საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის #210/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის №210/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 9 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ს რექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის №201/01-01 ბრძანების და რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გრიგორ ტატიშვილის 2017 წლის 25 ოქტომბრის №19243/10 წერილის საფუძველზე,
                               ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  _  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 23 ოქტომბრის №210/01-01 ბრძანებაში  და ბრძანების მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად’’: 
ლევან  ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით), მიმართულება – ფუნდამენტალური კვლევები.
გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით), მიმართულება – ფუნდამენტალური კვლევები.
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით), მიმართულება – გამოყენებითი კვლევები.
რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით), მიმართულება – ფუნდამენტალური კვლევები.
ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი - 10 წლის ვადით), 
2. დაევალოს   კანცელარიას   ბრძანების  გადაცემა   დაგზავნის  ფურცელში   მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                              
რექტორის მოადგილე                                               მ. ჩხენკელი   
             
სრულად

ბრძანების N: 223/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის, რექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის№ 201/01-01 ბრძანების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2017 წლის 5 ოქტომბრის სხდომის ოქმის (დოკ. №19417/10, 27.10.2017) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  არჩილ უგულავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი;
ბ) მიხეილ ნიორაძე  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;
გ)  დავით ჯაფარიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ინჟინერი, აკადემიური დოქტორი;
დ) ქეთევან კოტეტიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) თენგიზ ზაალიშვილი  - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ არჩილ უგულავა,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მიხეილ ნიორაძე, საკონკურსო კომისიის  მდივნად  დავით ჯაფარიძე;
3.დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.  
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2017 წლის 7  დეკემბრისა.
5.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი 
                                
სრულად

ბრძანების N: 221/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის №316/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის №18322/10  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით 
გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია.
2. ონლაინ რეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალზე 2017 წლის 30 ოქტომბრის 11:00 საათიდან 3 ნოემბრის 23:00 საათის ჩათვლით.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება .
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                             ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 238/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების, რექტორის 2017 წლის 13 ოქტომბრის@№ 201/01-01 ბრძანების,  ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის რ. კვატაშიძის 2017 წლის 20 ოქტომბრის №18890/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური
ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო -კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4.  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის,უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით კონკურსანტს ასევე მოეთხოვება (ვაკანსიის პროფილის მიხედვით):
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიურ ფონდებში ან/და ინსტიტუტის ფონდებში დაცული გეოლოგიური ანგარიშის შედგენაში მონაწილეობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
გ) მეცნიერი თანამშრომელი - სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
6. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 27 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2017 წლის  5 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის 20 დეკემბრისა;
7. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ერთი).

8. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
  მყარი სასარგებლო წიაღისეულისა სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება

 უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)

  გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  -  0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

 სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -  0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

  ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

 საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1  საშტატო ერთეული.

9. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
 
 მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი  -  4 საშტატო ერთეული
მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ორი)

ენერგეტიკული რესურსებისა და ახალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
 მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი  თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული (ერთი)

საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი  თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული (ორი)

რეგიონული გეოლოგიისა და კარტირების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

მინერალური ნედლეულის ეკონომიკისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

სილიკატებისა და საშენი მასალების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება
მეცნიერი  თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული

საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“
 მეცნიერი  თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული.

10.  სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

11. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 28 ნოემბრიდან  2017 წლის 5 დეკემბრის  ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში.  მისამართი:  ქ.თბილისი. მინდელის ქ. 11, მე - 4 სართული, ოთახი № 408;
12. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის  კავკასიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
13. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
14. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
15.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
 რექტორის მოადგილე                                             მიხეილ  ჩხენკელი        
                                 
სრულად

ბრძანების N: 220/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 16 ოქტომბრის №902 და 19 ოქტომბრის №912 ბრძანებებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2017 წლის  26 ოქტომბრის №19308/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                            მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 1094/01-04

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (19169/10; 25.10.2017) საფუძველზე

ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადისა და საპიენცას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 26 ოქტომბერს 16 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №108 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა მარწყვიშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.    ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის   ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,                    მიხეილ ჩხენკელი
რექტორის მოადგილე              
                                                              
სრულად

ბრძანების N: 217/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის NN33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს შექმნისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შემუშავების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 დეკემბრის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 28 აპრილის სხდომის №5 ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და დამატება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 20 თებერვლის N33/02-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი“:
ა) ბრძანების N1 დანართით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის:
ა.ა) მე-2 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  ,,81“ პუნქტი:
,,81. პროექტის განხორციელებისას შესაძლებელია პროექტის ბიუჯეტის  მუხლობრივი განწერის 10 პროცენტამდე ცვლილება, რაც ხორციელდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისათვის წერილობითი ცნობებით (ადმინისტრაციასთან შეთანხმება), ხოლო პროექტის  ბიუჯეტის მუხ¬ლობრივი განწერის 10 პროცენტზე მეტი ოდენობით ცვლილების დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში  აუცილებელია საბჭოს თანხმობა.”
ა.ბ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პროექტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში პროექტის ავტორ(ებ)მა საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული და ფინანსური ანგარიში,  შესაბამისი შეფასების ფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას რეკომენდატორ/ებ/ის დასკვნა (შეფასება) წარმოდგენილ პროგრამულ ანგარიშზე, საბჭოზე შემდგომი განხილვის მიზნით.“  
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 236/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ (მოდულურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე  2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)    სააუდიტორიო მეცადინეობები – 2017 წლის 23 ოქტომბერი – 2018 წლის  29 ივნისი;
ბ)    არდადეგები - 1 - 8 იანვარი;

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                         მიხეილ ჩხენკელი

სრულად

ბრძანების N: 216/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებელი კურსის გასავლელად ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2017 წლის  09 ოქტომბრის №17711/10 წერილის  საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
   
1.    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის თითოეულ საგანში ფასიანი მომსახურების  ერთი კურსის (კურსის ხანგრძლივობა 7 თვე: 2017 წლის  1 ნოემბერი - 2018 წლის 10 ივნისი; კურსის მოცულობა - 90 საათი)  მომზადების საფასური 2017-2018 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) მათემატიკა – 500 ლარის ოდენობით;
ბ) ფიზიკა – 500 ლარის ოდენობით;
გ) ქიმია   – 500 ლარის ოდენობით;
დ) ბიოლოგია – 500 ლარის ოდენობით;
ე) გეოგრაფია - 500 ლარის ოდენობით;

2.    აბიტურიენტთა  მოსამზადებელ განყოფილებაში  სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგნებში მოსამზადებლად დადგინდეს  შეღავათები კურსის ღირებულების გადახდისას შემდეგი ოდენობით:

ა)    2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს    შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად, კერძოდ:

 ა.ა)სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს 6 თვეზე, ყოველთვე წინასწარი გადახდით;

ა.ბ.)აბიტურიენტის მიერ სწავლის საფასურის ყოველთვე გადახდის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის პირველი თვის საფასური დაიფაროს 2017 წლის  30 ოქტომბრიდან 07 ნოემბრამდე, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;

ა.გ.)შესაძლებელია სწავლის საფასურის ოდენობის გადახდა გადანაწილდეს ორ ნაწილად: გადასახდელი თანხის პირველი ნაწილი დაიფაროს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან  07 ნოემბრამდე, ხოლო გადასადელი თანხის მეორე ნახევარი დაიფაროს 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
 
ბ)  3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 95 %-ს ოდენობით;

გ)  4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში მომზადების საფასური განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 90 %-ს ოდენობით;

დ)  სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი აბიტურიენტების მიერ 3 (სამი) ან  4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 85%-ის ოდენობით;

ე)  მოსამზადებელ განყოფილებაში ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, აბიტურიენტის მიერ 3 (სამი) ან 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში, სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვროს გადასახდელი თანხის საერთო ღირებულების 80%-ის ოდენობით;
 
ვ)  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილებისთვის აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 65%-ის ოდენობით;

3.    აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის (კურსის მოცულობა 90 საათი) მოსამზადებლად მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
4.    უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტების მოსამზადებელ განყოფილებაში საატესტატო გამოცდებისათვის ცალკეულ საგანში ერთი კურსის  მოსამზადებლად  ჯგუფი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 5 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.
5.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

6.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
7.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი        ნუნუ ოვსიანიკოვა
 
სრულად

ბრძანების N: 231/02-01

2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (18795/10; 20.10.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 25 ოქტომბრის 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ვახტანგ ლიჩელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ნინო დარასელია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
გ)ხათუნა ცხადაძე, თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი
დ)თეა გერგედავა, თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე 
 
სრულად

ბრძანების N: 207/01-01

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადის უნივერსიტეტისა (ესპანეთის სამეფო) და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილების (№18816/10, №18860/10; 20.10.17) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გრანადის უნივერსიტეტისა და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2017 წლის 24 ოქტომბერს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1). 
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე თევზაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ)ვალერიან მელიქიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
გ)მანანა გელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი 
დ)მედეა დესპოტაშვილი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ე)დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი, კომისიის წევრი
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1)
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის  ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი                                 გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 208/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების _ "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ.), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 4 ოქტომბრის №20/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   ნანი გაფრინდაშვილის 2017 წლის  17 ოქტომბრის №18386/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის                    30 ნოემბრის ჩათვლით, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის  15 დეკემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ბიზანტინისტიკის  კათედრა

    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან   2017 წლის 30 ნოემბრის 18 საათამდე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე                                   
                       
სრულად

ბრძანების N: 209/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების,    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 9 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  გრიგორ ტატიშვილის 2017 წლის 18 ოქტომბრის №18562/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება     (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3.  მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადით) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება:

ა) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებას დამატებით 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 პატენტი ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

ბ) იმ ვაკანსიათა პროფილებით, რომლებიც მიეკუთვნება გამოყენებითი კვლევების მიმართულებას დამატებით მოეთხოვება 2 პატენტი ან 1 პატენტი და 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 პატენტი და 1 მონოგრაფია ან 1 პატენტი და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტში;

4. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.
6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის     18 დეკემბრისა.
8. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული (ერთი - 10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 8 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული 
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
   
ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

10. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ლევან  ჯაფარიძის სახელობის Dდენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის ქიმიური გადამუშავების ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 
 მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)

ელენე ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსნართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
 მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული 

კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული 

ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული 

არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)

ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (სამი)

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2); 
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ     რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი, მინდელის ქ. №11. ოთახო №205-ა.
13. კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი             გიორგი შარვაშიძე      
სრულად

ბრძანების N: 210/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3,  მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 15 სექტემბრის №17/04 ერთობლივი ბრძანების, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ ციციშვილის 2017 წლის 18 ოქტომბრის №18505/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მთავარი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა (10 წლის ვადით) შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის   სამეცნიერო   პერსონალის  სამსახურში  მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს, ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით დამატებით 2 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან 1 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალში და 1 მონოგრაფია ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში და მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებში.
4.  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერ-კვლევით პროექტში.
შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.
6. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან    სხვა   პროფილურ    დაწესებულებაში   სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)   და   უნდა   ჰქონდეს   გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად 
მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;           
7. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2017 წლის   25 დეკემბრისა;
8. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

მაღალმოლეკულურ ნაერთთა  ქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

აგრარული ქიმიის ლაბორატორია:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

9. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული

ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 7 საშტატო ერთეული

ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული

მაღალმოლეკულურ ნაერთთა  ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

აგრარული ქიმიის ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 4 საშტატო ერთეული

10. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: 

ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული

ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 13 საშტატო ერთეული

ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 3 საშტატო ერთეული

მაღალმოლეკულურ ნაერთთა  ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

ნავთობის ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 6 საშტატო ერთეული

აგრარული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული

11. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 ); 
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

12. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის პირველი დეკემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას №31, მე-2 სართული, კანცელარია;
13.კონკურსი გამოცხადებულია თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნის მიზნებისათვის და მისი შედეგები ძალაში შედის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნისთანავე;  
14. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
16.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი      გიორგი შარვაშიძე        
სრულად

ბრძანების N: 211/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის #173/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის გიორგი ტატიშვილის 2017 წლის   06 ოქტომბრის №18338/10 და თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18410/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-14 პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ა) ვაჟა ჩაგელიშვილი – თსუ რაფიელ აგლაძის ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”;
ბ) ბრძანების დანართი №1-ის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ.ა”, ,,ვ.თ”, და ,,კ.ა” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ა) კლიმენტი ბერიძე – მძღოლი.”;
,,ვ.თ) გრიგორ მამნიაშვილი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.”;
,,კ.ა) ელისო კუხიანიძე – ბიბლიოთეკის გამგე.”. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 229/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 ოქტომბრის N18340/10, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18410/10 და საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტის 2017 წლის 18 ოქტომბრის N18616/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში: 
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.1. ერეკლე კუპატაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი, კომისიის თავმჯდომარე“;
2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-11 მუხლის 11.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.1. ზურაბ ზურაბიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე“;
3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი
4.1. მანანა ფეიქრიშვილი - უფროსი ინჟინერი, კომისიის თავმჯდომარე;
4.2. ნინო ადუაშვილი  - უფროსი ინჟინერი;
4.3. ლარისა ჩადრანიანი - უფროსი ინჟინერი;
4.4. მზია ბრეგვაძე - უფროსი ინჟინერი;
4.5. თეა ზაქარიაძე - მდივანი;
4.6. თამარ შენგელია - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;“
4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ბ” თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მედიცინის ფაკულტეტის კომისია:
17.1.ნინო ბეგიშვილი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
17.2.თეიმურაზ დოჭვირი-მედიცინის ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი;
17.3.მარიკა შონია-საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი;
17.4.მანუჩარ მოდებაძე-მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
17.5.გიორგი სტურუა-საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                               ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 230/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
გ) პროფესიული განათლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 13 - 20 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი           გიორგი შარვაშიძე
  
სრულად

ბრძანების N: 212/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახლეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე ტესტირების პროცედურა №1 დანართის შესაბამისად;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                                                     გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის   17 ოქტომბრის №18457/29 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების კომისიის შემადგენლობა №1 დანართის  შესაბამისად (დანართი №1);
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა №2 დანართის შესაბამისად (დანართი №2);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 214/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა” 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2017 წლის 17 ოქტომბრის №18477/10 და 19 ოქტომბრის №18710/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე - "ევროპისმცოდნეობა”, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ პირველსემესტრელი დოქტორანტებისათვის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 13-20 ნოემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 15-20 ნოემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 20 ნოემბერი – 10 მარტი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 12 – 29 მარტი (დასკვნითი გამოცდები), 06-14 აპრილი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 31 დეკემბერი – 7 იანვარი, 17 – 22 აპრილი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 10-23 აპრილი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია – 16-23 აპრილი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 23 აპრილი – 04 აგვისტო;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი – 06 – 23 აგვისტო (დასკვნითი გამოცდები),03-10 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები – 11 – 30 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე
           
სრულად

ბრძანების N: 215/01-01