საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

   "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 28 დეკემბრის №30/04  ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი კორძაიას 2018 წლის 11 იანვრის №436/32 წერილის №14375/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 18 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 26 თებრვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 9 მარტისა.
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
      ასოცირებული   პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
5.     ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:

    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);   
    გ) პირადობის მოწმობის ასლი;
    დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
    ვ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
    თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
    ი) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

           ი.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელსაგან, სადაც უნდა

               განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.

           ი.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

           ი.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის

               განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის

               გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის №78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N27-28;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 11/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 28 დეკემბრის №30/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი კორძაიას 2018 წლის 11 იანვრის №436/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 18 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 19 თებერვლიდან  2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 9 მარტისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:  ონკოლოგიის  დეპარტამენტი
  ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი
ასისტენტ - პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
5.  ასისტენტ -პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:

    ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
    ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);  
    გ) პირადობის მოწმობის ასლი;
    დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  
         ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის 
         აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის 
         არსებობის შემთხვევაში);
    ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
    ვ) სამოტივაციო  წერილი;
    ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
    თ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

           თ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა

               განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.

           თ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

           თ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის

               განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის

               გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 19 თებერვლიდან 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით 1100-დან  1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის №78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N27-28;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 12/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ






სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და  ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის საკონკურსო  კომისიის თავმჯდომარის  2018 წლის  9 იანვრის  №239/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის   ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:


გეომორფოლოგია– გეოეკოლოგიის  ლაბორატორია  


1.    წერეთელი ემილ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
2.    წიქარიშვილი კუკური - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო  ერთეული (10 წლის ვადით);
3.    ბონდირევი იგორ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    ლეჟავა ზაზა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    გონგაძე მერაბ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    ტიელიძე ლევან _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.    გადრანი ლელა _  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
8.    ასანიძე ლაშა _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
9.    ჩიხრაძე  ნინო _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
10.    ყავლაშვილი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
11.    გაფრინდაშვილი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი  0.5 საშტატო ერთეული;
        

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის   განყოფილება

1.    მუმლაძე დალილა  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო  ერთეული (10 წლის ვადით);
2.    თავართქილაძე კუკური – მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    გელაძე ვახტანგ – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
4.    მაჭავარიანი ნინო  – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
5.    ციცაგი მარიამ – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
6.    ლომიძე  ნინო –  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;

ფიზიკური  გეოგრაფიის  განყოფილება

1.    ხაზარაძე რევაზ _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    სალუქვაძე ელენე  – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _1 საშტატო ერთეული;
3.    გულაშვილი ზაზა –  მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
4.    ხარძიანი თამარი –  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    ჩალაძე თამილა –  მეცნიერი თანამშრომელი 1  საშტატო ერთეული;
6.    კეკენაძე ვალერიანე _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.


საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება

1.    მელაძე გიორგი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ 0.5 საშტატო  ერთეული;
2.    ნადარეიშვილი ნანა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი _ 0.5 საშტატო ერთეული;
3.    თუთბერიძე მზია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    ხომერიკი გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    კვირკველია ნანა _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
6.    თავაძე გივი  _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
7.    ჯვარშეიშვილი სოფიკო _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული.

კარტოგრაფია- გეოინფორმატიკის ლაბორატორია

1. ჭიჭინაძე თამარ _  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2. კუმლაძე რომან _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
3. სოლოღაშვილი ნატო _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;           
                       
2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    


რექტორი            გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 13/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის  ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  პუნქტისა და საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ელიაშვილის 2017 წლის 20 ნოემბრის N21171/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 31 მუხლი:

,,მუხლი 31.   დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულის საგამომცემლო საბჭო და სარედაქციო კოლეგია
1.    დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევით ერთეული სარედაქციო -  საგამომცემლო საქმიანობის პროცესის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელობს ,,სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანებით განსაზღვრული დანართებით.
2.    ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო სარგებლობს საგამომცემლო საბჭოსათვის დადგენილი სრული უფლება-მოვალეობებით, მათ შორის ქმნის დარგობრივ სარედაქციო კოლეგიებს, რომლებიც მოქმედებენ დადგენილი წესით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ფარგლებში სარგებლობენ იგივე უფლება-მოვალეობებით, როგორითაც სარგებლობს ფაკულტეტის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიები.“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს, ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოების და დარგობრივი სარედაქციო კოლეგიების დებულების“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. გარდამავალი დებულებები
უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და გამომცემლობა თავისი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის ინიციატივის შემთხვევაში უშუალოდ მიმართავენ უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს“;
გ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბეჭდი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის წარდგენის, განხილვის და გამოცემის წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 5 მარტის N43/01-01 ბრძანების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმძღვანელო – მეცნიერების კონკრეტული დარგის ცოდნის მწყობრი სისტემის – დისციპლინის – ძირითადი სასწავლო წიგნი, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდურ დონეზე;
ბ) ლექციების კურსი – კონკრეტული დისციპლინის თეორიული ნაწილის ავტორისეული გადმოცემა, დაწერილი სათანადოდ დამტკიცებული და აპრობირებული პროგრამის შესაბამისად მაღალ მეცნიერულ და მეთოდურ დონეზე;
გ) დამხმარე სახელმძღვანელო – მოცემული დისციპლინის ცალკეული ნაწილის (ნაწილების) გაღრმავებული შესწავლისათვის განკუთვნილი სასწავლო წიგნი – ქრესტომათია, ტექსტები, საკითხავი მასალა, და სხვ., ან თეორიული ცოდნის გან- მტკიცებისა და პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის განკუთვნილი სასწავლო წიგნი – ამოცანების, მაგალითების, სავარჯიშოების, ტესტების კრებულების, ლაბორატორიული სამუშაოების აღწერილობები;
დ) სამეცნიერო ლიტერატურა – მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალი, ლექსიკონი, განმარტებითი და ენციკლოპედიური ლექსიკონი, ატლასი, ალბომი, ცხრილები და სხვ.;
ე) გრიფის მინიჭება – ლიტერატურისათვის თსუ გერბის და წარწერის („გამოცემულია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით“) მინიჭების ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ იგი გამოცემულია უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს გადაწყვეტილებით.“
2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი  შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 14/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“ 2013 წლის 16 ოქტომბრის  N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ელიაშვილის 2017 წლის 20 ნოემბრის N21171/10 წერილისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 12 დეკემბრის N22849/31-05 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ“  2013 წლის  16 ოქტომბრის N125/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 05 ივნისის N77/01-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, რექტორის მრჩეველი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ალექსანდრე ცისკარიძე - რექტორის მოადგილე - საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
დ) ნუნუ ოვსიანიკოვა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ე) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ვ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ზ) ირაკლი ღარიბაშვილი - უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ი) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
კ) ვახტანგ  კოკილაშვილი - უნივერიტეტის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ანალიზის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ლ) ნათელა მუზაშვილი - უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
მ) იამზე გაგნიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ნ) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი,  საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ო) თეონა მატარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
პ) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ჟ) გია ლობჟანიძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი,  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
რ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ს) ლელა ჯანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი;
ტ) მარინე ერქომაიშვილი - უნივერსიტეტის გამომცემლობის სამეცნიერო გამოცემების მენეჯერი, საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს წევრი.“


ბ) ბრძანების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს გამართული ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად (საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების წინასწარ შესწავლა, დამუშავება და განსახილველად მომზადება) შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერაბ ელიაშვილი -  საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) იამზე გაგნიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
გ) ეკატერინე ნავროზაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
დ) თეონა მატარაძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ე) ლილი ხეჩუაშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ვ) გია ლობჟანიძე - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ზ) გურამ ქუთელია - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
თ) ლელა ჯანაშვილი  - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
ი) მარინე ერქომაიშვილი - საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.“
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 15/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2017 წლის 27 სექტემბრის   №190/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 10.01.2018წ. №321/10 დასკვნის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანი გაფრინდაშვილის 04.01.2018წ. №68/27 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 51637.65 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები დანართი №1-ის მიხედვით;              
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 28/02-04

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 08.01.2018წ. №152/10 დასკვნის, იურდიული ფაკულტეტის დეკანის ი. ბურდულის 10.01.2018წ. №313/31-01 წერილი საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 დეკემბრის №1178/02-04 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით  (დანართი №1):
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები    ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                  ნ. ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 29/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის    2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რექტორის მოადგილის 2017 წლის 27 სექტემბრის №190/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის  თ. ბერიძის 29.12.2017წ. №24424/29 მიმართვის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის 09.01.2018წ. №263/10 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 70557.31 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემდეგი სტუდენტები:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

III სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

1.                    

ხაჯალია

ანანო

421,875

2.                    

მჟავანაძე

ნინო

421,875

3.                    

ეძგვერაძე

თეონა

1406,25

4.                    

გეთია

იური

703,125

5.                    

კილაძე

ირინე

421,875

6.                    

ბარბაქაძე

სალომე

703,125

7.                    

შამილაძე

ედუარდ

703,125

8.                    

თოიძე

თემურ

703,125

9.                    

დარსაველიძე

თინათინ

421,875

10.                

ბიჭიკაშვილი

მირანდა

1406,25

11.                

პაპუაშვილი

ნატო

421,875

12.                

მძელური

თამარ

703,125

13.                

ჭაბაშვილი

სალომე

562,5

 

V სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

14.                

ქსოვრელი

მარიამ

421,875

15.                

კიკნაძე

თამარ

703,125

16.                

პაპიძე

ანი

421,875

17.                

ბედოიძე

ელენე

703,125

18.                

ცხოიძე

სალომე

1406,25

19.                

შუღლიაშვილი

ინგა

703,125

20.                

კახიძე

სალომე

421,875

21.                

შონია

ნინო

421,875

22.                

დევრისაშვილი

გიორგი

421,875

23.                

ჭაბაშვილი

თამარი

421,875

24.                

სანიკიძე

მაყვალა

703,125

25.                

ამირანაშვილი

ანუკა

703,125

26.                

დალაქიშვილი

ანა

421,875

27.                

კახელაშვილი

ნოდარი

421,875

28.                

ძეგველიშვილი

ლელა

640

29.                

მეგრელიშვილი

დიანა

640

 

VII სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

30.                

ზეინკლიშვილი

ანა

1406,25

31.                

ნიკოლაიშვილი

ანი

421,875

32.                

მექვაბიშვილი

თეონა

421,875

33.                

ავალიშვილი

ნინო

703,125

34.                

ალშიბაია

მარიამ

421,875

35.                

ბიბილეიშვილი

ნანა

421,875

36.                

რეხვიაშვილი

ნიკოლოზ

421,875

37.                

მეტრეველი

დალი

703,125

38.                

წიწიკაშვილი

ნანა

703,125

39.                

მამედოვა

ნარგილა

1406,25

40.                

ტოტოჩავა

ანა

703,125

41.                

ხასიდაშვილი

ლანა

703,125

42.                

თავდუმაძე

ნათია

421,875

43.                

კახნიაშვილი

სანდრო

703,125

44.                

კუხალაშვილი

ქეთევან

703,125

45.                

შევარდნაძე

გვანცა

370

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

III სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

46.                

ცივაძე

ფეა

703,125

47.                

ოგანესიანი

სვეტლანა

670

V სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

48.                

ქოქუაშვილი

სოფიკო

1406,25

49.                

თიგიშვილი

ნინო

360

 

VII

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

50.                

მაზაშვილი

ანა

984,375

51.                

ლოსეურაშვილი

ელენე

1406,25

52.                

გოცირიძე

თამარი

530

 

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა

I სემესტრი 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

53.                

ანა

აბრამაძე

300

54.                

ანა

გოგენია

300

55.                

მარიამ

გოგენია

300

56.                

თამაზი

დევდარიძე

300

57.                

დავითი

ებილაშვილი

300

58.                

გიგი

ელიზბარაშვილი

300

59.                

სალომე

ზაბახიძე

300

60.                

კახა

კაპანაძე

300

61.                

ნინო

მახარობლიშვილი

300

62.                

მიხეილი

მღებრიშვილი

300

63.                

მარი

ნინიკაშვილი

300

64.                

მარიამ

ონიანი

300

65.                

მარიამი

ოტიაშვილი

300

66.                

სალომე

პატარიძე

300

67.                

თეონა

რთველიაშვილი

300

68.                

ნიკა

სამადაშვილი

300

69.                

ნათია

ქებაძე

300

70.                

მარიამი

ღუდუმიძე

300

71.                

ბადრი

შარია

300

72.                

თამარი

წითელაშვილი

300

73.                

ზაზა

წიკლაური

300

74.                

ანა

ხვედელიძე

300

75.                

ნუგზარ

ჯღარკავა

300

 

III სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

76.                

ანა

ბარდაველიძე

1406,25

77.                

ნინო

ტალიკაძე

1406,25

78.                

ვენერა

ცერცვაძე

1406,25

79.                

გიორგი

ნემსაძე

640

 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

I სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

80.                

თამარი

ბაბუნაშვილი

385

81.                

ლია

ბაიდოშვილი

385

82.                

გიორგი

ბარბარიანი

385

83.                

ნინო

ბაწაშვილი

385

84.                

თათია

ბერიანიძე

385

85.                

ნინო

გოგიტიძე

385

86.                

მარიამ

გუბელაძე

385

87.                

თამარი

დეისაძე

385

88.                

თორნიკე

დიდებულიძე

385

89.                

ანნა

თარალაშვილი

385

90.                

ქრისტინე

კარაპეტიანი

385

91.                

სოფიკო

კურტანიძე

385

92.                

საბა

ლაკირბაია

385

93.                

ნინო

ლაპარტყავა

385

94.                

მარიამ

ლაფაჩი

385

95.                

თამარი

მურვანიძე

385

96.                

მარიკა

ნაჭყებია

385

97.                

შორენა

ნუცუბიძე

385

98.                

მარი

როსტიაშვილი

385

99.                

მარიამ

სანიკიძე

385

100.            

ლევანი

სარიშვილი

385

101.            

ალეკო

სარქისოვი

385

102.            

მოსე

სახამბერიძე

385

103.            

დავითი

სუარიძე

385

104.            

თამარი

ქავთარაძე

385

105.            

ლალი

ქანდაურიშვილი

385

106.            

ელენე

ქარენაშვილი

385

107.            

მამუკა

ქარცივაძე

385

108.            

ანა

ქაშიბაძე

385

109.            

რევაზ

ქოიავა

385

110.            

უჩა

ხვედელიძე

385

111.            

ნანა

ხიდეშელი

385

 

III სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

112.            

სოფიო

ჯამრულიძე

1406,25

113.            

გიორგი

ბეკოშვილი

1406,25

114.            

სოფიკო

ფიცხელაური

1406,25

115.            

გიორგი

შატაკიშვილი

1406,25

116.            

ნათია

გოგუაძე

1406,25

117.            

მარი

სამსონიძე

1200

118.            

ქეთევანი

ხარაიძე

1200

 

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა

III სემესტრი 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

119.            

სალომე

ლაღიძე

1125

 

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა

III სემესტრი 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

120.            

ქრისტინე

ბაზაძე

650



2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტუდენტებისა და  მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                       ნ. ოვსიანიკოვა      
სრულად

ბრძანების N: 30/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)  პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების ,,რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“, ,,სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის  13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის  №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 11 იანვრის №427/32 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების  (პროფესიული მზადების) პროგრამებზე:


1.1. უროლოგია - 4 რეზიდენტი/მაძიებელი
1.2. ლაბორატორიული მედიცინა - 2 რეზიდენტი/მაძიებელი
1.3. ორთოპედიული სტომატოლოგია – 1 რეზიდენტი/მაძიებელი
1.4. პალიატიური მედიცინა – 8 რეზიდენტი/მაძიებელი   

2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
 
2.1. საბუთების მიღება – 15-26 იანვარი;
2.2. გასაუბრება – 29 იანვარი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 30 იანვარი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                                       გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 06/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის" №1 დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტიდან და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს №1 დანართის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო (დანართი №1). 
2. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
4. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი,   დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)


რექტორი             გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 14/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და "ო" ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველის ზაზა წაქაძის 2018 წლის 10 იანვრის  N371/10  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით 
გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია.
2. ონლაინ რეგისტრაცია ხორციელდება სტუდენტის პორტალზე 2018 წლის 15 იანვრის 10:00 საათიდან 26 იანვრის  23:00 საათის ჩათვლით.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ნუნუ ოვსიანიკოვა 

სრულად

ბრძანების N: 08/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე - ,,ეკონომიკა’’ 2017-2018 საწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აჰმედ ადელ მოჰამმედ ბურაიაჰის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე - ,,ეკონომიკა’’ 2017-2018 საწავლო წლის გაზაფხულის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აჰმედ ადელ მოჰამმედ ბურაიაჰის ჩარიცხვის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების /მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის  კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის   28 დეკემბრის  N1227  ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე - ,,ეკონომიკა’’ 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე იემენის რესპუბლიკის მოქალაქე აჰმედ ადელ მოჰამმედ ბურაიაჰ (პასპორტის). 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                   გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 04/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის    წ3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, "მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს #824 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) შენახვასა და აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ ნაზი ქემოკლიძეს;
2. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომის, მასწავლებლის მომზადების სერიფიკატი) დაბეჭდვაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ მზია სხირტლაძეს;
3. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტ თეონა ჩახნაშვილს.
4. შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ) მაია გრიგოლია – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი; 
გ) ნაზი ქემოკლიძე  – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; 
დ) თვალმაისა ჯღარკავა  – საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; 
ე) სოფიო ცინცაძე  – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი. 

5. კომისიას დაევალოს:
ა) მკაცრი აღრიცხვის წუნდებული ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) გაუქმება; 
ბ) წუნდებული სერტიფიკატების, მოწმობებისა და 2005 წლამდე გაცემული დიპლომების გაუქმება და განადგურება; 
გ) მკაცრი აღრიცხვის დამტკიცებულ ფორმებთან შეუსაბამო დოკუმენტების (დიპლომი, მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი) განადგურება. 

6. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა და დოკუმენტების (დიპლომების, სერტიფიკატების, მოწმობების) დამზადების, გაცემის, შენახვის, აღრიცხვა-ანგარიშგების, გაუქმებისა და განადგურების შესახებ" თსუ რექტორის 2012 წლის 25 იანვრის №03/01-01 ბრძანება;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
9. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.


 რექტორი                                                  გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 04/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2017 წლის  29 დეკემბრის "2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ" №837 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის   9 იანვრის №170/10-02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 9 იანვრის №205/29, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 8 იანვრის №161/28, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის   2018 წლის 5 იანვრის №102/31-01, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 16 დეკემბრის №23266/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 18 დეკემბრის №23364/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის   2017 წლის 18 დეკემბრის №23317/26 წერილებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს   უფროსის 2018 წლის 5 იანვრის MES 7 18 00006238 და 2018 წლის 8 იანვრის    MES 2 18 00010247 წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 03/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2017 წლის 28 დეკემბრის №24332/10 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს, უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ღია წვდომის ციფრული არქივის (რეპოზიტორის) შეუფერხებელი, ოპერატიული და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, მიენიჭოს უნივერსიტეტსა და ავტორს შორის გასაფორმებელ სამართლებრივ აქტზე (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა) უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 


რექტორი                                                    გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 02/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 11 დეკემბრის №1130/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 11 დეკემბრის №1130/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და 2017 წლის 27 სექტემბრის   №190/01-01 ბრძანებების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 28 დეკემბრის №979/02-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2018 წლის 03 იანვრის №13/10 წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის   11 დეკემბრის №1130/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                               
 ,,1.მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ,  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ  38884.30 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მაგისტრანტები“


N

სახელი გვარი

პირადი N

თანხა

1

ნოზაძე   ლევანი

433

2

მაღლაკელიძე ნანა

433

3

მამადაშვილი თამარ

433

4

ლორთქიფანიძე ანა

433

5

ბიწაძე ლიკა

433

6

ბიბილაშვილი ნოდარი

433

7

ქენქაძე ნიკოლოზ

433

8

ახალაძე თამარი

433

9

ჩხვიმიანი ხატია

433

10

მაისურაძე თეონა

433

11

სალუქვაძე ფატი

433

12

ირემაძე ტარიელ

433

13

დავითულიანი ლანა

433

14

ჭეხაშვილი ბექა

433

15

ჯინჭველეიშვილი ქრისტინე

433

16

გობოზაშვილი თამთა

843,80

17

დგებუაძე ბექა

843,80

18

ჯოლია სალომე

843,80

19

მიქაძე მირანდა

843,80

20

კაპანაძე ქეთევან

843,80

21

ქარჩილაძე ნათია

843,80

22

გაბელაია მონიკა

571

23

ჭაბაშვილი ანა

571

24

მესხი ანა

571

25

გოგისვანიძე რუსუდან

571

26

ჩხაიძე თამთა

571

27

იაკაშვილი ნინო

571

28

კვინიკაძე გვანცა

571

29

გეწაძე ნინო

571

30

გოგოლაძე თეონა

571

31

შვანგირაძე ნელი

571

32

ჯავახიშვილი თინათინ

571

33

ჭანტურიძე მაია

703,10

34

მაღედანი თინათინ

703,10

35

ბერიძე გიორგი

703,10

36

ანანეიშვილი გურამი

703,10

37

არობელიძე გიორგი

703,10

38

კურდღელია ელენე

510

39

ჩაჩხიანი იოსები

510

40

გიორგაძე სალომე

510

41

ხუჭუა ლანა

510

42

ბერიძე თინათინ

510

43

ბაღიაშვილი თამარ

510

44

გელაშვილი ანა

510

45

ბუთხუზი ნათია

510

46

გოგბერაშვილი ანი

510

47

მარღანია ლია

510

48

ბეკურაშვილი მარიამ

510

49

ჯიოშვილი სალომე

510

50

კობიაშვილი სალომე

510

51

ჯღარკავა ნინო

510

52

ჭიჭინაძე თამთა

510

53

გურჯიძე ანუკი

510

54

კილასონია ირმა

510

55

ლემონჯავა ანი

510

56

ბოხუა მარიამ

510

57

მაისურაძე ნინო

510

58

ბაღდავაძე რომან

510

59

ჩიტიშვილი ელენე

510

60

ლაფერიშვილი თეონა

510

61

ჭაბაშვილი ლაზარე

510

62

სამხარაძე ნათია

510

63

ჭანტურია ხატია

510

64

მახათაძე ეკატერინე

510

65

თორდია თამაზი

470

66

გოგოჩიშვილი ანა

470

67

საბაშვილი ლევან

470

68

ასანიძე   მარიანა

470

69

გოგბერაშვილი გიორგი

470

70

ბალიევა ნათია

470

71

აბულაძე გვანცა

470

72

შვანგირაძე   ცირა

470


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,                                   
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                         ლ. საღინაძე
სრულად

ბრძანების N: 06/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით -,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ” (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 28 დეკემბრის №30/04  ერთობლივი ბრძანების და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ი. ბურდულის 2018 წლის 4 იანვრის №31/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7  (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 4 იანვარს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 5 თებერვლიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 2 მარტისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კერძო სამართალი
    კატეგორია "ა"  ასოცირებული  პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
    კატეგორია "ბ"  ასოცირებული  პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
5. ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
   ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე  (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – MS Word და PDF ფაილების სახით));   
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 5 თებერვლიდან  2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით 09:30-დან 17:30 საათამდე იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი:  ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, (თსუ II კორპუსი) პირველი სართული, (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია),   ოთახი №117;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8. ბრძანების  უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს   კანცელარიას    ბრძანების   დაგზავნის   ფურცელში    მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                    გიორგი შარვაშიძე
  
სრულად

ბრძანების N: 01/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმები) დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმები) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373  მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის,  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გ. გელაშვილის 2017 წლის 4 დეკემბრის №22133/10, 2017 წლის 26 დეკემბრის №24133/10 წერილების (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი ოქმები) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმები) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის   განყოფილება

1.    ხარაძე გიორგი _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2.    ნერსესიანი ალექსანდრე _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (უვადო);
3.    რატიშვილი იოსებ  _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    კვაჭაძე ვახტანგ  _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
5.    მამნიაშვილი გრიგორი  _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
6.    ჩიღვინაძე  ჯაბა _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
7.    შენგელაია ალექსანდრე _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).
8.    აბრამიშვილი მერი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
9.    აშიმოვი საბირ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
10.    ახვლედიანი ზაირა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
11.    ახვლედიანი იოსები _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
12.    ბარამიძე გიორგი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
13.    გალუსტაშვილი მაყვალა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
14.    დრიაევი დიმიტრი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
15.    დეკანოზიშვილი გურამი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
16.    ნადარეიშვილი მალხაზ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
17.    ტყეშელაშვილი ლაშა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
18.    წაქაძე სევერიან _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
19.    მიქელაძე სოლომონ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
20.    ყალაბეგიშვილი თამაზ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
21.    წულაია მურმან _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
22.    ჯაყელი გიორგი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
23.    ჯიშიაშვილი დავით _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
24.    ავალიშვილი ნიკოლოზ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
25.    გეგეჭკორი ტატიანა _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
26.    დვალი გია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
27.    დონაძე გიორგი _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
28.    ზედგინიძე თინათინ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
29.    თავხელიძე ვალერ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
30.    მაჩაიძე თეიმურაზ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
31.    სექანია მიხეილ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
32.    შერმადინი ზურაბ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
33.    ჭელიძე ლია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
34.    ჯანჯალია მედეია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

     ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის  განყოფილება

1.    საპოჟნიკოვა ნელი _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    ბრეგაძე ვასილ _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით).
3.    აბულაძე მარინა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    ასათიანი ნინო _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    გოგიჩაიშვილი შოთა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    გორგოშიძე  მაია _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.    კიზირია ევგენი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8.    კილაძე მაია  _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
9.    რჩეულიშვილი ალექსანდრე _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  1 საშტატო ერთეული;
10. სოხაძე ვიქტორ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
11. ქართველიშვილი თამარ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;        
12. ღელაღუტაშვილი ეთერ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
13.  ხაჩიძე დავით _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
14. ხუციშვილი ირინე _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
15. ასანიშვილი ლალი _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
16. ბაღდავაძე  ნანული _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
17. გინტური ეთერ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
18. გიორგაძე თამარ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
19. კუჭავა ნანა _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
20. ლომიძე  ეთერ _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
21. ნამჩევაძე ემა _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
22. რჩეულიშვილი ოლია _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
23. ბარბაქაძე შოთა _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
24. თვაური გენადი _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
25. ოსეფაშვილი მარიამ _ მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;

         
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილება

1.    ბარნაველი თენგიზ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2.    გოგბერაშვილი მერაბ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.    ვერბეცკი იური _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    კეპულაძე ზურაბი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    რურუა ლალი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    სვანიძე მანანა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.    ჯეჯელავა ჯუანშერი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8.    გოგოლაძე ილია _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
9.    ცხადაძე ედიშერ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
10.    ღონღაძე ალექსი _  მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;


პლაზმის ფიზიკის განყოფილება

1.    ბერეჟიანი ვაჟა _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    ნანობაშვილი სულხან _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    შათაშვილი ნანა _ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    გარუჩავა დავით _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    კორთხონჯია ვლადიმერ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    ნანობაშვილი ირაკლი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7.    როსტომაშვილი გიორგი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8.    სიგუა ქეთევან _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
9.    ცხაკაია დევი  _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული;
10.    ცხაკაია დავით  _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
11.    გელენიძე დავითი _  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
12.    ფერაძე გრიგოლ  _  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

გამოყენებითი კვლევების ცენტრი
 
1.    იმნაძე პლატონ _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2.    გოგებაშვილი მიხეილ  _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
3.    ივანიშვილი ნაზი _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
4.    ავქოფაშვილი გურანდა _  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    ოსიძე იოსებ  _ მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    რაზმაძე მალხაზ _  მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული.

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის  ხელშეწყობის ცენტრი

1.    როსტომაშვილი ზაზა _ უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;         

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტის  კანონმდებლობითა და თსუ წესდების  232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4.  ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    


რექტორი   გიორგი  შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 278/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 22 დეკემბრის №23878/30 კორესპონდენციების  საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. შევიდეს  დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-20 პუნქტი:
,,20. ლალი დათუაშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-ში მდებარე №№: 211. 212, 213 ოთახებში (საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება) არსებულ  მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა

სრულად

ბრძანების N: 281/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2017 წლის 22 დეკემბრის №23878/30 კორესპონდენციების  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. შევიდეს  დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-20 პუნქტი:
,,20. ლალი დათუაშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-ში მდებარე №211. 212, 213 ოთახებში (საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება) არსებულ  მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 281/02-01