საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
19.09.2011, №92/2011, 16.01.2012, №2/2012,
22.02.2012, №13/2012, 11.06.2012, №46/2012,
09.08.2013, №93/2013, 4.11.2013, №111/2013,
09.06.2014, №48/2014, 14.07.2014, №64/2014,
23.02.2015, № 26/2015, 19.06.2015, № 59/2015,
19.09.2016, № 111/2016, 17.05.2017, № 55/2017,
22.01.2018, № 8/2018, 14.05.2018, № 123/2018;
12.11.2018, №224/2018; 22
.02.2024, №21/2024

დადგენილებებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების, მე–9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3, მე–6 და მე–7 ნაწილების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №36 დადგენილება .
3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. დადგენილება ძალაში შედის 2011–2012 სასწავლო წლიდან.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 77/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ

ძალაკარგულია აკადემიური საბჭოს

2016 წლის 27 ივნისის №66/2016 დადგენილებით

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურა (დანართი № 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №239 დადგენილება;
ბ) „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის №240 დადგენილება.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალოს თსუ–ის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.

4. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

5. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 76/2011

პროფესორ კლაუს დიკესათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 20.07.2011 №19121/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  თსუ–ისა და იენის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოჩენილ მეცნიერს, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კლაუს დიკეს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 75/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია  – სრული პროფესორი;

კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

წევრები:

1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. მედეა დესპოტაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიის მიმართულება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
06.09.2011; №84 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და უნვერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N64/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე: მარიამ გერსამია  – სრული პროფესორი;

კომისიის მდივანი: თამარ დოლბაია – ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

წევრები:

1. რევაზ გაჩეჩილაძე – სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
2. სერგი კაპანაძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
3. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი;
4. მანანა შამილიშვილი – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
5. ალექსანდრე კუხიანიძე – სრული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება;
6. ნოდარ სარჯველაძე – ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
7. ამოღებულია (06.09.2011; №84)

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის, სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის“ პირველი თავის პირველი პუნქტისა და მე–4 თავის მე–3 პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ლელა ჯანაშვილი.

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მდივნად დაინიშნოს მზექალა აჭაიძე.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 73/2011

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს №12/2011 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" და ,,ს“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2010–2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 31 იანვრის №12/2011 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შიდა მობილობის განხორციელების საპილოტე წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 72/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 8 ივნისის N55/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე – რევაზ ჯორბენაძე (ასოცირებული პროფესორი);

კომისიის მდივანი – თამარ დოლბაია (ასისტენტ–პროფესორი);

წევრები:

1. იაგო კაჭკაჭიშვილი (სრული პროფესორი);
2. ნათია ფარცხალაძე (UNISEF-ის ბავშვთა დაცვის სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მოწვეული პედაგოგი);
3. სალომე ნამიჭეიშვილი (საქართველოს სოცმუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, მოწვეული პედაგოგი).

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 71/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და რექტორის 2011 წლის 6 ივნისის 54/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე –  სრული  პროფესორი ირმა რატიანი

კომისიის მდივანი – ასოცირებული პროფესორი  მერი ნიკოლაიშვილი

ა) ამერიკისმცოდნეობის ქვეკომისია:

1. სრული  პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
2. ასოცირებული პროფესორი  ვასილ კაჭარავა
3. ასოცირებული პროფესორი  ანასტასია ზაქარიაძე

ბ) თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერების ქვეკომისია:

1. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
2. ასოცირებული პროფესორი რუსუდან ასათიანი
3. ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლაიშვილი

გ) საქართველოს ისტორიის ქვეკომისია:

1. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე
2. სრული პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი
3. სრული პროფესორი თედო დუნდუა

დ) ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქვეკომისია:

1. სრული პროფესორი ირმა რატიანი
2. ასოცირებული პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი
3. ასოცირებული პროფესორი რამაზ ჭილაია

ე) რომანული ფილოლოგიის ქვეკომისია (ფრანგული და იტალიური ფილოლოგია):

1. სრული პროფესორი  ქეთევან გაბუნია
2. ასოცირებული პროფესორი ნანა გუნცაძე
3. ასოცირებული პროფესორი მაია ჯავახიძე

ვ) გერმანული ფილოლოგიის ქვეკომისია:

1. სრული პროფესორი ლალი ქეცბა–ხუნდაძე
2. სრული პროფესორი დალი ფანჯიკიძე–კოკაია
3. ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თვარაძე

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 70/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.06.2011 №16760/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებამდე.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 69/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციასათვის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 11 ივნისის №42/2012 დადგენილებით

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 28.06.2011 №16760/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორ ლალი ხურციას გაუგრძლდეს ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 29.05.2012, №67/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლისთანავე. (№42/2012, 11.06.2012)

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 69/2011

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 08.07.2011 №17896/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 1–ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-7 მუხლის 7.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.2. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგოლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 4 სემესტრისა.“;

ბ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.31 პუნქტი:

„7.31. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს 50 კრედიტს, დანარჩენი (130 კრედიტი) ეთმობა კვლევას (2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის).“;

გ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.3. პუნქტი:

8.3. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი 2011 წელს ჩარიცხული დოქტორანტებისათვის გულისხმობს შემდეგ სალექციო კურსებს და სხვა სახის აქტივობებს:

დასახელება სტატუსი კრედიტ. რაოდენობა
სწავლების თანამედროვე მეთოდები სავალდებულო 5 კრედიტი
პროფესორის ასისტენტობა სავალდებულო 15 კრედიტი
სემინარი სავალდებულო 15 კრედიტი
აკადემიური წერა  სავალდებულო 5 კრედიტი
მეცნიერების მენეჯმენტი არჩევითი 5 კრედიტი
საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები არჩევითი 10 კრედიტი
უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსმენილი სასწავლო კურსი არჩევითი 10 კრედიტი
კვლევის მეთოდები არჩევითი 5 კრედიტი

დ) მე–10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 10.3. და 10.4. პუნქტები:

„10.3. დოქტორანტის სავალდებულო კვლევითი კომპონენტი მოიცავს მინიმუმ 2 კოლოქვიუმს (20 კრედიტი თითოეულისათვის) – (2011 წელს ჩარიცხულებისათვის).
10.4. ავტორეფერატი - ნაშრომის ზღვრული მოცულობა 20 გვ. (არა უმეტეს 20 000 ასო-ნიშანი) ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა – A-4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – AcadNusx-ი; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ; მარჯვნიდან – 1 სმ; ზემოდან – 2,5 სმ; ქვემოდან – 2,5 სმ (20 ეგზემპლარი).“.

ე) 25-ე მუხლის 25.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25.3. სადისერტაციო ნაშრომი ფასდება:

25.3.1. სადისერტაციო კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
25.3.2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს ლათინურ შეფასებას შემდეგი სქემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
ბ) ძალან კარგი – (magna cum laude) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება – მაქსიმალური შეფასების 81-90%;
გ) კარგი (cum laude) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება – მაქსიმალური შეფასების 71-80%;
დ) საშულო (bene) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აკმაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს  მაინც აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 51-60%;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficienter) შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს  მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 41-50%;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) შედეგი, რომელიც  წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკაყოფილებს – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
25.3.3. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ა”-,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
25.3.4. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება ერთი წლის განმავლობაში გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლება.
25.3.5. ამ მუხლის 25.3.2. პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.“.

ვ) 25-ე მუხლის 25.4. პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 68/2011

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის – „მენეჯმენტი“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2011 წლის 1 ივლისის №17163/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – „მენეჯმენტი“ (დანართი №1).

2. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

3. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება  ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 67/2011

სსიპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9  მუხლის, ,,უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის დამტკიცების შესახებ‘‘ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 მაისის №47/2011 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1–ის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2011 №16473/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები:

ა) ისტორიის დოქტორი დალი კანდელაკი – სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ და სადოქტორო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (თანახელმძღვანელი: თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა გარიშვილი).

2. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამების ხელმძღვანელებად მოწვეულ იქნენ შემდეგი პირები და მიეცეთ მათ უფლება შესაბამის პროგრამებს უხელმძღვანელონ თსუ–ის პროფესორის თანახელმძღვანელობის გარეშე:

ა) ისტორიის დოქტორი ქეთევან პავლიაშვილი – სამაგისტრო პროგრამა  „ქრისტიანობის ისტორია“;

ბ) რეჟისორი ლელა წიფურია – კინო–ტელე რეჟისორის IV და V საფეხურის პროფესიული პროგრამა.

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 66/2011

პროფესორ ფრიდრიხ გლაზლისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის, მედიაციისა და ორგანიზაციის განვითარებისა და ახალგაზრდა მკვლევართა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ზალცბურგის უნივერსიტეტის (ავსტრია) ემერიტუსს, პროფესორ ფრიდრიხ გლაზლს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 65/2011

პროფესორ ჯოანა რეგულსკასათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, რათგერსის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ჯოანა რეგულსკას მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 64/2011

პროფესორ სტივენ ჯონსისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების და რეგიონული კვლევების მიმართულების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, მაუნთ ჰოლიოკის (აშშ) კოლეჯის პროფესორ სტივენ ჯონსს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 63/2011

პროფესორ ნილ მაკფარლეინისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-9 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 28.06.2011 №16737/02 წარდგინების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების განვითარებაში და ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა აღზრდის საქმეში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორ ნილ მაკფარლეინს მიენიჭოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 62/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის,   57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქცია (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №227/2009 დადგენილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურის შესახებ“.

3. წინამდებარე დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 61/2011

სსიპ –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავებისა და შევსების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2016 წლის 31 ოქტომბრის №122/2016 დადგენილებით