- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility–ICM) პროგრამა განკუთვნილია თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. ასევე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით. (დეტალები იხილეთ აქ).
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში, სწავლების ან ტრეინინგის მიზნით მობილობის ფარგლებში, სრულად ანაზღაურებადია მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. ასევე გაიცემა თანხა, რომელიც განსაზღვრულია ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად (დეტალები იხილეთ აქ).
მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე.
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2015-2017
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2016-2018
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2017-2019
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2018-2020
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2019-2022
პარტნიორი უნივერსიტეტები - 2020-2022
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: erasmusplus@tsu.ge
TSU FACT SHEET