საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნორვეგიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პროექტები

 

პროექტის სახელწოდება: კულტურათაშორისი გამოცდილებები უსდ-სა და სამუშაო ადგილებში სამხრეთ კავკასიასა და ნორვეგიაში (2018-2021)

პროექტის ნომერი: CPEA-LT-2017/10016

დამფინანსებელი: განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრი

ძირითადი პარტნიორი უნივერსიტეტები:

ოსლო მეტროპოლიტან უნივერსიტეტი (ნორვეგია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

კონსორციუმის პარტნიორები:

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)

ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

პროექტის მიზნები და შედეგები:

პროექტის ძირითადი მიზანია სამხრეთ კავკასიისა და ნორვეგიის ოთხ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გზით მყარი და მდგრადი ინსტიტუციონალური პარტნიორობის განვითარება. კერძოდ, სასწავლო და სამუშაო ვითარებაში ლინგვისტური და კულტურული განსხვავებების დასაძლევად მართებული პრინციპების გაანალიზება.

პროექტის შედეგებში მოიაზრება თითოეულ უნივერსიტეტში აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ინტერკულტურული კომუნიკაციის გაუმჯობესებული უნარები, გაუჯობესებული ხარისხის სასწავლო პროგრამები, ოთხივე მონაწილე ქვეყანაში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი კვლევითი კოლაბორაცია.

 

 

*******************************************************************

 

პროექტის სახელწოდება: სამხრეთ კავკასიისა და ნორვეგიის სასწავლო დაწესებულებებში ინტერკულტურული კომუნიკაცია (2017-2019)

პროექტის ნომერი: CPEA-ST/10083

დამფინანსებელი: განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრი

ძირითადი პარტნიორი უნივერსიტეტები:

ოსლო მეტროპოლიტან უნივერსიტეტი (ნორვეგია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

კონსორციუმის პარტნიორები:

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)

ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)

ადამიანის უფლებების აკადემია (ნორვეგია)

პროექტის მიზნები და შედეგები:

პროექტის მიზანია სამხრეთ კკავკასიის ქვეყნებში ინტერკულტურული უნარებისა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, ისევე როგორც ნორვეგიაში ზემოაღნიშნულ საკითხებზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

 

 

*******************************************************************

 

პროექტის სახელწოდება: ბერგენის უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის თანამშრომლობა ანთროპოლოგიის სფეროში (2018-2021)

პროექტის ნომერი: CPEA-LT-2017/10036

დამფინანსებელი: განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრი

ძირითადი პარტნიორი უნივერსიტეტები:

ბერგენის უნივერსიტეტი (ნორვეგია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

პროექტის მიზნების და შედეგები:

პროექტის მიზანია ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და სამივე საფეხურის სტუდენტების მობილობის მხარდაჭერა. პროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ძირითად აქტივობას წარმოადგენს ანთროპოლოგიის კვლევის მეთოდებში საზაფხულო სკოლის ორგანიზება, რათა ნორვეგიელ და ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცეთ ეზიარონ საველე სამუშაოების ჩატარების პრაქტიკას და გაიღრმავონ ცოდნა  ანთროპოლოგიის კვლევის მეთოდებში. სტუდენტური მობილობების წახალისების მიზნით ნორვეგიელ და ქართველ სტუდენტებზე გაიცემა სათანადო გრანტები. ორივე უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული პერსონალი იმუშავებს ახალი კურსის  შექმნაზე - „პოსტ-სოციალისტური საზოგადოებისა და შემდგომი პერიოდის ანთროპოლოგია“. აღნიშნული კურსი შევა ორივე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში და სტუდენტებს მიაწვდის სხვადასხვა სახის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საკითხებზე რეგიონალურ ცოდნა-გამოცდილებას.

 

 

*******************************************************************

 

პროექტის სახელწოდება:  ქართულ-ნორვეგიული კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (2016-2022)

პროექტის ნომერი: CPEA-2015/10057

დამფინანსებელი: განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრი

ძირითადი პარტნიორი უნივერსიტეტები:

ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი (ნორვეგია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)

საქართველოს უნივერსიტეტი (საქართველო)

პროექტის მიზნები და შედეგები:

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპეტენციის გაზრდა ახალი, საერთაშორისო, მაღალი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, განსაკუთრებული აქცენტით რეგისტრზე დაფუძნებულ ეპიდემიოლოგიაზე. ახალი სამაგისტრო პროგრამა ჩაანაცვლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს. ორივე უნივერსიტეტიდან შერჩეული ორი დოქტორანტი შეიძენს ცოდნას რეგისტრზე დაფუძნებულ კვლევაზე, სადოქტორო კვლევებში საქართველოში ახლად დანერგილი სამედიცინო რეგისტრების გამოყენებით.

პროექტის შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე შემუშავდა საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაციული ახალი სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც გაიარა პროგრამული აკრედიტაცია საერთაშორისო ესქპერტის მონაწილეობით და მიიღო უმაღლესი შეფასება, სრული შესაბამისობა ყველა სტანდარტში.

ორივე უნივერსიტეტიდან შერჩეულმა დოქტორანტებმა კვლევაში გამოიყენეს საქართველოში ახლად დანერგილი  სამედიცინო რეგისტრების  მონაცემები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ერთსემესტრულ და ხანმოკლე მობილობაში ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში.