საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი

 

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ აიღოთ ფრანგული დიპლომი ხელმისაწვდომ ფასად და ქვეყნიდან გაუსვლელად.

 

  • ლექციებს უძღვებიან ფრანგი და ქართველი პროფესორები – საქართველოში.
  • ფქუ-ს დასრულების შემდგომ, თითოეული სტუდენტი მიიღებს ორ დიპლომს: ერთს ქართული, ერთს კი – ფრანგული უნივერსიტეტისგან.
  • ფქუ ფოკუსირებულია საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებზე ისეთი პროფესიონალების მომზადების მიზნით, რომელთაც ექნებათ შრომის ბაზარზე მეტად მოთხოვნადი ინტერკულტურული უნარ-ჩვევები. ამასთან, რამდენიმე ენაზე სწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტთა მომავალ დასაქმებას.
  • ფრანგულ -ქართული უნივერსიტეტი ასევე მოიცავს პროგრამებს, რომელიც ამარტივებს საფრანგეთში გამგზავრებასა და პროფესიული სტაჟირების გავლას ქართულ თუ უცხოურ პარტნიორ კომპანიებში.

 

ეს პროექტი შთაგონებულ იქნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანგული უმაღლესი განათლების და მეცნიერებების სამინისტროს მიერ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული სხვა მსგავსი პროგრამებით, როგორიცაა ფრანგულ-გერმანული და ფრანგულ-იტალიური უნივერსიტეტი. გაიგე მეტი