საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ETHICS პროექტის კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა

2023 წლის 2-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით შედგა კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა და სასწავლო ტური ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის 10 ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, 3 ევროპული უნივერსიტეტისა და ევროპული არასაუნივერსიტეტო პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა კონსორციუმის წევრი ქართველი და ევროპელი ინსტიტუციებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალურ განხილვას, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების პრეზენტაციას.

 

 

პროექტის ETHICS პირველი ეროვნული შეხვედრა

2023 წლის 1 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ პირველი ეროვნული შეხვედრა. მას დაესწრნენ პროექტის კონსორციუმის ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი.

 

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი პარტნიორებისთვის დაფინანსებული პროექტის სამუშაო პაკეტების, თითოეული პარტნიორის როლისა და გეგმების დეტალური განხილვა, ასევე ევროკომისიის მიერ დაწესებული გრანტის მართვის ადმინისტრაციული და ფინანსური რეგულაციების წარდგენა.

 

 

 

მასალის წყარო: პროექტის ვებგვერდი.