2024 წლის 7 ივნისს ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა –კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტის წარმომადგენლებისთვის.
2024 წლის 13 ივნისს ამავე ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ,,განათლების მეცნიერებების“ სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი ,,კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი“. ტრენინგს დაესწრო 15 მონაწილე.
ხოლო 2024 წლის 24 ივნისს ETHICS პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თსუ-ის სხვადასხვა სადოქტორო პროგრამის სტუდენტთათვის ,,კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი“. ტრენინგს დაესწრო 19 მონაწილე შემდეგი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებიდან: კომპიუტერის მეცნიერება, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება, ურბანისტიკა, სამართალი, კულტურის და მედიის სოციოლოგია, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერება.
ERASMUS + პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში”(ETHICS) ფარგლებში იგეგმება მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის მხარდამჭერი ტრეინინგი. ტრეინინზე განხილული იქნება კვლევის ეთიკის კომპონენტები და კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული კოდექსი. გაზიარებული იქნება უახლესი (ქართულად ნათარგმნი მასალა) რომელიც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს შემდგომი კვლევითი საქმიანობის წარმართვაში.
ტრეინინგი ჩატარდება ონლაინ ორშაბათს, 2024 წლის 24 ივნისს, 12:00-13:30.
ტრეინინგზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.
2023 წლის 11-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში გაიმართა ტრენერთა გადამზადების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა. მას მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრას უძღვებოდნენ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის დარგის ექსპერტები. სესიებზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიკაცია და მისი დეტექცია, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების პრევენცია კვლევის წარმართვისას, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე სესია დაეთმო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს; განიმარტა კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პრინციპები.
ტრენინგის დასრულებისას გამოითქვა აზრი კვლევის კეთილსინდისიერების ეროვნული ჩარჩოს შემუშავების შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
მასალის წყარო: პროექტის ვებგვერდი.