საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი კიურის პერსონალის გაცვლის პროგრამა - IRSES

 

პროექტი დაფინანსებულია მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში
დაფინანსების სქემა: მარი კიურის პროექტი - საერთაშორისო მკვლევარების გაცვლითი პროგრამა (IRSES)

პროექტის სახელწოდება: ,,ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვასთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, გამოწვევები და დაბრკოლებები“ (EU-PREACC)
საგრანტო ხელშეკრულების ნომერი: PIRSES-GA-2012-318911
პროექტის ხანგრძლივობა: 01.03.2013-28.02.2017
კოორდინატორი ინსტიტუცია: ტარტუს უნივერსიტეტი, ევროკოლეჯი
პარტნიორები: ვილნიუსის უნივერსიტეტი, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამუშაო პაკეტები
 

    სამუშაო პაკეტი 1   
  • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეფორმის გამოცდილების შეჯამება: დადებითი პირობითობის გარემოება;
  • ევროკავშირთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტიკის სფეროებში რეფორმების წარმატებისა და წარუმატებლობის ასახვა;
  • გაწევრიანების კრიტერიუმები (პროგრესის ანგარიშის თავები)            

 

1-ლი სამუშაო პაკეტის მიზანია ასახოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების წინა პროცესის მახასიათებლები და შედეგები გაწევრიანების მოლაპარაკებების საწყისი ეტაპიდან 2004/2007 წლებში გაწევრიანების მიღწევამდე. ყურადღება გამახვილდება რეფორმის პროცესში არსებულ კრიტიკულ ცვალებადობაზე: თუ რომელმა გადაწყვეტილებებმა და არჩევნებმა საბოლოოდ განაპირობა უფრო სწრაფი დაახლოება და რომელმა გადაწყვეტილებებმა შეანელა პორცესები. ასევე, შეირჩევა ჰარმონიზაციისა და ტრანსფორმაციის კრიტიკული სფეროები. ყურადღება დაეთმობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების წინა-პროცესის კონკრეტულ გარემოებებს ევროკავშირის ადრინდელ პრაქტიკასთან შედარებით. სამუშაო პაკეტი მოგვცემს დაწვრილებითი მიმოხილვის შესაძლებლობას, რომელიც დაეფუძნება პროგრესის ანგარიშის სტრუქტურასა და გაწევრიანების შესახებ პარტნიორობის ხელშეკრულების თავებს. სამუშაო პაკეტი ემპირიული მონაცემების გათვალისწინებით საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სამუშაო პაკეტებს: რეალური პროგრესი და კომისიის შეფასება.
 

 

    სამუშაო პაკეტი 2      

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და ევროპეიზაცია (პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული ასპექტები) - საჭიროებებზე მორგებული

და ადვილად ტრანფორმირებადი გაწევრიანების პრაქტიკის ანალიზი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე.

 

მე-2 სამუშაო პაკეტის მიზანია გააანალიზოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნების 2004/2007 წლების გაფართოების გამოცდილებიდან თუ რომელი ნაწილი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოლდოვასა და საქართველოსთვის, გაფართოების კრიტერიუმებში ცვლილებების გათვალისწინებით. მე-2 სამუშაო პაკეტი ასევე ითვალისწინებს შეგროვილი მონაცემების ანალიზს და საქართველოსთან და მოლდოვასთან ახლოს მდგომი კანდიდატი ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომელი ქვეყნის გამოცდილება შეიძლება მიჩნეულ იქნას სამიზნე ნიშნულად და რომელი ქვეყნის რეფორმა შესაძლებელია რომ ტრანსფორმირდეს. სამუშაო პაკეტის მიზანია საფუძვლიანი ანალიზი, თუ რა ძირითადი ცვლილებები განხორციელდა ევროკომისიის მიერ დადგენილ ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებში და რომელი ცვლილებები ესადაგება ევროკავშირსა და მოლდოვას ან/და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ევროპეიზაციისა და ჰარმონიზაციის საკითხებში. ასევე მიზანს წარმოადგენს ევროკავშირი-მოლდოვას და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფუძვლიანი აღწერა ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმების შესახებ ევროკომისიის ყველა პოლიტიკის სფეროში - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნები შედარებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების თავებთან. სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, შეეხება კონფლიქტის მოგვარების საკითხებს, საზღვრებსა და დე ფაქტო სახელმწიფოებს. სამუშაო პაკეტი ასევე ჩამოაყალიბებს ახალ და გააუმჯობესებს არსებულ საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის ქსელებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ასოცირებულ ქვეყნებს შორის.
 

 

    სამუშაო პაკეტი 3                    

მოლდოვა და საქართველო – გარდამავალი ქვეყნები ევროკავშირის საზღვარზე და სახელმწიფოები ევროკავშირსა და რუსეთს შორის - აანალიზებენ კონკრეტულ გარემოებებს და პოლიტიკის ტენდენციებს

 

მე-3 სამუშაო პაკეტის მიზანია გაანალიზოს, თუ რა პოზიცია აქვს მოლდოვას გაწევრიანებასთან და საქართველოს შესაძლო გაწევრიანების წინა-პროცესთან დაკავშირებით. სამუშაო პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირი-მოლდოვას და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საფუძვლიან აღწერას ევროკომისიის მიერ დადგენილ ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმების ყველა პოლიტიკის სფეროში - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნები შედარებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების თავებთან. აღნიშნული პაკეტი იყენებს 1-ლი და მე-2 სამუშაო პაკეტებში შესრულებული სამუშაოების შედეგებს, რომ განსაზღვროს თუ რომელი ყოფილი კანდიდატი ქვეყნის და წინა გაწევრიანების რომელი პერიოდი ესადაგება ყველაზე მეტად მოლდოვას და საქართველოს რეალობას. კოპენჰაგენის კრიტერიუმების ყველა თავი ცალკეულად იქნება განხილული, რადგან შესადარებელი ქვეყნები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა სფეროში. შედეგებზე დაყრდნობით ანალიტიკოსებს შეეძლებათ გამოკვეთონ ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებშიც მოლდოვას და საქართველოს მოუწევთ ყველაზე მეტად ყურადღების მიპყრობა, პოლიტიკის რეფორმების დაგეგმვისას; ასევე, განსაზღვრონ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან და საჯარო სექტორის რეფორმებთან დაკავშირებით. აღნიშნული პაკეტი ასევე მოიცავს ანალიზს, თუ რომელ სფეროებშია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ექსპერტების მონიტორინგის საჭიროება და რომელი ქვეყნიდან შეიძლება იყვნენ ექსპერტები ან გამოყენებულ იქნას სამიზნე ნიშნულის მონაცემები.

 

 

 სამუშაო პაკეტი 4               

ევროკავშირის, ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სწავლება ინტერდისციპლინარული ევროპული კვლევების სასწავლო პროგრამების კონტექსტში

 

Tმე-4 სამუშაო პაკეტის მიზანია მოლდოვას და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და დიპლომის მიმნიჭებელი პროგრამების სფეროში არსებული ვითარების შეჯამება. ევროკავშირთან დაკავშირებული პოლიტიკის დაგეგმვისა და გავლენის შეფასებასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამები და კურსები საფუძვლიანად არის გაანალიზებული მოლდოვას სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის ექსპერტების მომზადების კონტექსტში. ასევე, მიზანს წარმოადგენს არსებული ვითარების ასახვა და წინადადებების შემუშავება სასწავლო პროგრამების განვითარების ან სპეციალური პროგრამების შემუშავების მიზნით, რის ფარგლებშიც მომზადდებიან ექსპერტები პოლიტიკის რეფორმის, რეფორმების დაგეგმვის (ზემოქმედების ანალიზი), ევროკავშირთან მოლაპარაკებების, ევროკავშირის კანონმდებლობის და ზოგადად პოლიტიკის მიმართულებით.
 

 

პროექტში მონაწილეობის პირობები მოცემულია ბმულზე

 

IRSES-ის პროექტის ფარგლებში ტარტუს უნივერსიტეტში ჩატარებული საქართველოს დღეები:

პროგრამა 1

პროგრამა 2

 

თსუ-ში პროექტის ინტიტუციონალური კოორდინატორია საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.-ფოსტის შემდეგ მისამართზე: international@tsu.ge