საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის

 

ინტერნაციონალიზაცია თსუ-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა; ჩვენი საერთაშორისო კავშირები სათავეს იღებს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან და მას შემდეგ თსუ მუდმივად ავითარებს თავის საერთაშორისო კონტაქტებს, რომლის მიზანია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობათა შეთავაზება ჩვენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისათვისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 


თსუ 250-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულების ინსტიტუციური პარტნიორია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აქვს რეგულარული გაცვლითი პროგრამები ევროპის, აზიისა და აშშ-ს უნივერისტეტებთან, აქვს არაერთი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, სეზონური სკოლა და კვლევითი და საველე პროექტი უცხოელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობით. თსუ-ს საპატიო დოქტორებს შორის არიან ათეულობით გამოჩენილი უცხოელი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, მიმდინარე კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შესაბამის განყოფილებაში (მიმდინარე კონკურსები).