საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) მიზანია, მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა.

პროექტის კონკრეტულ ამოცანებში შედის კვლევის ეთიკის, კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების მექანიზმების დანერგვა, ასევე მკვლევრების საქმიანობაში, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების სააკრედიტაციო სტანდარტებში კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვის კონცეფციის გაძლიერება, რაც მიზნად ისახავს არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციას და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობას ქართულ უნივერსიტეტებში.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობები მოიცავს:

  • სადოქტორო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტის გადახედვას და ექსპერტების ცოდნის და უნარ-ჩვევების გაძლიერებას;
  • კვლევის კეთილსინდისიერების მოდულის (ვრცელი ციფრული სასწავლო კურსის MOOC) შექმნას;
  • მკვლევრების და კვლევის დამხმარე [კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებელი] პერსონალის მომზადებას;
  • საუნივერსიტეტო კვლევის კეთილსინდისიერების და ეთიკის მათ შორის საჭირო რესურსების პოლიტიკისა, დოკუმენტების გადახედვა-შემუშავებას;
  • კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის საბჭოს ჩამოყალიბებას,
  • კვლევითი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით აკადემიური მხარდაჭერის და კეთილსინდისიერი კვლევის სერვისების განვითარებას;
  • ქართულ უნივერსიტეტებში პასუხისმგებლობიანი სამეცნიერო კომუნიკაციის ხელშეწყობას.

 

პროექტის კოორდინატორია:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

პროექტის კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი

მასარიკის უნივერსიტეტი

აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

პროექტში მონაწილე ქართული უნივერსიტეტები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი