საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო თემისა და მეცნიერ-ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება                                                                                                                                   

№15/29 - 01

01.07.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო თემისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელის  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 01 მაისის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო თემა და მეცნიერ-ხელმძღვანელი:

1.1. ილია გოგიტაური - ,,საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების მექანიზმი  საქართველოში: პრობლემები და განვითარების პერსპექტივები”

       მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ლეილა ღუდუშაური

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 15/29 - 01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10 ივნისის #105/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება 

№ 14/29 - 01

22.06.2020 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ: 

1.  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10 ივნისის #105/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.

2.  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2020 წლის 13 ივლისიდან 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით 9:30-დან 17:30 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403. 

3.  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის ღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

4.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი        გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 14/29 - 01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 20 მაისის #87/01-01 და 2020 წლის 20 მაისის #88/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება 

№13/29 - 01

22.06.2020 

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 20 მაისის #87/01-01 და 2020 წლის 20 მაისის #88/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ: 

1.  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის და ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის 2020 წლის 20 მაისის #87/01-01 და 2020 წლის 20 მაისის #88/01-01 ბრძანებებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;

გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.

2.  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2020 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით 09:30-დან 17:30 საათამდე, შესვენება 1300-დან 14:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403. 

3.  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.

4.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი        გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 13/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება

№12/29-01

18.06.2020წ.

ქ. თბილისი 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების მიღების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 23 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge

3.    საკონკურსო საბუთების მიღება განახორციელოს საბუთების მიმღებმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2020 წლის 27 მაისის №11/29-01 ბრძანება.

5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 12/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება

№11/29-01

27.05.2020წ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტი დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების მიღების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 02 ივნისიდან 05 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lali.chikviladze@tsu.ge

3.    საკონკურსო საბუთების მიღება განახორციელოს საბუთების მიმღებმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;

ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ფაკულტეტის დეკანი   პროფესორი  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 11/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფის შექმნისა და ელექტრონული სწავლების საფაკულტეტო კონცეფციის პროექტის მიღების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№10/29-01

25.03.2020წ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 25 მარტის №67/01-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესებში ელექტრონული კომპონენტების გამოყენების კოორდინირების მიზნით, შეიქმნას ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე,   დეკანი(ჯგუფის ხელმძღვანელი)

ბ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი, დეკანის მოადგილე

გ) ირმა მშვენიერაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

დ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

ე) ასოცირებული პროფესორი რუსუდან სეთურიძე

ვ) მამუკა ხუსკივაძე, ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე

ზ) ლალი ჩიკვილაძე, მთავარი სპეციალისტი

თ) ელისო კვირკაშვილი, მთავარი სპეციალისტი

ი) ზვიად სიგუა, მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური დახმარების ქვეჯგუფის ხელმძღვანელი) 

კ) ირაკლი სიგუა, უფროსი სპეციალისტი  (IT დეპარტამენტი)

ლ) დალი არახამია,  მთავარი სპეციალისტი

მ) ნინო ლობჟანიძე, უფროსი სპეციალისტი

ნ) ნინო ტალიკაძე, უფროსი სპეციალისტი

ო) შორენა დავითაია, პროფესორის ასისტენტი

პ) ზურა კუბლაშვილი, უფროსი სპეციალისტი (მონიტორინგი)

2. ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკლულტეტზე ელექტრონული სწავლების კონცეფციის“ პროექტი დასამტკიცებლად წარედგინოს ფაკულტეტის საბჭოს და შემდგომ აკადემიურ საბჭოს.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

იხილეთ დანართი:

ფაკულტეტის დეკანი  პროფესორი,    გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 10/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დეკანის ბრძანება

№ 09/29-01
13.02.2020წ.
ქ. თბილისი 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი ლევან საბაური;
დ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
ე) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
ვ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი - მდივანი.

ეკონომიკის მიმართულება
ა) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
გ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
დ) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ე) პროფესორის ასისტენტი ქეთევან ჩიტალაძე - კომისიის მდივანი.

ტურიზმის მიმართულება
ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი  - ეკა ლეკაშვილი;
გ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
დ) ასისტენტ-პროფესორი - მერაბ ხოხობაია;
ე) ასისიტენტ-პროფესორი  - ვალერი არღუთაშვილი
ვ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #609), ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს  - 25.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #206) და ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს  - 26.02.2020წ., 10:00 სთ (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2, უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი #513).
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 09/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№ 08/29-01
11.02.2020 წ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ე) ასოცირებული–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ვ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;
ზ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) დავით მახვილაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი    გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 08/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების, საბუთების მიღების ვადებისა და მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 07/29 - 01
11.02.2020

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად;
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 14 თებერვლიდან 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 307);
3. საბუთების მიმღები აპარატი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ა) ნინო ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 07/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 06/29 - 01
05.02.2020
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 13 დეკემბრის N17 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ანა მღებრიშვილი- „საქართველოსა და ლიეტუვას სავაჭრო ურთიერთობები"
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი
1.2. თამარ მერმანიშვილი - „მიგრაციის როლი ევროკავშირის მოსახლეობის ფორმირებაში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძ

სრულად

ბრძანების N: 06/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 05/29 - 01

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 30 დეკემბრის N18 ოქმის  საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. პეტრე ადამაძე  - „ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა და მისი სრულყოფის გზები ორგანიზაციაში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი
1.2. ბექა თოფურია   - „ხარისხის მართვის მოდელირება სასტუმრო ბიზნესში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ეკა ჩოხელი
1.3. ნინო ვარდიაშვილი - „სტრატეგიული ლიდერობის გავლენა ორგანიზაციის ეფექტიანობაზე ქართულ კომპანიებში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  მანანა ხარხელი
1.4. მიხეილ მაკასარაშვილი - „ორგანიზაციული სტრუქტურები და მართვის თავისებურებები სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ ორგანიზაციებში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  მანანა ხარხელი
1.5. ეკა მაღლაფერიძე - „დისტანციური მუშაობის თავისებურებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ნატალია ხარაძე
1.6. ვლადიმერ ფაშოღლი - “საქართველოს ეკონომიკაზე კაპიტალის ბაზრის განვითარების გავლენის შეფასება DSGE მოდელის გამოყენებით ”. 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი  იური ანანიაშვილი
1.7. ანა ფოლოდაშვილი - “უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კლასტერის ეკოსისტემის ფორმირების მექანიზმები საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი  ინეზა გაგნიძე
1.8. სოფიო სტეფანიშვილი - “ტურისტული პროდუქტების ფინანსური მოდელირების სრულყოფის ძირითადი  სტრატეგიები (საქართველოს მაგალითზე).” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:    პროფესორი  იოსებ ხელაშვილი
1.9. მარიამ გოგოჭური - „სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი:    ასისტენტ-პროფესორი  ვალერი არღუთაშვილი
1.10. ცოტნე გოგიშვილი - „დოლარიზაციის ოპტიმიზაცია და მისი მაკროეკონომიკური ეფექტები საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.11. მირიან თედიაშვილი  - “სახელმწიფო  ვალის  გამოყენების  გზები  საქართველოში” 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.12. სალომე თვალოძე  - “გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ფაქტორების ინტეგრაცია მაკროეკონომიკურ ანალიზში”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ნაზირა კაკულია
1.13. თინათინ ლოლაძე - „ინოვაციების როლი ეკონომიკაში და მისი გავლენა უმუშევრობაზე“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მურმან ცარციძე
1.14. ირაკლი მუხიგულიშვილი - “საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პოტენციალი და მისი გავლენა  ეკონომიკაზე“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი  მალხაზ ჩიქობავა
1.15. თათია ქართველიშვილი - „ქუთაისის შრომის ბაზრის ფორმირება და რეგულირება”
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  მირიან ტუხაშვილი
1.16. ნათია ტერტერაშვილი- ,,უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თავისებურებები საქართველოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  შოთა შაბურიშვილი
1.17. ირმა ვარდანაშვილი - ,,საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობები გლობალურ ბიზნეს გარემოში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  შოთა შაბურიშვილი
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქრისტინე უგლავას, სადისერტაციო თემის: „რაციონალური რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი განხორციელების ინოვაციური მექანიზმი“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება  და მისი ადგილი მდგრად განვითარებაში".
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  გულნაზ ერქომაიშვილი
3. ეკონომიკის  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებს ლევან დგებუაძეს და  თამარ ბარბაქაძეს, მეცნიერ ხელმძღვანელად პროფესორ ნოდარ ხადურის  ნაცვლად  დაენიშნოთ ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,    პროფესორი გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 05/29 - 01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 31 იანვრის #23/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 04/29 - 01
03.02.2020 
ქ.თბილისი

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 31 იანვრის #23/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ: 
1. „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 31 იანვრის #23/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2. საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს დაევალოს საკონკურსო საბუთების მიღება 2020 წლის 4 მარტიდან  2020 წლის 13 მარტის ჩათვლით 09:30-დან 17:30 საათამდე, შესვენება 1300-დან 14:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403. 
3. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №128/2019 დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი      გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 04/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების წარმოდგენის ვადისა და საბუთების მიმღები კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                              
№ 02/29 - 01
31.01.2020

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის №10 ოქმით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწ. წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების მიღების ვადად განისაზღვროს 2020 წლის 03 თებერვლიდან 07 თებერვლის ჩათვლით პერიოდი,  მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.

2.    საკონკურსო საბუთების მიღება განახორციელოს საბუთების მიმღებმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი   გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 02/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                
№ 03/29 - 01
03.02.2020
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 16 სექტემბრის №10 ოქმით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.   დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანატთა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
გ) პროფესორი რევაზ გველესიანი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
დ) პროფესორი ნუგზარ თოდუა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ე) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ვ) პროფესორი დავით ნარმანია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ზ) პროფესორი თემურ შენგელია – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
თ) პროფესორი ლევან საბაური – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ი) პროფესორი დემურ სიჭინავა – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
კ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი – სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;
ლ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
მ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ნ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ო) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;
პ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი  გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 03/29 - 01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№01/29 - 01
21.01.2020
ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ დანათი #1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
    ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ლევან საბაური - პროფესორი, თავმჯდომარე;
ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
დ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ე) ელისო კვირკვაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვ) ბადრი რამიშვილი - ასოცირებული-პროფესორი;
ზ) ნინო ტალიკაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
თ) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ი) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;
კ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ლ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
ნ) ლეილა ქადაგიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ო) თამარ მიხანაშვილი - თსუ ეკონომიკის  საერთაშორისო  სკოლის აკადემიური პროგრამების კოორდინატორი;
პ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 07 თებერვლის #22/29-01 ბრძანება ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,  პროფესორი      გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 01/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№43/29 - 01
26.11.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 22 ნოემბრის N15 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დარეჯან ოზმანოვის, სადისერტაციო თემის: „ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი პერსპექტივები  ტუროპერატორულ ბიზნესში (საქართველოს მაგალითზე)“  ნაცვლად დაუმტკიცდეს: "საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების პერსპექტივები ბიზნესრეგულირების კონტექსტში".
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაია გრიგოლიას, მეცნიერ-ხელმძღვანელად, პროფესორ ნოდარ ხადურის ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
3. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ოთარ ანგურიძეს, მეცნიერ-ხელმძღვანელად, პროფესორ იაშა მესხიას ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე.    

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი,      გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 43/29 - 01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #264/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 42/29 - 01
06.11.2019  
ქ.თბილისი

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #264/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 21 ოქტომბრის #264/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის   ფარგლებში  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების მიზნით, შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ელისო კვირკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2019 წლის  22  ნოემბრიდან   2019 წლის 2  დეკემბრის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო საბუთების მიღება მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი №403.
3.    საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებისას, საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებმა აპარატმა უზრუნველყოს თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 28 ოქტომბრის №128/2019 დადგენილების (სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ) ყველა კონკურსანტისთვის  გაცნობა, ამავე დადგენილების ასლის გადაცემის გზით, რაც უნდა დადასტურდეს კონკურსანტის ხელმოწერით.
4.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი      გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 42/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტისთვის დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის ცვლილების შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№40/29 - 01                                                                                                                                             02.09.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტისთვის დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15 აგვისტოს N13 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2.    ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ თორიას, სადისერტაციო თემის:  „ხარისხის მართვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები სასტუმრო ინდუსტრიაში“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: "ხარისხის მენეჯმენტის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები ტურიზმთან დაკავშირებულ კრიზისულ ვითარებებში" (საქართველოს მაგალითზე).
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი
2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი    გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 40/29 - 01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№41/29 -01                                                                                                                                              02.09.2019

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15აგვისტოს N13 ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე);
ბ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;
გ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
დ) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ე) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ვ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ზ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
თ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე;
ი) პროფესორი დავით ნარმანია;
კ) პროფესორი ლევან საბაური;
ლ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
მ) პროფესორი ნოდარ ხადური;
ნ) პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
ო) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;
პ) მანანა ლობჟანიძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი (მდივანი).
2. გასაუბრება ჩატარდეს  (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 609) ეკონომიკის მიმართულება - 12.09.2019 წ., 10:00 სთ; ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება - 13.09.2019 წ., 10:00 სთ.; ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის   მიმართულება  - 13.09.2019 წ., 15:00 სთ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 11 ივლისის № 34/29 – 01 ბრძანება.
4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,   პროფესორი     გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 41/29 -01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№39/29 - 01
09.08.2019
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე ზოგიერთი დამტკიცებული სადისერტაციო თემის სათაურის და მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 26 ივლისის N12 ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. გრიგოლ მოდებაძე - „ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად დამდგარი ზარალის შეფასება და ადმინისტრირება (თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები).“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
1.2. თორნიკე კორძაია - „ეკონომიკის ფინანსური სტიმულირების გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები.“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
1.3. პავლე მაღრაძე - „საქართველოს რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობის ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირება“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  სიმონ გელაშვილი
1.4. ნინო მაღრაძე - „საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფიული და სექტორული სტატისტიკა“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  სიმონ გელაშვილი
1.5. მარიკა შონია - „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის  ტენდენციები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  მერაბ ხმალაძე                             
1.6. რუსუდან სულაკაძე - „კომპანიის ფინანსური მდგრადობა: არსებული რეალობა და გაუმჯებესების გზები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ხათუნა ბარბაქაძე
1.7. მარიამ ბიწაძე - „ფისკალური  დეცენტრალიზაცია  საქართველოში:  რეფორმის  შედეგები, პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ლეილა ღუდუშაური
1.8. თორნიკე ბუნიათიშვილი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის   უსაფრთხოების სფეროში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი დემურ სიჭინავა
2. ბიზნესის ადმინისტირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გრიგოლ ჭაავას, სადისერტაციო თემის: „უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური პერსონალის შერჩევის და ფორმირების პროცესების სრულყოფა ინფორმაციული  ტექნოლოგიების გამოყენებით (თსუ-ს მაგალითზე)“  ნაცვლად დაუმტკიცდეს: „დემოგრაფიული პროცესების რეგულირება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი  დემურ  სიჭინავა;
3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,     პროფესორი     გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 39/29 - 01