საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“ დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“ დამტკიცების შესახებ
   
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11  სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 სექტემბრის N18952/10 და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 24 სექტემბრის N19416/10   წერილების საფუძველზე,         

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „საზოგადოებასთან ურთიერთობა 101“  (დანართი 1);
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 



რექტორი                        გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 226/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის №18430/30  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9,  მე-11  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის  12 სექტემბრის №18430/30 კორესპონდენციის საფუძველზე.  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის  12 სექტემბრის №18430/30  კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ეკა ენუქიძე - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - კომისიის მდივანი;
გ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -კომისიის წევრი; 
დ)რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი; 
ე) ნათია მონივა -სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი -კომისიის წევრი.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                              გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 228/01-01

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტების და მაგისტრანტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 13 ივნისის №562/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტების და  მაგისტრანტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 13 ივნისის №562/02-04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანების, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01 და 2016 წლის 7 აპრილის №50/01-01 ბრძანებების, ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 17.06.2016წ. №20347/02 მიმართვის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  რ.სანადირაძის 23.06.2016წ. №21049/02 დასკვნის საფუძველზე, 


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. შევიდეს ცვლილება, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 13 ივნისის №562/02-04 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ  19175 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი სწავლების სტუდენტები და მაგისტრანტები შემდეგი თანაფარდობით:



N

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

ლარი

1

იმნაძე

ნინო

1406.25

2

ფრანგულაშვილი

თეონა

1406.25

3

ქარქუსაშვილი

ნატო

1406.25

4

კრავეიშვილი

ციცინო

1406.25

5

გიგინეიშვილი

ქეთო

337

6

ცისკარაული

თინა

759

7

ღაჭავა

ზაზა

984.5

8

კოპაძე

საბა

759

9

იმნაძე

ნინო

759

10

ხელიძე

თეონა

759

11

ბებერაშვილი

გიორგი

759

12

ზურაბაშვილი

ლია

759

13

მაღლაკელიძე

მალი

759

14

აბესაძე

ანი

759

15

გოჩაშვილი

მარიამ

337

16

როხვაძე

ქრისტინე

              759

17

შამბეშოვი

ქრისტინა

759

18

ბლიაძე

კონსტანტინე

562.5

19

ჩიკვაიძე

სალომე

759

20

ბერიძე

ნათია

562.5

21

ხუბულავა

ანა

759

22

ჯიბუტი

სალომე

562.5

23

ჭელიძე

ნინო

337

24

ზედელაშვილი

მარი

759




2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სტუდენტების და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის                                    
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                      ე. ქემოკლიძე


სრულად

ბრძანების N: 662/02-04

2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში პარიზი 8-უნივერსიტეტის მიერ (საფრანგეთის რესპუბლიკა) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში პარიზი 8-უნივერსიტეტის მიერ (საფრანგეთის რესპუბლიკა) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (21699/02 29.06.16) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლისათვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში პარიზი 8-უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 1 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ოთახი #620 (მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის     გამზირი #2). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   ა)რამაზ ბოჭორიშვილი (თსუ-ის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
   ბ)ჟან-ჟაკ მარიაჟი (პარიზი 8-უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი);
   გ)ჰარალდ ვერცი (პარიზი 8-უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ეკატერინე მეგრელიშვილი.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი,  პროფესორი                                დარეჯან თვალთვაძე 

სრულად

ბრძანების N: 114/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 28 ივნისის №21423/02 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანების შინაარსში  დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ბრძანების  მე-4 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) ნინო გიგანი - თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კადრები-კანცელარიის სპეციალისტი;’’

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე

სრულად

ბრძანების N: 115/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა  და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 24 ივნისის №11/04 ერთობლივი ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2016 წლის 28 ივნისის №21566/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა  და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის პირველ ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის 10 აგვისტომდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის  20 სექტემბრისა;


4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

   განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი  

  ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);         
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
5. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის 10 აგვისტომდე 930-დან 1800 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ მე-10 კორპუსი, ოთახი 106;
6. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე      
                             

სრულად

ბრძანების N: 117/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის,  ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის  24 სექტემბრის N218 ბრძანების, დიმიტრი ყოლბაიას  N13018/10-02, 09.07.2018, კაროლინე მარია განცის  N8798/10-02, 23.04.2018, მილანა მესხიას N12868/10-02, 06.07.2018,  თუნაჰან ჩალიშქანის  N15126/10-02, 13.08.2018 განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე N2 დანართის შესაბამისად (დანართი N2);
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                          გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 895/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა  ჩარიცხვის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის N158,  11 სექტემბრის N171, 17 სექტემბრის N191 18 სექტემბრის N197, 30 აგვისტოს N139, 03 აგვისტოს N67, პირველი აგვისტოს N57, 27 აგვისტოს N130,  ბრძანებებისა და  მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 4 სექტემბრის N17645/32, 13 სექტემბრის N18638/32, 18 სექტემბრის N18896/32, 19 სექტემბრის N19066/32, 25 სექტემბრის N19556/32   წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                             გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 896/01-04

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“ ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“  ორგანიზებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქრათველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ს“, „ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2016 წლის 17 – 21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ფიზიკა მომავალ კოილაიდერებზე“ ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.1 მერაბ ელიაშვილი - თსუ რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
1.2 მიხეილ ნიორაძე - მეფი-ს დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.3 ჯემალ ხუბუა - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, თავმჯდომარის მოადგილე;
1.4 ერმი ქემოკლიძე - თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
1.5 გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის  უფროსი;
1.6 გელა დევიძე - მეფი-ს მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
1.7 ირაკლი საღარეიშვილი - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
1.8 ნანა მამაგულიშვილი - თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;  
1.9 არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
1.10 გიორგი ტალახაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
1.11 ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
1.12 სერგო სანაძე - თსუ საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი. 
2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს მაღალი ენერგიების ფიზიკის  ინსტიტუტის  2016 წლის ბიუჯეტში საკონფერენციო ხარჯებისთვის გამოყოფილი  15 000 ლარის გამოყენებით (დანართი № 1).
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი   ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
4.   დაევალოს საინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
5.   დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
6.  დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ
ღონისძიებისა სათანადოდ გაშუქება.
7.   კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტს. 
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება  დაევალოს 
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და  გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. 
11.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.              





რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                დარეჯან თვალთვაძე                                                               
სრულად

ბრძანების N: 113/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში ა/წ 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (21512/02 28.06.16) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი თსუ-ს, ზაარლანდისა (გერმანია) და ნანტის უნივერსიტეტების (საფრანგეთი) ერთობლივ საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის პირველ ივლისს თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახი #204 (მისამართი: თბილისი,   ილია ჭავჭავაძის გამზირი #3). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   ა) კოლა გაბრიელი (საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე);
   ბ) ეკატერინე მეგრელიშვილი (თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი, კომისიის წევრი);
   გ) მარიო შიუტცე (თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი, კომისიის წევრი);
   დ) კრისტიან რიჰტერი (თსუ ბოშის ფონდის ლექტორი, კომისიის წევრი).
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.  
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი  (დანართი №1); კონკურსანტთა გასაუბრების განრიგი (დანართი №2). 
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ-ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი,  პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე 




სრულად

ბრძანების N: 112/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა  ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების „,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 სექტემბრის N218 ბრძანების, გაგი კირთაძის, თამარ ძნელაშვილის, რუსუდან ძნელაშვილის, ელენე ოგბაიძისა და  დავითი ქენქაძის (N13829/10-02, 20.07.2018; N13830/10-02, 20.07.2018; N13702/10-02, 19.07.2018; N12293/10-02, 28.06.2018; N8884/10-02, 24.04.2018) განცხადებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატები N1 დანართის შესაბამისად.
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი             გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 893/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ჯესულაიომი მერსი ოჯოს ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“  საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ჯესულაიომი მერსი ოჯოს ჩარიცხვის თაობაზე

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, ,,ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ“  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 21 აგვისტოს N118 ბრძანების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 27 აგვისტოს N17269/32 წარდგინების, მაგისტრანტობის კანდიდატ ჯესულაიომი მერსი ოჯოს (N11735/10-02, 18.06.2018) განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის  ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ჯესულაიომი მერსი ოჯო (პასპორტის).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 894/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე-3, მე–4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-2,  მე-3, მე-4,  მე-5, მე-7 პუნქტების, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის      სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს   2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    

ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:

1. აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანის მიზნით, დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის  8  ივლისს:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1წევრი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი -1 წევრი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - 1 წევრი; 
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი -1 წევრი; 
თ) თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ი) თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი -1 წევრი; 
კ) თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ლ) თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
მ) თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ნ) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ო) თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
პ) თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი-1 წევრი; 
ჟ) თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის                 ინსტიტუტი -  1 წევრი; 
რ) თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ს) თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ტ) თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი -1 წევრი; 
უ) თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი -1 წევრი; 
ფ) თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი -1 წევრი.

2. ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით - ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს წევრთა ორი მესამედისა და ერთი მესამედისათვის განსაზღვრული ვადებით, შესაბამისად 5 წევრი 2018 წლის 21 ოქტომბრამდე,              ხოლო  2  წევრი  2016 წლის 21 ოქტომბრამდე. 
3. ფაკულტეტის წარმომადგენელი აკადემიური საბჭოს ახლადარჩეული წევრების ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა მოხდება ახლადარჩეულ წევრებს შორის გამართული წილისყრით.
4. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 

ა)  რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ბ) თინათინ  დავითაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 
გ)  გიორგი მახარობლიშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
დ) გიორგი ჩაკვეტაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ე)  გვანცა ხასია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის უფროსი სპეციალისტი; 
ვ) მანანა კაკაბაძე - მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ზ) ნინო  ჭალაგანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) გიორგი გოროშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ი) ეთერ კაკულია - თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;   
კ) რუსუდან თავართქილაძე - თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე; 
ლ) მარინე ტურაშვილი - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;
მ) ნინელი გაგნიძე - თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კადრები-კანცელარიის სპეციალისტი;
ნ) გივი ბერიკელაშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 
ო) მზია ბრეგვაძე - თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი;
პ) თამარ გურული  - თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის  ინჟინრი; 
ჟ) დავით გოგოლი - თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი.
რ) ლევან ბაშელეიშვილი - თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი;
ს) ავთანდილ თარხნიშვილი - თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი;
ტ) მერაბ გონგაძე - თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 
უ) ნინო ქარქაშაძე - თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომლი.
ფ) რომან ლოლუა - თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის  მეცნიერ- თანამშრომელი.
ქ) ლევან მეტრეველი - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ -თანამშრომელი. 
5. საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 8 ივლისის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამის თსუ-ის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
6. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით, კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
7. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს    2016 წლის   30 ივნისის 10:00 საათზე  და დასრულდეს 2016 წლის 4 ივლისის    18:00 საათზე (5 კალენდარული დღე).
9. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატი ვალდებულია სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტუროს, რომ მას სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავია აკადემიური, ადმინისტრაციული ან სამეცნიერო თანამდებობა.
10.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში,  შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.
11.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
13.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
14. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
15. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ერმი ქემოკლიძეს.
16. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით   დადგენილი   წესით,   ძალაში   შესვლის   დღიდან    1     თვის ვადაში       ქ. თბილისის   საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი , პროფესორი                                                           დარეჯან თვალთვაძე 
 

სრულად

ბრძანების N: 109/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის “ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსის “ტრენინგი უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 20 ივნისის #20538/02 წერილის საფუძველზე,                     
                         ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ კურსი “ტრენინგი  უმაღლესი განათლების აკადემიური პერსონალისთვის” წარმოდგენილი მოდულებით (დანართი 1): 
ა) კურიკულუმის და სილაბუსის შემუშავება;
ბ) სწავლებისა და შეფასების მეთოდები უმაღლეს სასწავლებლებში;
გ) მიკრო-სწავლება;
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                        დარეჯან თვალავაძე
                                                                 
სრულად

ბრძანების N: 111/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,                  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 სექტემბრის №18387/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 სექტემბრის №18472/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 სექტემბრის №18506/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 სექტემბრის №18466/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 11 სექტემბრის №18341/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 სექტემბრის №18358/26 წარდგინებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ მობილობის წესით 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №6);


2.    თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს   სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



რექტორი                                  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 889/01-04

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განიხილა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილი მაგისტრანტობის კანდიდატების - ბესიკი ძამაშვილის, მარიამ დუნდუას და არჩილი ჯღამაძის ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანებით, 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განხორციელდა მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 18 სექტემბრის N18993/29 წარდგინების საფუძველზე, რექტორის ზემოაღნიშნული ბრძანებით ჩაირიცხა 39 მაგისტრანტობის კანდიდატი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილიდან ირკვევა, რომ წარდგინებაში გამორჩათ 3 მაგისტრანტობის კანდიდატი, რომლებმაც მიმდინარე წელს ხელმეორედ ჩააბარეს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდები, ასევე დააკმაყოფილეს სამაგისტრო პროგრამით - „თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში“ გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. შესაბამისად, მაგისტრანტობის კანდიდატები: ბესიკი ძამაშვილი, მარიამ დუნდუა და არჩილი ჯღამაძე ვერ მოხვდნენ რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე” N846/01-04 ბრძანებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის
N29/2018 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ", „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკისა საერთაშორისო სკოლის დირექტორის 2018 წლის 25 სექტემბრის N19484/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს დამატება თსუ-ს რექტორის 2018 წლის 19 სექტემბრის N846/01-04 ბრძანების პირველი პუნქტის 1.4. ქვეპუნქტით დამტკიცებულ N4 დანართში და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა სიას დაემატოს შემდეგი შინაარსის 320-ე, 321-ე და 322-ე ნომრები:

320.

მარიამ

დუნდუა



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

85,1

321.

ბესიკი

ძამაშვილი



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

84,3

322.

არჩილი

ჯღამაძე



თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში

ბიზნესი და ეკონომიკა

4500 ლარი (სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად)

66,7



2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 891/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ღადა მოჰამედ ჰასსან აბდალლას ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“  საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ღადა მოჰამედ ჰასსან აბდალლას ჩარიცხვის თაობაზე

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, ,,ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების შესახებ“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 19 სექტემბრის N206 ბრძანების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 25 სექტემბრის N19557/32 წარდგინების, მაგისტრანტობის კანდიდატ ღადა მოჰამედ ჰასსან აბდალლას (N13981/10-02, 24.07.2018) განცხადების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე ღადა მოჰამედ ჰასსან აბდალლა (პასპორტის).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                   გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 892/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  34-ე  მუხლის   პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10; 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის  მე-2  და მე-3 პუნქტების,   ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 24 ივნისის №11/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2016 წლის 17 ივნისის №20441/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 27 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 26 სექტემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 

კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტი
კათედრა: გამოყენებითი ინფორმატიკა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
ქიმიის დეპარტამენტი
კათედრა: ორგანული ქიმია
ასოცირებული პროფესორი  - 1 საშტატო ერთეული
ფიზიკის დეპარტამენტი
კათედრა:  ელემენტარული ნაწილაკები და კვანტური ველები
ასოცირებული პროფესორი  - 1 საშტატო ერთეული

6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);           
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2016 წლის 28 ივლისიდან 2016 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით  930-დან 1800 საათამდე,  თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,   ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი,   II სართული, ოთახი N 232;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე  

სრულად

ბრძანების N: 107/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და  მაგისტრანტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01, 2016 წლის 07 აპრილის №50/01-01 და ადმინისტრაციის ხელმღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 17.06.2016წ. №20436/02 დასკვნის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის  16.06.2016წ. №20263/02 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, დაფინანსდნენ 80496.63 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის შემდეგი ბაკალავრები და მაგისტრანტები:

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა:
II სემესტრი

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

1.        

ხანიაშვილი

გვანცა

1406,25

2.        

მღებრიშვილი

მზია

1406,25

3.        

მაილაშვილი

სოფიო

1406,25

4.        

ფოცხვერაშვილი

ნინო

1406,25

5.        

ბარბაქაძე

თამარი

1406,25

6.        

ფურთუხია

ია

1406,25

7.        

ცერცვაძე

ხატია

1406,25

8.        

ბალანჩივაძე

ელისაბედი

1406,25

9.        

ბუიშვილი

ნატო

1406,25

 

IV სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

10.    

მაჭავარიანი

მარიამ

1406,25

11.    

რუხაძე

ხათუნა

1406,25

12.    

სამყურაშვილი

გვანცა

1406,25

13.    

ჩაგელიშვილი

ანა

1406,25

14.    

დრიაშვილი

ნინო

1406,25

15.    

პირველი

ნინო

1406,25

16.    

გელაშვილი

გიორგი

1406,25

17.    

ტუხაშვილი

ნინო

1406,25

18.    

გურგენიძე

ქეთევან

1406,25

 

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა:

II სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

19.    

ახვლედიანი

ანა

1406,25

20.    

გუგუჩია

ირაკლი

1406,25

21.    

ჟორჟიკაშვილი

ნინო

1406,25

22.    

ჯიბუტი

მარიამი

1406,25

 

 

IV სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

23.    

თარალაშვილი

ნინო

1406,25

24.    

კორძახია

გიორგი

1406,25

25.    

თაბაგარი

ხათუნა

1406,25

26.    

ბიწაძე

მარიამი

1406,25

 

ტურიზმის სამაგისტრო პროგრამა:

II სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

27.    

ჩალაძე

მარიამი

1406,25

 

IV სემესტრი

 

 

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

28.    

ჯამაგიძე

მარი

1406,25

 

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა

VIII სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

29.    

მარღია

ცოტნე

703,125

30.    

ამვროსოვი

ნათია

421,875

31.    

ვარდოსანიძე

თეკლა

421,875

32.    

ექიზაშვილი

ლელა

703,125

33.    

გურაშვილი

რუსუდან

421,875

34.    

ხაჯიბეგოვი

ირინა

703,125

35.    

პაპიძე

ვერიკო

984,375

36.    

კაპანაძე

ანა

984,375

 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

II სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

37.    

დევრისაშვილი

გიორგი

421,875

38.    

მიქუჩაძე

ნანა

421,875

39.    

კიკნაძე

თამარ

703,125

40.    

ქათამაძე

შოთა

421,875

41.    

შუღლიაშვილი

ინგა

703,125

42.    

ქსოვრელი

მარიამ

421,875

43.    

ჭაბაშვილი

თამარი

421,875

44.    

ბედოიძე

ელენე

703,125

45.    

კახიძე

სალომე

703,125

46.    

ცაგარეიშვილი

სალომე

703,125

47.    

სანიკიძე

მაყვალა

540

 

 IV სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

48.    

ნიკოლაიშვილი

ანი

421,875

49.    

ტოტოჩავა

ანა

703,125

50.    

ქუთათელაძე

თინიკო

421,875

51.    

წითელაშვილი

გელა

421,875

52.    

ბიბილეიშვილი

ნანა

421,875

53.    

თავდუმაძე

ნათია

421,875

54.    

ავალიშვილი

ნინო

703,125

55.    

მექვაბიშვილი

თეონა

421,875

56.    

წიწიკაშვილი

ნანა

703,125

57.    

პოღოსიანი

დიანა

421,875

58.    

რეხვიაშვილი

ნიკოლოზ

421,875

59.    

ოქროპირიძე

მამუკა

421,875

60.    

შუკვანი

მაგდანა

421,875

61.    

კვესოშვილი

ლევან

421,875

62.    

ხიდაშელი

თათია

421,875

63.    

ჯაფარიძე

ხატია

703,125

 

VI სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

64.    

ტყეშელაშვილი

ნარგიზი

703,125

65.    

კენკიშვილი

ეკატერინე

421,875

66.    

კობალაძე

მარიკა

703,125

67.    

ყვავილაშვილი

მარიამი

421,875

68.    

მჭედლიშვილი

ანა

421,875

69.    

თიგიშვილი

ნანა

703,125

70.    

ვარდიაშვილი

ნინო

421,875

71.    

ბაბუნაშვილი

თამარი

703,125

72.    

ციხელაშვილი

ანა

703,125

73.    

ლაფაჩი

მარიამ

1406,25

74.    

ქერდიყოშვილი

ნინა

540

VIII სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

75.    

ხარაიძე

ქეთევანი

1406,25

76.    

ჯიმშელეიშვილი

ელენე

1406,25

77.    

ტალიკაძე

ნინო

703,125

78.    

სირაძე

თამარ

421,875

79.    

ტომარაძე

თამარ

1406,25

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

II სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

80.    

თიგიშვილი

ნინო

1050

 

IV სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

81.    

გოცირიძე

თამარი

1406,25

 

VI სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

82.    

ბერიძე

ირმა

1406,25

83.    

ჯალაღონია

მირანდა

1250

 

VIII სემესტრი

 

გვარი

სახელი

პირადი ნომერი

დაფინანსების ოდენობა ლარი

84.    

გოგუაძე

ნათია

703,125

85.    

თინიკაშვილი

მერი

703,125

86.    

ბაზაძე

ქრისტინე

703,125

87.    

ბერიძე

ნათია

703,125

88.    

გვიანიძე

თეონა

660

89.    

ბერელიძე

თორნიკე

660


2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები  ბაკალავრებისა და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                       ე. ქემოკლიძე                                  


სრულად

ბრძანების N: 618/02-04

2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთის სამეფო) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამების ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ (ესპანეთის სამეფო) გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ"  ქვეპუნ-ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (21122/02, 24/06/2016) საფუძველზე

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში კორუნას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად. 
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 27 ივნისს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი #121 (მისამართი: თბილისი,  ილია ჭავჭავაძის გამზირი #1). 
3.  დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
   ა)გიორგი მახარობლიშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე)
      ბ)ნათია ლაპიაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი,   კომისიის წევრი)
      გ)თინათინ გაბრიჩიძე (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი)
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი. 
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1).
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს       საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის      ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი,  პროფესორი                                  დარეჯან თვალთვაძე 

სრულად

ბრძანების N: 105/01-01