საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განვითარება

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს დიალოგის წარმართვას სწავლა-სწავლებისა და შეფასების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შორის, როგორც ცალკეულ ფაკლტეტებზე, ასევე უნივერსიტეტის დონეზე. აღნიშნული ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას სწავლა-სწავლებისა და შეფასების პროცესის გაუჯობესებაში და ქმნის პლატფორმას მუდმივი უკუკავშირისა და მოსაზრებების გაცვლის მიზნით.

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით სწავლა-სწავლებისა და შეფასების შესახებ ამზადებს რესურსებს (გზამკვლებს, სახელმძღვანელოებს, პრეზენტაციებს და სხვა), მართავს სემინარებსა და საჯარო ლექციებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი კოლეგების ჩართულობით. ამასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სთავაზობს ინდივიდუალურ კონსულტაციებს სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების შესახებ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალს. აღნიშნული ხელს უწყობს როგორც მსოფლიოში არსებული, ასევე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და გამოწვევების განხილვას.

 

 

Flag Counter