საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-  2   -ე  მუხლის  პირველი,    მე-3  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი, მე-4  და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი    საბჭოს   მიერ,   ოქმი   N03;   23.06.2017წ),   თსუ   რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 17 მაისის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2023 წლის 25   მაისის N4540/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო    პუბლიკაციებსაც)    და    გამოქვეყნებული    ან    გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ  2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც    აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო    - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის  18 ივლისისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
გარემოს დაცვის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი)  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში) აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის    შემთხვევაში    სამეცნიერო-კვლევით    პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 124/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია     თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის    აკადემიური    პერსონალის    (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის თამარ  გაგოშიძის 2023 წლის 30 მაისის N14403/26 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორად  7  (შვიდი)  წლის  ვადით  შეიძლება
არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი   გამოცხადდეს   2023   წლის   6   ივნისს   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა.
4. კონკურსი     გამოცხადდეს     ფსიქოლოგიისა     და     განათლების     მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
განათლების მეცნიერებათა სასწავლო - სამეცნიერო დეპარტამენტი მასწავლებელთა განათლების  სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);
5. ასოცირებული    პროფესორის    თანამდებობაზე    ასარჩევმა    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი  ფორმის  მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ   შეიძლება   დასაქმდეს   „სქესობრივი   თავისუფლებისა   და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი     პირი    ან/და    პირი,    რომელსაც    იმავე    კანონის    საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა     საგანმანათლებლო     დაწესებულებაში     საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი      აკადემიური      ხარისხის      დამადასტურებელი      დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური    მუშაობის      გამოცდილების      დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევი   კანდიდატი,   კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ     შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)     და  დაადასტუროს ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის   საკონკურსო   დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11 (მე-3 კორპუსი) ოთახი N 108;
8.ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
9.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 125/01-01

,ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის N12/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტისა და ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2023 წლის  30 მაისი №14459/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. „ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დებულებისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2008 წლის 27 თებერვლის №12/01-01 ბრძანების პირველი პუქტით დამტკიცებულ №2 დანართში  შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №2).
2. დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს     საინფორმაციო     ტექნოლოგიების     დეპარტამენტს     ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 126/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ტრირის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11  პუნქტების,  რექტორის  ბრძანების  (N  87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 14969/10; 05/06/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩატარდეს  კონკურსი  ტრირის  უნივერსიტეტების  მიერ  თბილისი  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 7 ივნისს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი რუსიაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თამარ კბილაძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე;
5. კომისიას  დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 127/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც     შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე      ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების        (პროფესიული  მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“   თსუ-ს   აკადემიური   საბჭოს   2013   წლის 15ივლისის №84/2013   წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 29 მაისის № 14273/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  ოფთალმოლოგია -  3 რეზიდენტი
1.2.  ლაბორატორიული მედიცინა - 4 რეზიდენტი
1.3.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 12-16 ივნისი;
2.2. გასაუბრება – 19 ივნისი;
2.3. შედეგების გამოცხადება –20 ივნისი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 120/01-01

2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი კორუნას უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9  და  მე-11  პუნქტების,  რექტორის  ბრძანების  (N  87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 14468/10; 30/05/2023) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  კორუნას  უნივერსიტეტების  მიერ  თბილისი  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 31 მაისს.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი კახიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯომარე;
ბ) გიორგი მელაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე;
5. კომისიას    დაევალოს    თავისი    საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის  2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 121/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 03 მაისის N11772/10 კორესპონდენციისა და დამოუკიდებელი  შემფასებლის  შპს  ,,კკ  ჯგუფი“-ს  2023  წლის  05  აპრილის  შეფასების ანგარიშის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო,სამეცნიერო,საგამოცდო,  მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა    და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრისშესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის №31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).
2.ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 124/02-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 მაისის N103/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-9   პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2023 წლის 18 მაისის N13330/27 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილებები „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის       ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 მაისის N103/01-01 ბრძანებაში, კერძოდ:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1.   „3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   11 მაისს,   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 ივლისისა.“

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. კონკურსი    გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დასავლეთევროპული ენებისა და  ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა)
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 111/01-01

,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის 2023 წლის 23 მაისის №13910/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 21 მაისის 87/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ   №1 დანართში შევიდეს ცვლილება  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,საბიბლიოთეკო საბჭოს შემადგენლობა:


ა) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს წევრი;
გ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
დ) თამარ გიორგაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე - საბჭოს წევრი;
ე) თამარ ბაგრატიონი –  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ვ) ლია გოგიაშვილი-შარიფაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;

ზ)ირაკლი  დვალიძე  –  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  იურიდიული  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
თ) მარინე დგებუაძე – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე - საბჭოს წევრი;
ი) ქეთევან  ნაკაშიძე  –   უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის   მედიცინის  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გამგე  - საბჭოს წევრი;
კ) ლია  გურული – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  გამგე - საბჭოს წევრი;
ლ) ირმა   კოპალეიშვილი   –   საფინანსო   დეპარტამენტის   აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების  უფროსი სპეციალისტი - საბჭოს წევრი;
მ) ციური კოჭლაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე -  საბჭოს წევრი;
ნ) მარიამ ღლონტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების მიმართულების  სტუდენტი - საბჭოს წევრი;
ო) ნიკოლოზ თომასიანი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი - საბჭოს წევრი.“
2. ბრძანების   განხორციელებაზე   პასუხისმგებლობა   დაეკისროს   უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 125/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 7 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  რამაზ  ხომერიკის  2023  წლის  19  მაისის  N13511/28  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 31 მაისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი სექტემბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ბიოლოგიის დეპარტამენტი

კათედრა: მორფოლოგია
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
კათედრა: გენეტიკა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

გეოგრაფიის დეპარტამენტი
კათედრა: გეომორფოლოგია და კარტოგრაფია
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი კათედრა: ანტენების და ტალღების გავრცელება
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
კათედრა: ელექტრომაგნიტური თავსებადობა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“) მათემატიკის დეპარტამენტი
კათედრა: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) კათედრა: მათემატიკური ანალიზის კათედრა
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


5. ასისტენტ   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ   მიმართულ   დანაშაულთან   ბრძოლის   შესახებ“ 
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
თ) სამოტივაციო წერილი;
6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის
7 ივლისის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 117/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 7 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2023 წლის 19 მაისის N13511/28 და 2023 წლის 25 მაისის N14133/28  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის   ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 31 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი სექტემბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე    ასოცირებული    პროფესორის    აკადემიური    თანამდებობის დასაკავებლად:
ფიზიკის დეპარტამენტი

კათედრა: ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)
კათედრა: ტექნიკური ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმია ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“) კათედრა: ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმია
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


5. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული      დანაშაულის      ჩადენისთვის ნასამართლევი    პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე 
სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის
7 ივლისის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 118/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 7 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2023 წლის 19 მაისის N13511/28 და 2023 წლის 29 მაისის N14224/28  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის   პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 31 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის პირველი სექტემბრისა;
4. კონკურსი     გამოცხადდეს     ზუსტ     და     საბუნებისმეტყველო     მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: გეოლოგიის დეპარტამენტი
კათედრა: მინერალოგია -პეტროლოგია და სასარგებლო წიაღისეული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი კათედრა: პრაქტიკული ინფორმატიკა
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)
5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ      მიმართული დანაშაულის  ჩადენისთვის ნასამართლევი პირი   ან/და   პირი,   რომელსაც   იმავე   კანონის   საფუძველზე სასამართლომ    ჩამოართვა    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; 
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია. 
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების    დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის    მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე)    და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის სამსახური,    პერსონალის     მართვის     დეპარტამენტი,     პუბლიცისტიკისა     და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი     ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 119/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის დამტკიცების მიზნებისათვის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) შერჩევის მიზნით საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი     განათლების შესახებ’’       საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის  იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-4   მუხლის პირველი პუნქტის, მე-14    მუხლის პირველი პუნქტის,    მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,ო’’ ქვეპუნქტების, მე-9    და მე-12 პუნქტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 23 მაისის N13835/10  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის მიზნით დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)   გიორგი შავერზაშვილი - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
ბ)   ლიანა ჭონიშვილი - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტის მიმართულების ხელმძღვანელი,  პროფესორი,  საქართველოს  საგუნდო  საზოგადოების  თავმჯდომარე, კომისიის წევრი;
გ)  მაია ვირსალაძე - კომპოზიტორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი, სსიპ - თბილისის     ვანო     სარაჯიშვილის     სახელობის     სახელმწიფო     კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)  გიორგი ლობჟანიძე - მწერალი, კომისიის წევრი;
ე)  პაატა ნაცვლიშვილი - მწერალი, პოეტი, კომისიის წევრი;
ვ)  ჯაბა სამუშია -  უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის წევრი;
ზ) ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
თ)  გიორგი  შამათავა  -  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოადგილე, კომისიის წევრი;
ი)  ნინო უგრეხელიძე - უნივერსიტეტის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
კ)  თორნიკე  ცინაძე    -    უნივერსიტეტის  კულტურისა  და  სპორტის  დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, კომისიის წევრი;
ლ) ვასილ დოლიძე -   უნივერსიტეტის   კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების    ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,უნივერსიტეტი 2“-ის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი:
მ)  ლაშა მიროტაძე   - უნივერსიტეტის   კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების მომღერალთა გუნდის  ,,კაპელას’’ ხელმძღვანელი,   კომისიის წევრი;
ნ) საბა ლოლაძე - უნივერსიტეტის სტუდენტი, კომისიის წევრი; 
ო) ნიკა სამხარაძე - უნივერსიტეტის სტუდენტი, კომისიის წევრი.


2. დაევალოს     უნივერსიტეტის     კანცელარიას     წინამდებარე     ბრძანების     გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების    უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებგვერდზე     განთავსება     დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი     ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის დამტკიცების მიზნებისათვის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) შერჩევის პროცედურის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“   საქართველოს კანონის   22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე  მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“   საქართველოს განათლებისა   და      მეცნიერების მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ   ბრძანებით     დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი   პუნქტის,   მე-8 პუნქტის „ა“ და   „ო“   ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საზოგადოებასთან  ურთიერთობის  დეპარტამენტის  უფროსის  2023  წლის     23  მაისის N13835/10  წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰიმნის   დამტკიცების   მიზნებისათვის    ჰიმნის   ტექსტის   (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა“ (დანართი N1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 116/01-01

სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 23 მაისის   „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის,   N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ“ N110/01-01  ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

„უმაღლესი   განათლების   შესახებ"   საქართველოს კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2013  წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის „ა“,  „ბ“  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტების  და  მე-9 პუნქტისა  და  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის  2021  წლის  18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა  და  პირობების“  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.   ტექნიკური შეცდომის  გასწორების მიზნით (შეცდომა დაშვებული იქნა ბრძანების N1  დანართში  მითითებულ  წელში/სასწავლო წლის  სემესტრის   დასახელებაში) „ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით  გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან  წარმატებული   სტუდენტების  წახალისების   წესის დამტკიცების თაობაზე“  ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის      სახელმწიფო     უნივერსიტეტის     მიერ     წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის
23 მაისის  N110/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე  თანდართული  სახით (დანართი N1);
2.   ბრძანების  დაინტერესებული პირისათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3.   ბრძანების     ყველასთვის     ხელმისაწვდომ     ადგილას    განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


 რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 112/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების   - „სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა  და კონკურსის  ჩატარების  ერთიანი წესის  შესახებ"  (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ  აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური     პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული   პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების  შესახებ“ თსუ    რექტორისა  და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 7 მარტის №7/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  ნანა  გაფრინდაშვილის  2023  წლის  23  მაისის N13826/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა    ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად  7 (შვიდი)   წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   30 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან  2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა.
4.   კონკურსი  გამოცხადდეს  ჰუმანიტარულ      მეცნიერებათა       ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: თეორიული  და  გამოყენებითი  ენათმეცნიერების         სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  კათედრა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
5.     აკადემიურ თანამდებობაზე  ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული   დადგენილი   ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა   იყოს  როგორც ნაბეჭდი,   ისე  ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ   შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.  საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის
10 ივლისის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასოცირებული  პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ  აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი 1-ის მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური  თანამდებობის  დაკავებისთანავე) და დაადასტუროს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  „თბილისის  უნივერსიტეტის"   ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო  დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,     შიდა    აუდიტის   სამსახური,     ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა ფაკულტეტი,    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია



 

სრულად

ბრძანების N: 113/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, 28-ე მუხლის,   29-ე  მუხლის   მე-3  პუნქტის, ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის    N118 დადგენილების  - " სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა  და კონკურსის ჩატარების  ერთიანი   წესის   შესახებ"   (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების  - „სსიპ    – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების დამტკიცების  შესახებ“  (დამტკიცებულია  თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 7 მარტის  №7/04 ერთობლივი ბრძანებისა      და ჰუმანიტარულ     მეცნიერებათა      ფაკულტეტის       დეკანის      ნანა გაფრინდაშვილის  2023 წლის 23 მაისის N13826/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა     ფაკულტეტზე     ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად  4   (ოთხი)   წლის   ვადით    შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის   30 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან  2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 31 ივლისისა.
4.  კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორების აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის  სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი ბიზანტინისტიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („გ“ კატეგორია) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ენა)
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)
აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)

5. ასისტენტ-პროფესორის    თანამდებობაზე     ასარჩევმა    კანდიდატმა     უნდა წარმოადგინოს:

ა)    განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული  დადგენილი  ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)   ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების  შესახებ“ საქართველოს კანონის  32-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის თანახმად,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  არ  შეიძლება  დასაქმდეს   „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“    საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი  ან/და  პირი,  რომელსაც იმავე  კანონის საფუძველზე   სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;


6.   საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით 9*-დან 18 საათამდე,    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღებ  აპარატში,  თბილისი   ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7. ასისტენტ-პროფესორის  თანამდებობაზე   ასარჩევი კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი 1-ის  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის  მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ  (რაც ძალაში შევა მის  მიერ  შესაბამისი  აკადემიური  თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ  გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში   "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
9.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა  და ელექტრონული მედია ცენტრი);
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 


რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 114/01-01  

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 22 მაისის N13631/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 26 ოქტომბრის N213/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N1).
2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   დაევალოს     კანცელარიას,     ბრძანება     გადასცეს     შესაბამის     სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 108/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12173/28, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12120/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 მაისის N12256/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 10 მაისის N12340/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 18 მაისის N13264/26, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 22 მაისის N13624/31-05, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 10 მაისის N12329/27 და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის 2023 წლის 05 მაისის N12070/29  წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს  სსიპ  –  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში     2023-2024     სასწავლო     წლისათვის     ერთიანი     ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;    
3.ბრძანების    ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსებისა   და    შესაბამისი სტრუქტურული     ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.    
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.    

 

რექტორი, აკადემიკოსი    ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 109/01-01

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07.05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
2023  წლის  17  მაისის  N19-0123137935  (თსუ  რეგისტრაციის  N8996/10-02,  19.05.2023) წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს    „ქალაქ    თბილისის    მუნიციპალიტეტის    2023    წლის    ბიუჯეტით გათვალისწინებული  ქვეპროგრამის  „სტუდენტთა  დაფინანსების  პროგრამა“  (კოდი
07.05.03)   ფარგლებში   გამოყოფილი   ასიგნებებიდან   წარმატებული   სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უaნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2022 წლის 03 ნოემბრის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტის    ქვეპროგრამის    “სოციალურად    დაუცველი    და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან    წარმატებული    სტუდენტების    წახალისებისა    და    სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის    მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2021   წლის   9   თებერვლის   N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N332/01-01 ბრძანება;
3. ბრძანების      ყველასთვის      ხელმისაწვდომ      ადგილას      განთავსება      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;    
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე    


რექტორი, აკადემიკოსი      ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 110/01-01