1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის თითოეულ საგანში მომზადების რვათვენახევრიანი კურსის საფასური 2013 – 2014 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა – 700 ლარის ოდენობით;
ბ) ზოგადი უნარები – 700 ლარის ოდენობით;
გ) უცხო ენა – 700 ლარის ოდენობით;
დ) მათემატიკა – 700 ლარის ოდენობით;
ე) საქართველოს ისტორია – 700 ლარის ოდენობით;
ვ) ფიზიკა – 700 ლარის ოდენობით;
ზ) ქიმია – 700 ლარის ოდენობით;
თ) ბიოლოგია – 700 ლარის ოდენობით;
ი) გეოგრაფია – 700 ლარის ოდენობით.
2. 2 (ორი) ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტს მიეცეს შესაძლებლობა სწავლის საფასური დაფაროს ეტაპობრივად. პირველი ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 15 ოქტომბრამდე, მეორე ნაწილის დაფარვის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 31 დეკემბრამდე.
3. 3 (სამი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 95%-ის ოდენობით.
4. 4 (ოთხი) საგნის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის მომზადების წლიური საფასური განისაზღვროს საერთო ღირებულების 90%-ის ოდენობით.
5. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
6. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე