საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბიბლიური არქეოლოგია
ავტორი: გურამ ლორთქიფანიძე, მარიკა მშვილდაძე
გამოქვეყნების თარიღი: 2012
isnb: 978-9941-13-244-5
ფასი: 15,70₾
ანოტაცია

ქართველი მკითხველი განებივრებული როდია ბიბლიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო გამოკვლევებით. ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება საღმრთო წერილთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები. ბიბლიურ ქვეყნებში, ისტორიულ სირია-პალესტინაში, ეგვიპტეში, ფინიკია-პალესტინაში თუ შუამდინარეთში XIX-XX სს აღმოჩენილ არტეფაქტებს ძვირფასი საიტორიო წყაროს მნიშვნელობა ენიჭება, რომლითაც დასტურდება ამ „წიგნთა წიგნის“, მასში აღწერილ კულტურულ-ისტორიული პროცესების რეალობა, ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის წიგნების ჭეშმარიტება. ნაშრომში, რომელიც თსუ პროფესორების გურამ ლოთქიფანიძისა და მარიკა მშვილდაძის ერთობლივი ნამუშევარია, განხილულია ბიბლიური არქეოლოგიის განვითარების გზები, ბიბლიის სტრუქტურა და ქრონოლოგია (ძვ. წ. XII- ახ. წ. II სს.), ებრაელი ხალხის ისტორიისა და კულტურის საკითხები, ურის, მარის, ხარანის, ბაბილონის, იერუსალიმის და სხვ. არქეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგები. ასევე ბიბლიასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები, ევოლუციონიზმისა და კრეაციონიზმის თეორიები, მაცხოვართან და მის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალიები.

წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ბიბლიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.




მსგავსი წიგნები