საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველოლოგიის კათედრა ლაიდენის უნივერსიტეტში

 

ლაიდენის უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ქართველოლოგიის კათედრა, რომელიც ემსახურება ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  უცხო ენის რანგში ქართული ენის სწავლებას ერთ-სემესტრიანი  სასწავლო კურსების ფარგლებში. ამასთანავე, აღნიშნული კათედრა ხელს უწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აკადემიური საქმიანობისთვის მივლენილი პერსონალის ინტეგრირებას მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებაში და მათ შორის სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. გარდა ამისა, ქართველოლოგიის კათედრის უმთავრესი დანიშნულებაა საქართველოს შესახებ  მრავალმხრივი მიმართულებით ცნობადობის ამაღლება როგორც ადგილობრივი სტუდენტებისა და პერსონალის, ასევე ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის წინაშე.

 

ლაიდენის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს თსუ-ს ჰუმანტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ყოველწლიურად საგანგებოდ შერჩეული საეთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორი.

 

ცხრილში მოცემულია პროფესორების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა წლებში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდნენ ლაიდენის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის კათედრაზე.