საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№48/2013, 18.03.2013; №81/2015, 27.07.2015;

№37/2021, 26.04.2021; №50/2023, 15.05.2023

დადგენილებებით




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 49–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების წესი და პირობები (დანართი №1). (№37/2021, 26.04.2021) (№50/2023, 15.05.2023)

 

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი