b. მირეი დიუკასე (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი)
გ. თამარ ჭელიძე (თსუ პროფესორი, კომისიის წევრი)
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ეკატერინე მეგრელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს      საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                      გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 196/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 17 ივნისის N98/01-01 ბრძანების და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2016 წლის  24 ოქტომბრის N38969/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დარგობრივი კომისიის  ბიზნესის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იოსებ ხელაშვილი - პროფესორი“.

ბ) ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დარგობრივი კომისიის  ბიზნესის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-161 და მე-162 პუნქტები:
„161. ეკა ლეკაშვილი - ასოცირებული პროფესორი

162. ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი“.
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                                                                            გიორგი შარვაშიძე      
სრულად

ბრძანების N: 191/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე - ,,კომპიუტერული ინჟინერია’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ლიბიის მოქალაქე გუმა მოჰამედ ღერიანის ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილების პირველი მუხლის 31 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის  №809 ბრძანების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინგლისურენოვან 
საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაზე -  ,,კომპიუტერული ინჟინერია’’ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ლიბიის მოქალაქე  გუმა მოჰამედ ღერიანი. 
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1356/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა  ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების /საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №808, №811, №813 ბრძანებების, მაგისტრანტობის კანდიდატთა (№23930/02, 18.07.2016; №27183/02, 18.08.2016; №28740/02, 02.09.2016) განცხადებებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2016 წლის 28 ოქტომბრის №39771/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩაირიცხონ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატები №1 დანართის შესაბამისად.
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანად გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1357/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა" 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებით დამტკიცეული ,,დოქტორანტრის მინიმალური სტანდარტის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და   ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის (№39708/02, 28.10.2016) წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” №1 დანართში მითითებული დოქტორანტობის კანდიდატები (დანართი №1):
2. შეტანილ იქნეს ინფორმაცია 1 (ერთი) დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1361/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის     26 ოქტომბრის №813 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ინფორმაცია   საგანმანათლებლო   დაწესებულებების   რეესტრში   შესატანად        
გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

რექტორი                                                 გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1347/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილების პირველი მუხლის 11 და 12 პუნქტების, სან დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დეკანის (№37738/02, 12.10.2016; 37739/02, 12.10.2016; 37741/02, 12.10.2016;  37742/02, 12.10.2016;) წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურნოვან საბაკალავრო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის მიზნით გაეგზავნოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 1348/01-04

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში გრანადისა და კადისის უნივერსიტეტების (ესპანეთის სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამების ფარგლებში 
გრანადისა და კადისის უნივერსიტეტების (ესპანეთის სამეფო) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (39310/02; 26.10.16) საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში გრანადისა და კადისის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 31 ოქტომბერსა (კადისის უნივერსიტეტის) და 3 ნოემბერს (გრანადის უნივერსიტეტის) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121  (მისამართი: თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნანა შათაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)ირინე გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)მარინე კობეშავიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)ნინო ჭრიკიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)ლელა ჯანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)ნათია ჩიტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ-ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                      გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 189/01-01