საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
იეზუიტების ორდენი
ავტორი: ია (ლეილა) ხუბაშვილი
გამოქვეყნების თარიღი: 2016
isnb: 978-9941-13-520-0
ფასი: 6,20 GEL₾
ანოტაცია

ნაშრომში გახილულია სასულიერო ორდენებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - იესოს საზოგადოების (იეზუიტთა ორდენის) გენეზისი და ევოლუცია, მისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროპის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. ორდენმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მეცნიერების, კულტურულ-საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობაში, არამედ პოლიტიკის სფეროში და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

ამის ნათელი მაგალითია პაპობის ორიათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ფიგურა, პირველი იეზუიტი პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც 2013 წლის 13 მარტს ტახტზე ავიდა ფრანცისკ პირველის სახელით. თავისი პორტიფიკატის უმოკლეს პერიოდში, სამი წლის მანძილზე მან უკვე მოიპოვა დიდი რეფორმატორის სახელი და წარმატებით შეცვალა ვატიკანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ვატიკანის როლი და გავლენა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ და რელიგიურ პროცესებში.

მონოგრაფია განკუთვნილია სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.  




მსგავსი წიგნები