საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სტუდენტური პროექტი "კურსის/ პროგრამის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგები" SPARQS - თან თანამშრომლობით

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსის ერთერთი გამარჯვებული პროექტის "კურსის/პროგრამის წარმომადგენლების მოსამზადებელი ტრენინგები" პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ორგანიზატორია განათლების მეცნიერებათა მაგისტრანტი ელენე ბებერაშვილი. პროექტი ხორციელდება შოტლანდიურ ორგანიზაცია SPARQS-თან თანამშრომლობითა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების ჩართულობის გაძლიერებას პროგრამის შემუშავების, შეფასებისა და განვითარების ეტაპებზე. პროექტში მონაწილეობისთვის 50-ზე მეტი სტუდენტი შეირჩა და საწყის ეტაპზე ისინი ოთხ სხვადასხვა ჯგუფად, ჩაერთნენ გაცნობითი ხასიათის ინგლისურენოვან ონლაინ ტრენინგებში. ტრენინგებზე (2021 წლის ნოემბერი) სტუდენტები გაეცნენ კურსის წარმომადგენლის ფუნქცია-მოვალეობებს, პროგრამების განვითარებაში ჩართულობის და სტუდენტებისგან მონაცემთა შეგროვების სახეებს, ასევე სამომავლო განვითარების გეგმებს. ტრენინგი ინტერაქციული ხასიათის იყო და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, სტუდენტთა მაღალი ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. მომდევნო ეტაპზე სტუდენტები ადმინისტრაციასთან ერთად საორგანიზაციო ვორქშოფში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს დაგროვილი ცოდნა პრაქტიკაში გადაიტანონ. 

 

 

ტრენინგი პროგრამების სტუდენტი-წარმომადგენლებისთვის

2020 წლის 30 ნოემბერს, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის - „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი პროგრამის სტუდენტ-წარმომადგენლებისთვის. პროგრამის სტუდენტი-წარმომადგენლები შეირჩნენ მათი განაცხადების საფუძველზე, კონკურსის წესით უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებიდან. სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების პროცესებში, სტუდენტთა მოსაზრებებს წარუდგენენ პროგრამის განმახორციელებელ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს და მუდმივად იზრუნებენ სტუდენტების სწავლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.

 

ტრენინგს სტუდენტებისთვის შოტლანდიურმა ორგანიზაციის “Sparqs” (Student Partnerships in Quality Scotland) წარმომადგენლები გაუძღვნენ. ტრენინგი მიზნად ისახავდა სტუდენტების კომპეტენციების გაზრდას სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებაში ჩართულობისთვის.

 

 

 

სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი - „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება შოტლანდიური ორგანიზაციის „Spraqs (Student partnerships in quality Scotland)” მხარდაჭერით, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები სტუდენტებთან თანამშრომლობით განახორციელონ. პროექტის ფარგლებში შოტლანდიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და დაეხმარება უნივერსიტეტს დანერგოს „პროგრამის წარმომადგენლის“ პრაქტიკა.

 

პროექტი აქტიურ ფაზაშია გადასული, 2020 წლის 5 ნოემბრის შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს „პროგრამის წარმომადგენლების“ შერჩევის, სტუდენტებისა და პერსონალის გადამზადების შესახებ (რომელსაც უზრუნველყოფენ „Sparqs”-ის წარმომადგენლები). პროექტის ფარგლებში სტუდენტთა შერჩევა პროექტში მონაწილე ფაკულტეტზე ნოემბერში, ხოლო ტრენინგები - დეკემბრის თვეში განხორციელდება.

        

 

სტუდენტების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებში: პირველი შეხვედრა

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა, საერთაშორისო განათლების ცენტრის კურსდამთავრებულებთა ასოციაციის დაფინანსებით 2020 წლის 31 ივლისს გაიმართა პროექტის - „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“  პირველი სამუშაო შეხვედრა.  შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდება შოტლანდიური ორგანიზაციის „Spraqs (Student partnerships in quality Scotland)” მხარდაჭერით, რომელიც ეხმარება უნივერსიტეტებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები სტუდენტებთან თანამშრომლობით განახორციელონ. პროექტის ფარგლებში შოტლანდიური ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრენინგებს პროექტში მონაწილე სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის და დაეხმარება უნივერსიტეტს დანერგოს „პროგრამის წარმომადგენლის“ პრაქტიკა. პროექტის ძირითადი ამოცანაა თსუ-ში,  ერთი მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის  პროცესში სტუდენტების გაზრდილი თანამონაწილეობის მხარდაჭერა; მეორე მხრივ, სტუდენტთა თვითმმართველობის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.