ბრძანების N: 137/01-01
ბრძანების N: 845/01-04
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
ბრძანების N: 990/01-04
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე:
1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4 მაძიებელი
2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:
2.1. საბუთების მიღება – 08-12 ოქტომბერი;
2.2. გასაუბრება – 15 ოქტომბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 17 ოქტომბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 237/01-01
1. გამოცხადდეს მიღება 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე;
2. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - ,,ევროპისმცოდნეობა” 15 ვაკანტური ადგილით;
3. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - ,,ევროპისმცოდნეობა” მიღების ვადები:
პირველი ეტაპი:
a) საბუთების მიღება – 12-15 ოქტომბერი;
b) გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) – 16 ოქტომბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 17 ოქტომბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 18 ოქტომბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 19 ოქტომბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 22 ოქტომბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან – 23-24 ოქტომბერი;
თ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 ოქტომბერი;
ი) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 26 ოქტომბერი.
4. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:
ბ.ა.) დისერტაციის სათაურს;
ბ.ბ.) კვლევის მიზნებს;
ბ.გ.) კვლევით კითხვას/კითხვებს;
ბ.დ.) კვლევის მეთოდოლოგიას;
ბ.ე.) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.
გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.
დ) სამოტივაციო წერილი;
ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
ზ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
თ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
თ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ი) ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - ,,ევროპისმცოდნეობა” დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:
კომისიის თავმჯდომარე:
1. აკად. პროფ. ლევან ალექსიძე
კომისიის წევრები:
1. პროფ. ქეთევან ხუციშვილი
2. პროფ. ვასილ კაჭარავა
3. პროფ. თამაზ ზუბიაშვილი
4. პროფ. ნათია ლაპიაშვილი
5. პროფ. მერაბ აბდალაძე
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
ბრძანების N: 238/01-01
ბრძანების N: 130/01-01
ბრძანების N: 132/01-01
ბრძანების N: 1016/01-04
ვბრძანებ:
№ |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა |
ადგილების რაოდენობა სსსმ აპლიკანტებისთვის |
სწავლების განხორციელების ადგილი |
1. |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდ ი |
2 |
ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . N2 |
2. |
ტუროპერატორი |
2 |
ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . N2 |
3. |
საბაჟო
საქმე
|
2 |
ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . N2 |
4. |
ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი |
2 |
ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . N2 |
5. |
ბიბლიოთეკარი
|
2 |
ქ . თბილისი , უნივერსიტეტის ქ . N2 |
6. |
საბაჟო საქმე |
2 |
ქ . ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8 |
7. |
შემფასებელი
|
2 |
ქ . ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8 |
8. |
ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი |
2 |
ქ . ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8 |
9. |
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა |
2 |
ქ . ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8 |
10. |
საოფისე საქმე |
2 |
ქ . ქუთაისი , ნიკეას მე -2 შესახვევი N8 |
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
ბრძანების N: 236/01-01
ბრძანების N: 129/01-01
ბრძანების N: 945/01-04
ა)ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი (4 წლის ვადით);
ბ)ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
გ)ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
დ)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ე)იურიდიული ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი (4 წლის ვადით);
ზ) მედიცინის ფაკულტეტი – 2 წევრი (4 წლის ვადით);
თ) თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი – 1 წევრი (2020 წლის 8 ივლისამდე).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) აბესაძე ნინო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ბ) გავაშელი ცისმარი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასისტენტ - პროფესორი;
გ) ეგნატაშვილი დემეტრე - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
დ) ლოლუა რომან - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი - მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ქრისტესაშვილი ჯენარო - მედიცინის ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ვ) წერეთელი ნინო - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
ზ)ქიტიაშვილი ზაქარია - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი;
თ) ჩაკვეტაძე გიორგი - იურიდიული ფაკულტეტი - ასისტენტი;
ი) ჭალაგანიძე ნინო - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ასოცირებული პროფესორი.
3. დაევალოს საარჩევნო კომისიას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 24 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სათანადო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით.
5. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2018 წლის 9 ოქტომბერს 10:00 საათზე და დასრულდეს 2018 წლის 15 ოქტომბერს 18:00 საათზე (5 სამუშაო დღე).
6. დაევალოთ აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
7. კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
8. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
9.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
12.კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნუნუ ოვსიანიკოვას.
13.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
ბრძანების N: 239/01-01
ბრძანების N: 127/01-01
ბრძანების N: 128/01-01
ბრძანების N: 231/01-01
ბრძანების N: 108/02-01
ბრძანების N: 917/01-04
ბრძანების N: 918/01-04
ბრძანების N: 124/01-01
ბრძანების N: 125/01-01