თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი 2021 წლის 15 იანვარს თსუ გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის მიზანია თსუ-ის მრავალმხრივი საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და თსუ-ის იმიჯის ამაღლება. გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ წარმოების გარდა, ცენტრი ახორციელებს მედია-პროექტებს და მუშაობს კრებულების გამოსაცემად.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ 1927 წელს დაარსდა.
თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელია ჟურნალისტი ნინო კაკულია (დაგვიკავშირდით: 577 527 773. ჭავჭავაძის 11 ა. III კორპუსი, თსუ).
გვიყურეთ: TV 25-ზე ყოველ შაბათს 21:30 სთ.