საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა

 

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility–ICM) პროგრამა განკუთვნილია თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. ასევე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით.  (დეტალები იხილეთ აქ).

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში, სწავლების ან ტრეინინგის მიზნით მობილობის ფარგლებში, სრულად ანაზღაურებადია მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. ასევე გაიცემა თანხა, რომელიც განსაზღვრულია ყოველდღიური ხარჯების დასაფარად.  აღნიშნულის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად (დეტალები იხილეთ აქ).

 

მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2015-2017

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2016-2018

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2017-2019

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2018-2020

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2019-2022

 

პარტნიორი უნივერსიტეტები - 2020-2022

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: erasmusplus@tsu.ge

 

TSU FACT SHEET                                     

 

ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამაში მონაწილეობის გავლენა მონაწილეთა ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებსა და პროფესიულ თავისებურებებზე (თსუ-ს შემთხვევა)

 

ERASMUS+ICM Impact Study