საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბასკური ენისა და კულტურის სწავლება თსუ-ში

 

თსუ-ში ბასკური ენისა და კულტურის სწავლება ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეტკსეპარეს სახელობის ბასკეთის ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით, რაც მიზნად ისახავს ბასკური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და ამ გზით ორი ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას.

 

2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეტკსეპარეს სახელობის ბასკეთის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს  ბასკური ენისა და კულტურის სწავლებას  თსუ-ში. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, თსუ-ს პროფესორებსა და სტუდენტებს, ისევე როგორც ფართო საზოგადოებას, შესაძლებლობა ეძლევათ ცოდნა გაიღრმაონ ბასკური ენისა კულტურის მიმართულებით.

 

ბასკური ენა და ბასკური კულტურა, როგორც საგანი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021 წლის სექტემბრიდან ისწავლება, ასევე იმართება გარკვეული ღონისძიებები: სემინარები, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ., აღნიშნული საგნების გარშემო.  

 

ბასკური ენისა და კულტურის სწავლების პროექტის უმთავრესი ამოცანაა დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს სასწავლო კურსები ბასკურ ენასა და კულტურაში. (დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია კურსების აღწერილობაში). პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ეტკსეპარეს სახელობის ბასკეთის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ყოველ სასწავლო წელს კულტურული აქტივობების (სიმპოზიუმები, სალონური საუბრები, ფილმების ჩვენება და ა.შ.) ორგანიზება, რაც საჯარო იქნება როგორც სხვა ადგილობრივი ინსტიტუციების, ასევე ფართო საზოგადოებისათვის.

 

ამასთანავე, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ კურსებზე დარეგისტრირებული სტუდენტების, მკვლევარებისა და პედაგოგების სასწავლო მობილობას  საზღვარგარეთ. საწყის ეტპზე, თსუ-ში ბასკური ენის სწავლებით დაინტერესებული სტუდენტების, მკვლევარებისა და პედაგოგებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილი იქნება ტრენინგ-პროგრამის 2 სტიპენდია, რომელიც დააფინანსებს ბენეფიციარების მონაწილეობას ორკვირიან ინტენსიურ სასწავლო კურსებზე ბასკეთში ივლისიდან სექტემბრამდე დროის შუალედში და ასევე,  მათ დაბინავებას Zornotzako Barnetegia-ში.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლექტორი: მარტინ არტოლა (martin.artola@tsu.ge)

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.