საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ახალი ვიცე-კანცლერი ჰყავს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­აზე გი­ორ­გი შა­მა­თა­ვა და­ინ­იშ­ნა. მი­სი მო­ვა­ლე­ობ­ები სა­მარ­თლებ­რი­ვი და ეკ­ონ­ომ­იკ­ური მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მუ­შა­ობ­ისა და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მო­იც­ავს. გი­ორ­გი შა­მა­თა­ვა ახ­ალ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ივ­ნი­სის და­საწყი­სი­დან ას­რუ­ლებს.

 

„მინ­და, მად­ლო­ბა ვუთხრა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ახ­ალი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვის­თვის. ვფიქ­რობ, მაქ­ვს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ული უნ­არ-ჩვე­ვე­ბი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩე­მი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­სა­ტა­ნად.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ეს არ­ის უდ­იდ­ესი ერ­ოვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც უდ­იდ­ესი წვლი­ლი შე­აქ­ვს ახ­ალი ცოდ­ნის შექ­მნის, გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ, ზნე­ობ­რივ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და, ზო­გა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ფორ­მი­რე­ბა­ში. მთე­ლი ჩე­მი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ვა­ტა­რე — ვარ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი, აქ­ტი­ურ­ად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში.... შე­სა­ბა­მი­სად, ვიც­ნობ გა­რე­მო­სა და ყვე­ლა იმ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხს, რო­მე­ლიც ყვე­ლა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტელს ეხ­ება და აღ­ელ­ვებს.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა­სა და აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალს, რომ მა­თი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ობ­ები სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ოს. ვფიქ­რობ, ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობს, თუმ­ცა მთე­ლი მსოფ­ლიო მუდ­მივ­რე­ჟიმ­ში ვი­თარ­დე­ბა და ჩვენც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ ყო­ველ­დღი­ურ­ად ვი­ფიქ­როთ — თუ რო­გორ გავ­ხა­დოთ მარ­თვის პრო­ცე­სე­ბი უფ­რო მოქ­ნი­ლი, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა — მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით აქ­ტი­ურ­ად ვმუ­შა­ობთ“, — აცხა­დებს გი­ორ­გი შა­მა­თა­ვა.

 

პა­რა­ლე­ლუ­რად, კან­ცლე­რის მო­ად­გი­ლე სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რიც გახ­ლავთ. მი­სი თქმით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო მე­ქა­ნიზ­მი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის საგ­რან­ტო კონ­კურ­სია, სა­დაც სა­კონ­კურ­სო პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია.

 

„პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ და­იკ­ლო, თუმ­ცა, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი და კულ­ტუ­რულ-სპორ­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სექ­ტემ­ბრი­დან სწავ­ლე­ბა სააუდიტორო ფორ­მატ­ში აღ­დგე­ბა და სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბაც ჩვე­ულ, აქ­ტი­ურ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დე­ბა“, — აღ­ნიშ­ნავს ვი­ცე-კან­ცლე­რი.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის ახ­ალი მო­ად­გი­ლე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში პარ­ლა­მენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში 2011-დან 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და; აქ­ვს ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში საქ­მი­ან­ობ­ის ერ­თწლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა; 2015 წლი­დან 2019 წლამ­დე თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი იყო. 2020 წლის შე­მოდ­გო­მი­დან მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ის ჩათ­ვლით კი თსუ-ის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­აზე მუ­შა­ობ­და.

თარიღი: 29/06/2021