საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
შიდა ქართლის უძველესი წარსულიდან
ავტორი: ოთარ ჯაფარიძე
გამოქვეყნების თარიღი: 2009
isnb: 978-9941-13-120-2
ფასი: 13₾
ანოტაცია

ნაშრომში განხილულია შიდა ქართლის ჩრდილო ზოლში მიმდინარე პროცესები ძვ. წ. II ათასწლეულში. იმ პერიოდში საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩანს ქედს იქითა მხარეებთან; მიმდინარეობს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მოსახლეობის დენის საკმაოდ ინტენსიური პროცესი. ფრონე-ლიახვის ორმდინარეთში სოფ. ნულსა და ქვასათალში შესწავლილ სამაროვნებზე ჩრდილოელი მიგრანტები სამშობლოდან გამოყოლილი ძველი ადათ-წესით კრძალავდნენ მიცვალებულებს. ეტყობა იმ დროს იქ ცხოვრება მეტ-ნაკლებ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ახლად გადმოსახლებულები, ჩანს, თითქმის დაუბრკოლებლად სახლდებოდნენ სამაჩაბლოს მიწა-წყალზე, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან რაიმე საგრძნობი შეფერხების გარეშე. ჩრდილოელი მეზობლების სამხრეთით ჩასახლების პროცესი შემდეგაც გაგრძელდა, რაც, სამწუხაროდ, საბოლოოდ ძვირად დაგვიჯდა და მის შედეგებს დღესაც ვიმკით. ქართველი კაცის მიმტევებლური ხასიათი ისტორიის მანძილზე არაერთგზის გამხდარა სანანებელი.

საბჭოთა საქართველოს შიგნით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გამოყოფამ, რომელიც ძირძველი პროვინციების, სამაჩაბლოსა და ქსინის საერისთავოს, საფუძველზე აღმოცენდა, თანდათანობით არაერთი პრობლემა წარმოშვა. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შიდა ქართლის ჩრდილო ზოლში საქართველოს იურისდიქცია ფაქტობრივად აღარ მოქმედებდა. 2008 წ. აგვისტოს ომს კი შედეგად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა. იმედია, აღსდგება სიმართლე და საქართველო დაუბრუნდება თავის საზღვრებს.  




მსგავსი წიგნები