საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20.09.2013  №29172/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის 23.09.2013, №29666/02  წერილების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 147-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 157-ე, 161-ე, 163-ე, 165-ე, 168-ე, 172-ე, 174-ე, 178-ე   ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


2. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 190-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი