საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში

 

უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის განვითარების მიზნით უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2018 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა სტაჟირებას. სტაჟიორები მონაწილეობას იღებენ სწავლა-სწავლების, კვლევისა და ინსტიტუციური ეფექტურობის შეფასების პროცესში. წინამდებარე პრაქტიკა ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან სტუდენტები მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების კომიტეტების მუშაობაში.

 

სტაჟირების მიზანია:   

 

  • საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხის კულტურის განვითარება სწავლა-სწავლებისა და კვლევის მიმართულებით;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შედგენისა და განვითარების პროცესში სტუდენტთა შეხედულებებისა და ინტერესების გათვალისწინება და ასახვა;
  • საუნივერსიტეტო სერვისების დახვეწა და გაუმჯობესება სტუდენტთა უკუკავშირის გათვალისწინებით;
  • სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
  • სტუდენტებითვის ხარისხის უზრუნველყოფის სფეროს შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება, სურვილის შემთხვევაში  აღნიშნულ სფეროში შემდგომი დასაქმების მიზნით;
  • სტუდენტთა საკომუნიკაციო უნარების განვითარება და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა;
  • სტუდენტთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დამკვიდრებული ტრადიციის ანალოგიით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დამკვიდრდა სტაჟიორ-სტუდენტებთან თანაშრომლობა. 2019 წლიდან უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში სტუდენტთა სტაჟირება საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების მუდმივი შემადგენელი ნაწილია. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სტაჟირებაგავლილ მაგისტრანტებს დამატებითი გამოცდილების შეძენის მიზნით შემდგომ ეტაპზე  რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტში ახლად დამკვიდრებულ შიდა შეფასების პროცესებში სტუდენტი-ექსპერტის  სტატუსით მონაწილეობის მისაღებად. მათი ცალკეული იდეების ინიცირება შემედგომ ეტაპზე ხდება განხილვის საგანი როგორც უნივერსიტეტის ცენტრალურ, ისე საფაკულტეტო ადმინისტრაციულ რგოლებში.

 

უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური სტაჟირებას აცხადებს სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ, სამი თვის ხანგრძლივობით. სტაჟიორთა კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამსახურის ვებგვერდზე, სადაც მითითებულია საკონკურსოდ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი. საბუთების შესწავლის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის, შიდა საუნივერსიტეტო რეგულაციების შესაბამისად, ინიშნება გასაუბრების კომისია, ცხადდება გასაუბრების დრო და ადგილი. შერჩეული კონკურსის მონაწილე ვალდებულია გაეცნოს კონკურსის ჩატარების პირობებს და დაიცვას საკონკურსო ვადები.

 

უკან >>>